შობადობის შემცირება - ევროპელი პოლიტიკოსების თავის ტკივილი

შობადობის შემცირება - ევროპელი პოლიტიკოსების თავის ტკივილი

access_time2020-02-15 16:00:07

ცენტრალური ევროპის და ბალკანეთის ლიდერები უკიდურესად არიან შეშფოთებული დემოგრაფიული კრიზისი გამო, რომელიც მათ ქვეყნებში შობადობის შემცირებამ გამოიწვია. კრიზისის დაძლევის მიზნით, ევროპის მთელ რიგ სახელმწიფოებში რამდენიმე განსხვავებულ მეთოდს მიმართავენ, რომელთაგან ზოგიერთი იმდენად შორს მიდის, რომ თითქმის ნაცისტურ და კომუნისტურ ეპოქებთან ასოცირდება. განსაკუთრებით თვალშისაცემია ის, რომ პოლიტიკური ლიდერები შობადობის წასახალისებლად, ხშირად აპელირებას ნაციონალურ პატრიოტიზმზე და ოჯახურ ფასეულობებზე ახდენენ.

ლიბერალური ფრთის კრიტიკოსები პოპულისტ მთავრობებს ბრალს დებენ იმაში, რომ ისინი დეპოპულაციის საფრთხეს ნაციონალისტური იდეების დაწინაურების მიზნით იყენებენ და ამით ისტორიის ისარს უკან, ფემინიზმამდე პერიოდისკენ ატრიალებენ. სახელმწიფოთა მეთაურები კი საპასუხოდ აცხადებენ, რომ შობადობის შემცირება ეკონომიკას სერიოზულ პრობლემებს უქმნის, რადგან მუშახელის შემცირების გამო, მალე მათ ხანდაზმული თაობებისთვის ჯანდაცვის უზრუნველყოფის და პენსიების გადახდის საშუალება აღარ ექნებათ.

ვითარებას კიდევ უფრო ართულებს გამკაცრებული საემიგრაციო კანონების ტენდენცია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იმიგრანტები ისეთი რაოდენობით აღარ შედიან, ან საერთოდ არ შედიან. ახალგაზრდები კი უცხოეთში გადასვლას და უკეთეს გასამრჯელოზე მუშაობას, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ამჯობინებენ.

უნგრეთში შობადობა თითო ქალზე 1.49-მდე დავარდა. ეს მაშინ, როცა პოპულაციის შენარჩუნებას 2.1 სჭირდება. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ქალებს საცხოვრებლით უზრუნველყოფაში და კრედიტების გასტუმრებაში დახმარება შესთავაზა. ის დედებს დაპირდა, რომ 4 შვილის ყოლის შემთხვევაში, მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გადასახადებისგან გაათავისუფლებს. 40 წლამდე ქორწინებისთვის, ორბანი მათ $36,000 სამთავრობო სესხსაც მისცემს და შემდეგ ამ ვალს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს, თუკი წყვილი სამ შვილს მაინც გააჩენს.

ამას გარდა, უნგრეთის პოპულისტმა ლიდერმა იანვარში განაცხადა, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობის 6 კლინიკა სახელმწიფო მმართველობაში გადავიდა. აღნიშნულ კლინიკებში ხელოვნური განაყოფიერება და მკურნალობა უნგრეთის მოქალაქეებისთვის უფასო გახდა.

უფასო ე.წ. ინ ვიტრო განაყოფიერება უნგრეთში თებერვალში დაიწყო. ამ ნაბიჯს თავად ვიქტორ ორბანი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებას უწოდებს. „თუკი იმიგრანტების ნაცვლად უნგრელი ბავშვები გვინდა და თუ უნგრეთის ეკონომიკა ამისთვის საკმარის სახსრებს გამოიმუშავებს, მაშინ ერთადერთი გამოსავალია, დაიხარჯოს რაც შეიძლება მეტი თანხა იმისთვის, რომ ოჯახებს შვილების გაზრდაში დავეხმაროთ“ - თქვა მან ბუდაპეშტში, იანვარში გამართულ კონფერენციაზე.

„ევროპაში უფრო და უფრო ნაკლები ბავშვი ჩნდება. დასავლეთის პასუხი ერთია: იმიგრაცია. ყოველ ბავშვზე, რომელიც გვაკლია, ერთი იმიგრანტი უნდა შემოვიდეს და ანგარიში დაბალანსდება... უნგრელი ხალხი სხვაგვარად ფიქრობს: ჩვენ არ გვჭირდება ანგარიში. ჩვენ გვჭირდება უნგრელი ბავშვები“ - აცხადებს ორბანი.


პოლონეთის მთავრობა ოჯახებს პირველი შვილის შემდეგ, თითოეულ მორიგ ბავშვზე ყოველთვიურად 500 პოლონურ ზლოტს, ანუ დაახლოებით 125 ამერიკულ დოლარს აძლევს. ეს ცვლილება პოლონეთის კანონის და სამართლიანობის პარტიამ ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე, 2015 წელს შემოიტანა, რომლითაც ოჯახების არსებული დახმარება თითქმის გააორმაგა. პოლონეთის მაგალითს მოგვიანებით ბევრმა სხვა მეზობელმა ქვეყანამ მიმართა, რომლებიც დეპოპულაციის ზღვარზე იმყოფებიან.

უნგრეთის ლიდერის პოლიტიკას ბევრი კრიტიკოსიც ჰყავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ოპონენტები აცხადებენ, რომ შვილის გაჩენა ადამიანის და ოჯახის პირადი საქმეა და ამაში ქვეყანა არ უნდა ერეოდეს, მითუმეტეს - ეკონომიკური მოსაზრებით.

