შოთა ბურჯანაძე - დღეს ქვეყანაში მართვის სადავეები არა ეკონომიკურ გუნდს, არამედ უპასუხისმგებლო ეპიდემიოლოგებს აქვთ

შოთა ბურჯანაძე - დღეს ქვეყანაში მართვის სადავეები არა ეკონომიკურ გუნდს, არამედ უპასუხისმგებლო ეპიდემიოლოგებს აქვთ

access_time2021-01-25 18:00:00

ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან და ისინი არ არიან გახსნის წინააღმდეგი, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში მართვის სადავეები არა ეკონომიკურ გუნდს, არამედ უპასუხისმგებლო ეპიდემიოლოგებს აქვთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განუცხადა.



შოთა ბურჯანაძის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება რესტორნების და კვების ობიექტების კვლავ მხოლოდ გატანა-მიტანის სერვისზე დატოვების შესახებ, ბიზნესის ლიკვიდირებაა.



„ჩაკეტილ სიტუაციაში ვრჩებით და სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება რეგულაციების არ შემსუბუქება კი არა ბიზნესის ლიკვიდირებაა. დამატებითი გაჩერების შემთხვევაში აქ საუბარი არაა, რომ ბიზნესი ამას გადაიტანს, უკვე იმ ზღვარს გადადის, რომ შეუძლებელია ბიზნესმა ეს პრობლემები გადალახოს. სარესტორნო სფეროში 95% იჯარის ქვეშაა და ბიზნესი ოპერირების გარეშე ვეღარ შეძლებს, რომ თუნდაც შეღავათით იჯარა გადაიხადოს და ვერც მფლობელები შეძლებენ, უპერსპექტივო ბიზნესზე ფართი იჯარით გასცენ. ამასთან, როდესაც მფლობელები ხედავენ, რომ მინუსში მიდიან დღევანდელი ოპერირებით და უპერსპექტივოა გახსნა, უბრალოდ უარს იტყვიან მუშაობის გაგრძელებაზე და თანამშრომლებს გაუშვებენ. ამასთან, გამოცდილი კადრები დღესდღეობით ან საზღვარგარეთ არიან წასულები, ან მოპედზე გადასხდნენ „გლოვოს“, „ვოლტის“ ან სხვა საკურიერო ფირმის თანამშრომლები გახდნენ. ამ სფეროს ლიკვიდირებით სხვა სფეროების ჩაძირვაც მოხდება. ესაა 3.5 მილიარდიანი ბიზნესი, რომელიც ყოველწლიურად 300 მილიონამდე მხოლოდ დღგ-ს იხდიდა ბიუჯეტში.




გადაწყვეტილების მიმღებებს ეს არგუმენტები რაციონალურად გაანალიზებული არ აქვთ. პრობლემას ვხედავ ეპიდემიოლოგებში, რომლებმაც გარკვეული წნეხი განიცადეს პირველი „ლოქდაუნის“ შემდეგ შექმნილი პრობლემებისგან და დღეს უნდათ წარმოაჩინონ, რომ ეპიდემიის მართვა შეუძლიათ. ჩაკეტვით პრობლემა არ წყდება. ბიზნესის მოთხოვნაა, რომ ეპიდემიოლოგებმა თავიანთ კომპეტენციაში, თუ ეს გააჩნიათ, დადონ პროგრამა ეპიდემიასთან ერთად მუშაობის და ცხოვრების, ვერავინ იტყვის, რომ ეპიდემია რამოდენიმე თვეში მორჩება, ასეთ ჩაკეტილ მდგომარეობაში ვერავინ იარსებებს“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.



ცნობისთვის, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა რომლის თანახმად, აჭარაში 1-ელი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება, ხოლო სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში - გატანა-მიტანის სერვისით.




IPN.GE









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up