„შიშის ფაქტორი“ თუ „ბაზრის მოწესრიგება“ – რა შეცვალა კონკურენციის სააგენტომ ქართულ ბიზნესში?

„შიშის ფაქტორი“ თუ „ბაზრის მოწესრიგება“ – რა შეცვალა კონკურენციის სააგენტომ ქართულ ბიზნესში?

person access_time2016-07-22 16:00:10

2012 წელს „ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შექმნა, მისი აღსრულების მიზნით შესაბამისი ორგანოს ჩამოყალიბება და ამ მიმართულებით პროცესის გამჭვირვალობა იყო. ხელისუფლებაში მოსვლამდე „ქართული ოცნების" არაერთი წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ბიზნესში საკმაოდ მწვავე პრობლემად იდგა მონოპოლიებისა და კარტელური გარიგების საკითხები, რაც თავისუფალ კონკურენციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. შედეგად, ვიღებდით გაზრდილ ფასებს საწვავზე, ელექტროენერგიაზე, მედიკამენტებზე, ხორბალზე და სხვა პროდუქტებზე.


„ქართული ოცნების" მთავრობამ 2014 წელს კონკურენციის სააგენტო შექმნა. „კომერსანტი" დაინტერესდა რა შეცვალა ბაზარზე კონკურენციის სააგენტოს მუშაობამ და რეალურად, შესრულდა თუ არა „ქართული ოცნების" დაპირება განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სააგენტომ ერთერთი ყველაზე მასშტაბური ბაზრის კვლევა დაასრულა და ნავთობკომპანიებს დარღვევებისთვის უპრეცედენტო ჯარიმები დააკისრა.


კონკურენციის სააგენტოს მუშაობას ნავთობპროდუქტების ბიზნესისთვის ხელისშემშლელ უწყებად აფასებს „ვისოლ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ ხორავა. მისი თქმით, სააგენტოს გადაწყვეტილება (იგულისხმება ნავთობკომპანიების დაჯარიმება) და მისი ამ ფორმით არსებობა საზიანოა.


„მათ დაუსაბუთებელი დასკვნების საფუძველზე მიიღეს დაჯარიმების გადაწყვეტილება, რითიც ყველა ნავთობკომპანიას რეპუტაციული პრობლემა შეუქმნეს. სამომავლოდ კი ეს კომპანიებზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. რატომ ვეძებთ დამნაშავეს, არ ვიცი. ასეთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას შეუძლია მთლიანად ინდუსტრია გააჩეროს. მე ბიზნესი ვარ და ვერ ვიტყვი და ვერ ვიგულისხმებ ამ გადაწყვეტილების ლეიტმოტივი რა იყო,"-აცხადებს ხორავა.

მისი თქმით, ზოგადად, კონკურენციის სააგენტო ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს, რადგან ეს არის ერთგვარი დაცვა, რათა ბაზარზე არ მოხდეს რომელიმე კომპანიის ისე გამსხვილება, რომ მისი წილი 50 პროცენტს აღემატებოდეს. ხორავას თქმით, სტრუქტურა უნდა არსებობდეს, თუმცა იმ მეთოდოლოგიით და პრინციპით არა, როგორც ახლა არსებობს.



ფარმაცევტული კომპანია „პე ეს პეს" დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილიც აცხადებს, რომ ქვეყანაში კონკურენციის სააგენტოს არსებობა აუცილებელია. თუმცა, ის არ უნდა იქცეს ბიზნესისთვის დამატებითი შიშის შექმნის ფაქტორად. ოქრიაშვილის განცხადებით, ეს რომ ასე არ მოხდეს, უწყება ორიენტირებული უნდა იყოს პრევენციაზე. კერძოდ, შეისწავლოს და დამრღვევ კომპანიას გაფრთხილება და გამოსასწორებლად ვადა მისცეს. თუ კომპანია ამას არ გაითვალისწინებს, შემდეგ დააჯარიმოს. ოქრიაშვილი ამბობს, რომ უწყების ამ ფორმით არსებობა კარგი იქნებოდა.


