შოთა ბურჯანაძე - უმნიშვნელოვანესია, შეიქმნას მწვანე ზონები, სადაც ადამიანები უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს, ეს გარდაუვალი იქნება

შოთა ბურჯანაძე - უმნიშვნელოვანესია, შეიქმნას მწვანე ზონები, სადაც ადამიანები უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს, ეს გარდაუვალი იქნება

access_time2021-10-27 16:10:45

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ ბიზნესსაქმიანობის უსაფრთხო გარემოში წარმართვისთვის მწვანე, უსაფრთხო ზონის შექმნა უმნიშვნელოვანესია.

მისივე თქმით, ადამიანები უნდა მიეჩვიონ, რომ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.

„ურთულესი ვითარება გვაქვს და ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა იმუნიზაციაა. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია შეფერხებით მიმდინარეობს, აუცილებელია მწვანე ზონების შექმნა. ეს გარდაუვალი იქნება. ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებლობა, ნებისმიერმა ბიზნესოპერატორმა იმოქმედოს რეგულაციების გარეშე. დღეს რაც შემაფერხებელია და რეგულაციების ფარგლებში ხდება, მაგალითად, ივენთები, ქორწილები და სხვადასხვა ღონისძიება, კოვიდპასპორტისა და მწვანე ზონის შემთხვევაში, უფლება მიეცემათ, რეგულაციების გარეშე გაწიონ თავიანთი საქმიანობა. უმნიშვნელოვანესია, შეიქმნას უსაფრთხო ზონები, სადაც ადამიანები ნორმალურ რეჟიმში შეძლებენ ცხოვრებას. დღეს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მიმართულებას, არის საფრთხის შემცველი. მწვანე ზონის შექმნა აუცილებლად დაეხმარება იმუნიზაციის პროცესის განვითარებას.

მწვანე ზონა ნიშნავს, რომ ადამიანი იყოს აცრილი, კოვიდგადატანილი, ჰქონდეს 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტი, ან 24 საათში სწრაფი ტესტი. ეს არის ძირითადი პირობები, რომლითაც შეიქმნება ზონა, სადაც ადამიანები უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს. უნდა მივაჩვიოთ საზოგადოება, რომ ადამიანმა საკუთარ ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე იზრუნოს, ამით ავტომატურად ფიქრობ დანარჩენ საზოგადოებაზე. თუ გარკვეულწილად შეუთანხმებლობა არსებობს საზოგადოების ერთ ნაწილსა და მეორე ნაწილს შორის, სახელმწიფოს ჩარევა მნიშვნელოვანია, რომ დადგეს სწორი, ნათელი გადაწყვეტილების მხარეს. ამისთვის მოქმედებს სახელმწიფო. ველოდები, რომ არჩევნების შემდეგ ეს ნაბიჯები გადაიდგმება და ადამიანებს სრულყოფილად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემათ“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.



1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up