შოკოლადის მწარმოებელი კომპანია „ბუერის“ დამფუძნებელი: დღეს ქართულ  ბანკებთან ურთიერთობა საფრთხილო და რთულია“

შოკოლადის მწარმოებელი კომპანია „ბუერის“ დამფუძნებელი: დღეს ქართულ ბანკებთან ურთიერთობა საფრთხილო და რთულია“

access_time2019-04-15 16:00:13

შოკოლადის მწარმოებელი კომპანია „ბუერის“ დამფუძნებელი ლაშა თოფურია ბანკებსა და ბიზნესს შორის ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს ბანკებთან ურთიერთობა საფრთხილო და რთულია.


„დღეს საქართველოში არსებული კომერციული ბანკები ლომბარდებზე შედარებით უკეთესები არიან. გარანტიები, უზრუნველყოფა, გირაო ქართულ ბანკებს განსხვავებული აქვთ. ჩვენთან საინვესტიციო ფონდი არ არის, პრობლემაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, შესაბამისად, ადგილობრივი წარმოების განვითარება საკმაოდ დიდ ბარიერებთანაა დაკავშირებული,“ აცხადებს თოფურია.


მისივე განცხადებით, ამჟამად კომპანია შოკოლადს მცირე პარტიებით აწარმოებს და გაფართოებას ფინანსების არ არსებობის გამო ვერ ახერხებს.



საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2019 წლის 1-ლი აპრილიდან ახალ პროგრამას „საკრედიტო საგარანტიო სქემა“-ს განახორციელებს, რომელიც 2019 წლის 28 მარტის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.  სწორედ აღნიშნული სქემაა გამიზნული, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის. თოფურიას განმარტებით, ამ დროს სახელმწიფო ბანკს გარანტად უდგება და მსესხებელი სესხს იღებს. რეალურად კი ბანკი გაპრობლემებულ სესხს გარანტორად ბოლომდე არ მიყვება. ეს მომენტი ბანკისთვის საიმედო გარანტია არ არის, შესაბამისად, სესხებს არ გასცემენ,  აღნიშნავს ლაშა თოფურია. 



როგორც ცნობილია, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმზე და მის პრიორიტეტებზე ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია დაახლოებით 1 თვის წინ საუბრობდა. „ ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის იმ ნაწილს, რომელსაც არ აქვს საკმარისი ქონება სესხის აღების დროს ბანკში ჩასადებად, სახელმწიფო დაუდგება გარანტორად, რომ კომპანიამ აიღოს სესხი და განახორციელოს ბიზნესპროექტი. სესხები შეიძლება გაიცეს 50 000 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე. გარანტიის დაფარვის დონე ინდივიდუალურ სესხზე 70% იქნება, სქემის ფარგლებში გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ფარგლებში-აცხადებდა ქობულია.


სოფო ქსოვრელი 







უკრაინის ახალ პრეზიდენტს „ტრამპის ეფექტი“ ელის

უკრაინის ახალ პრეზიდენტს  „ტრამპის ეფექტი“ ელის
access_time2019-04-22 20:00:50
მაშ ასე, უკრაინას  ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი. მისი დამანგრეველი გამარჯვების მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინული საზოგადოება ნათლად დარწმუნდა იმაში, რომ დღეს არსებული პოლიტიკური სისტემის რეფორმა შეუძლებელია და ის უნდა დაინგრეს. უნდობლობამ მიაღწია ისეთ მაღალ წერტილს, რომ უკვე ძირმომპალი სისტემის დასანგრევად ბულდოზერის როლის შესრულება უკრაინელმა ამომრჩეველმა მიანდო მსახიობს და შოუმენს, რომელიც...

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება
access_time2019-04-22 19:00:41
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ირანული ნავთობის იმპორტიორ  5 ქვეყანას აღარ ექნება შეღავათები, თუ ისინი ირანული ნავთობის იმპორტს გააგრძელებენ....

ეროვნული ბანკი საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი  საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს
access_time2019-04-22 18:00:34
საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს და მოუწოდებს მოქალაქეებს ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას   განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების...

დაივიწყეთ - MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის

დაივიწყეთ -  MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის
access_time2019-04-22 16:30:47
Acer-მა პროდუქტის ხაზები განაახლა გაძლიერებული მოდელებით და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპეციალურად შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის შექმნილი ხაზი - Concept D.Concept D-ს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და ეკრანები სპეციალურად მორგებულია გრაფიკული დიზაინერების, ვიდეო-მემონტაჟეების, ინჟინრების, არქიტექტორებისა და პროგრამისტების საჭიროებებს. Concept D-ს ტექნიკა შექმნილია...

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“
access_time2019-04-22 13:55:58
ჩვენ ხეობაში შევედით მხოლოდ საპატრულო პოლიციის სამი მანქანით და რომ არა დამატებითი პოლიციის ნაწილები, რომლებმაც წკიპზე მოუსწრეს, დამერწმუნეთ, გაცილებით ცუდი შედეგებით დასრულდება პროცესი, – ამის შესახებ კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა.მისივე განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების დღიდან მოსახლეობა ინფორმირებული იყო და როგორც იორდანიშვილი ამბობს, არავის პროტესტი არ გამოუთქვამს. „მაშინ,...


მსგავსი სიახლეები

up