როგორც ოქრიაშვილი ამბობს, კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების დაჯარიმება აბსოლუტურად ყველა დარგის მხრიდან აღქმული იყო, როგორც ბიზნესისთვის დამატებითი რისკი, რაც მიუღებელია.

 

„ჩემთვის მისაღები იქნებოდა კონკურენციის სააგენტოს მიერ შესწავლილი ყოფილიყო დარგი და თუ იქ გარიგებები მართლაც არსებობდა, ეს ფაქტორი მოეხსნა – გაეფრთხილებინა და თუ იგივეს გაიმეორებდა კომპანია, შემდეგ დაეჯარიმებინა. მიდგომა არ მომწონს. „შევისწავლე-გაგაფრთხილე, ვერ გაიგე-დაგაჯარიმე“ –ასეთი მიდგომა უნდა იყოს. მსმენია, რომ ესტონეთში კონკურენციის სააგენტო დიდი ხანია არსებობს და ჯერ არავინ არ დაუჯარიმებიათ, თუმცა, მუდმივად ხდება ბაზრების შესწავლა"-აცხადებს ოქრიაშვილი.

კონკურენციის სააგენტოს მუშაობას დადებითად აფასებს „ხორბლისა და პურ - პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ლევან სილაგავა. მისი თქმით, შექმნის დღიდან დღემდე მათ გარკვეული დადებითი სამუშაოები გასწიეს. როგორც სილაგავა განმარტავს. ხორბლისა და პურ-პროდუქტების ბაზარზე არსებული მონოპოლიური ვითარება კონკურენციის სააგენტოს დასკვნის გამოქვეყნებამდე გამოსწორდა, თუმცა, მათ გარკვეული რეკომენდაციაც შეიმუშავეს.


„ჩვენ მათ მივმართეთ, რომ დაემტკიცებინათ კონკრეტული კომპანიის მონოპოლიური მდგომარეობა. ეს არ დამტკიცდა. საქმე ეხებოდა კომპანია „კარმენს". კონკურენციის სააგენტოს დასკვნით, ამ კომპანიას საბაზრო ძალა ჰქონდა იმისი, რომ მონოპოლისტი გამხდარიყო, თუმცა მას ეს ბოროტად არ გამოუყენებია. დასკვნა ერთგვარად შუალედური იყო, თუმცა ამან გამოიწვია ის, რომ დღეს ბაზარზე ასე თუ ისე მოწესრიგებულია სიტუაცია, ვგულისხმობ ჩვენს სფეროს"-აცხადებს სილაგავა.


მისი თქმით, თუ უწყება დამოუკიდებელი ერთეული იქნება და არა ისე, როგორც დღეს, ხელისუფლებასთან „მიბმული“, უფრო მისაღები იქნება.


კონკურენციის სააგენტოს" მიერ შესწავლილი საქმეებიდან ყველაზე ხმაურიანი ნავთობიმპორტიორთა „ქეისია“: 2015 წლის ზაფხულში, სააგენტომ ნავთობპროდუქტების ქართული ბაზრის ხუთი უმსხვილესი მოთამაშე კონკურენციის კანონის დარღვევის მიზეზით ჯამში 55 მილიონამდე ლარით დააჯარიმა, რაც დარგმა სასამართლოში გაასაჩივრა. დღეს ნავთობკომპანიების საქმეს სასამართლო განიხილავს.


შეგახსენებთ, კონკურენციის სააგენტო 2014 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა. სააგენტო არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ - მინისტრის მიერ დანიშნული თავმჯდომარე. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საზოგადოების წინაშე. შექმნიდან დღემდე, სააგენტომ რამდენიმე კვლევის შედეგი დადო, მათ შორისაა ნავთოპროდუქტების, ყავის და ფქვილის ბაზრებთან. ასევე გადამზიდავ კომპანიასთან დაკავშირებით.

 



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up