ამას გარდა, კრიტიკოსების აზრით, ორბანის ინიციატივები თავისი ბუნებით ანტისაემიგრაციოა და ის მათ უბრალოდ შობადობის გაზრდისკენ გადადგმული ნაბიჯებით ფუთავს, რაც ქვეყანას საბოლოო ჯამში, პატრიარქალური წარსულისკენ აბრუნებს. ნაწილს ისიც აშფოთებს, რომ ეს გარემოება ორბანმა შეიძლება ამომრჩეველთა მოსყიდვის ერთ-ერთ არაპირდაპირ ხერხად გამოიყენოს.

ჟურნალისტი ანიტა კომუვესი უნგრეთში შექმნილ სიტუაციას მარგარეტ ეტვუდის ბესტსელერს, დისტოპიური ჟანრის ნაწარმოებს „მხევლის წიგნს“ ადარებს. „მოდით, ძალიან მარტივად გამოვაცხადოთ, რომ უნგრეთი დღეიდან გილიადია“ - დაწერა მან სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.

უნგრეთის ლიდერი აცხადებს, რომ მისი პროგრამის მეშვეობით, ქვეყანაში დამატებით 4 000 ბავშვი გაჩნდება. ვიქტორ ორბანის მოსაზრებას მეზობელი პოლონეთის სტატისტიკის ცენტრალური სამმართველოც ამყარებს, რომლის მონაცემებითაც, წახალისების პროგრამის ამოქმედების შედეგად, პოლონეთში შობადობა 13%-ით გაიზარდა.

მაგრამ, დემოგრაფიის ექსპერტები მსგავს „ქეში შვილებისთვის“ პროგრამებს სერიოზულ გრძელვადიან გამოსავლად არ თვლიან. მათი აზრით, მსგავსი კამპანია ეკონომიკისთვის მხოლოდ დროებითი შეღავათია. ანალიტიკოსებს რუსეთის მაგალითი მოჰყავთ, სადაც ანალოგიურმა პროგრამამ მხოლოდ თავიდან იმუშავა და საბოლოო ჯამში რუსეთის მოსახლეობა, ბოლო პროგნოზების მიხედვით, 2050 წლისთვის, 142 მილიონიდან 110 მილიონამდე მცირდება.

ეს ყოველივე მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპისთვის არ არის სერიოზული თავის ტკივილი. გერმანია ფიქრობს, რომ დამატებითი შეღავათი მისცეს ახალგაზრდა წყვილებს, შვილის გაჩენიდან პირველი ორი წლის მანძილზე, თუკი ისინი ნახევარ განაკვეთზე მაინც იმუშავებენ. ეს იმის მიუხედავად, რომ გერმანიას გაცილებით უკეთესი პროგნოზი აქვს: მოსახლეობა იქ 2017 წლიდან 21.6 პროცენტით გაიზარდა და მომავალში, 2035 წლამდე კიდევ უფრო მეტს, 27.3-პროცენტიან ზრდას ელიან.

თუმცა, უნგრეთისგან განსხვავებით, კანცლერ ანგელა მერკელის მთავრობა დემოგრაფიული პრობლემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზად იმიგრაციას ხედავს. შესაბამისად, გერმანიის ლიდერი აიოლებს ბიზნესის წარმოების გზებს და ახალგაზრდა, უნარიან და კვალიფიციურ სამუშაო ძალას ევროპის ფარგლებს გარეთაც ეძებს.


„ამერიკის ხმა“




ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ

ამერიკელი ექსპერტები კორონავირუსის გამო გლობალურ სასურსათო კრიზისს პროგნოზირებენ
access_time2020-04-05 17:00:50
კორონავირუსის პანდემიის გამო გლობალური სასურსათო სისტემა უპრეცედენტო რყევებს განიცდის, რამაც შესაძლოა სასურსათო ნედლეულსა და კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. ამის შესახებ ნათქვამია ნიუ-იორკის...

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან

ჩემი კარანტინი გრანადაში - ნინოს წერილი ესპანეთიდან
access_time2020-04-05 18:00:16
„ყოველთვის ასეთი სევდიანი იყო მზის ჩასვლა?“ – კითხულობს ჩემი გერმანელი ფლეთმეითი ანტონი, რომელიც გრანადაში თებერვალში ჩამოვიდა. იქამდე რამდენიმე თვე ერასმუსის პასუხს ელოდა. ამბობს, რომ დადებითი პასუხის შემდეგ ხშირად ესიზმრებოდა, უფრო ხშირად კი წარმოიდგენდა, როგორი იქნებოდა მისი ესპანური თავგადასავალი – ამას არ ველოდი! ამას არავინ ველოდით! ქუჩა – მირადორ დე როლანდო, ნომერი 16. სამსართულიანი სახლი. პირველ ორ სართულზე საძინებელი ოთახები. მესამე სართულზე საერთო სივრცე, დიდი ნათელი...

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
access_time2020-04-05 11:25:08
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარია 81 წლის ქალზე, რომელიც 3 აპრილს თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული...

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს?
access_time2020-04-05 16:00:17
  ბოლო 30 წლის მანძილზე მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა რამდენიმე გლობალური კრიზისი, თუმცა, არც ერთს არ შეუცვლია მსოფლიო ასე სწრაფად და კარდინალურად  - კორონავირუსის პანდემია წარმოუდგენელი სისწრაფით ანგრევს სატრანსპორტო და სამრეწველო კავშირებს და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გადაწყობას.   პარალელურად, სწავლების პროცესი და ბიზნეს-საქმიანობის დიდი ნაწილი გადადის დისტანციურ რეჟიმზე.   მაგრამ ეს არის გზა არა უფსკრულისკენ, არამედ ახალი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...


მსგავსი სიახლეები

up