შოთა ბურჯანაძე- .მივიღეთ პირობა, რომ 22:00 საათზე რესტორნების დახურვის საკითხი გადაიხედება

შოთა ბურჯანაძე- .მივიღეთ პირობა, რომ 22:00 საათზე რესტორნების დახურვის საკითხი გადაიხედება

access_time2020-10-24 23:15:28

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი, შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ პრემიერმინისტრთან შეხვედრისას 22:00 საათზე რესტორნების დახურვის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვის პირობა მიიღეს.


"კონკრეტული დაპირება მიღებულია შეთავაზებიდან გამომდინარე. ბოლო რეგულაცია, რომელიც 22:00 საათს ეხება, გადაიხედება და ჩვენ აუცილებლად შევთავაზებთ იმ სიტუაციას, რითაც შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესება და ამაზე შეპირება კონკრეტული მიღებულია", — განაცხადა ბურჯანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.


მას არ დაუკონკრეტებია, რა შესთავაზეს რესტორნებმა მთავრობას, თუმცა აღნიშნა, რომ საუბარია იმ რესტორნების დივერსიფიკაციაზე, რომლებსაც შეუძლიათ ოპერირება ისე, რომ კორონავირუსის პრობლემა არ გართულდეს.



შოთა ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბანკებსაც. მისი თქმით, სარესტორნო სფერო ბანკების მხრიდან წნეხის ქვეშ არის და აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა.


22:00 საათიდან რესტორნების მუშაობა თავდაპირველად ბათუმში, შემდეგ კი თბილისსა და იმერეთში შეიზღუდა. რამდენიმე დღეში კი მთავრობამ გადაწყვიტა შეზღუდვა მცხეთასაც შეხებოდა, რადგან, ამირან გამყრელიძის თქმით, "ქეიფებმა მცხეთაში გადაინაცვლა".


on.ge




ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

Bloomberg: ვაშინგტონმა გერმანიის მომავალ მთავრობაზე ზეწოლა უნდა მოახდინოს

Bloomberg: ვაშინგტონმა გერმანიის მომავალ მთავრობაზე ზეწოლა უნდა მოახდინოს
access_time2021-07-30 19:00:46
აშშ–ის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის ირგვლივ შეთანხმება რუსეთს გაზის პირდაპირ დასავლეთ ევროპაში მიწოდების შესაძლებლობას აძლევს.   შესაძლოა, ამ გარიგებით ბაიდენმა გერმანიასთან ურთიერთობები მოაწესრიგა, მაგრამ მეტს ვერაფერს მიაღწევს. „ჩრდილოეთის ნაკადი –2“ მცდარი პროექტია, რომელიც გერმანიის მთავრობას შეასუსტებს  და ევროპას რუსული აგრესიის წინაამღდეგ გაცილებით უფრო მოწყვლადს გახდის.   ახალი მილსადენი  რუსული...

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს
access_time2021-07-30 12:30:08
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად განათლების სისტემის 10 წლიანი განვითარების გეგმა წარადგინა. მიხეილ ჩხენკელის განცხედებით სკოლებში ესტონური და ფინური გამოცდილების გათვალისწინებით ინტენსიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რომელიც 2024 წელს დასრულდება. განათლების მინისტრის განმარტებით სწავლების მეთოდოლოგიის შეცვლა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს...


მსგავსი სიახლეები

up