გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა, შეწყვიტოს ომი და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. ამის შესახებ მან ბერლინში, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ელისაბედ ბორნთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის დამპყრობლური ომის გათვალისწინებით, ჩვენი ერთობლივი გზავნილია: რუსეთის ტერორი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს ომი და გაიყვანოს თავისი ჯარები. - თქვა შოლცმა.
მან აღნიშნა, რომ გერმანია და საფრანგეთი ყველაფერს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად და ამ დროისთვის აქცენტი კეთდება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე.