Shiseido აზიის საშუალოშემოსავლიან ფენას უმიზნებს

Shiseido აზიის საშუალოშემოსავლიან ფენას უმიზნებს

access_time2019-12-06 09:00:29

იაპონური კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია Shiseido აპირებს ისეთი პროდუქციის შექმნას, რომელიც სამხრეთ აღმოსავლეთ აზიისა და ჩინეთის საშუალო ფენაზე იქნება მორგებული. ამის მიზეზი არის 2020 წლისთვის გაყიდვების 1,29 ტრილიონ იენამდე (11,8 მილიარდ დოლარამდე) გაზრდა.



Shiseido-მ ახალი ქარხანა იაპონიაში, ტოჩიგის პრეფექტურაში გახსნა, რათა გაუმკლავდეს made-in-Japan ტრენდს, რომელიც ბოლო პერიოდში აზიის კოსმეტიკის ბაზარზე ფიქსირდება. საწარმო გათვლილია წლიურად 120 მილიონი პროდუქციის წარმოებაზე. აქ მოხდება მაღალი ხარისხის კანის მოვლის საშუალებების წარმოება, მათ შორის Elixir და IPSA ბრენდების ქვეშ. ახალ ქარხანაში წარმოებული ყველა პროდუქცია იქნება საშუალო და მაღალფასიან სეგმენტზე გათვლილი.



Shiseido ამ ქარხნის გარდა, 2020/2022 წლებში დამატებით აპირებს საწარმოების გახსნას ოსაკასა და ფუკუოკაში.




ცნობისათვის, Shiseido-ს შემოსავლების 41,6% იაპონიის ბაზარზე მოდის და კომპანიას სურს ადგილზე წარმოებული პროდუქციის ხელმისაწვდომობა გაზარდოს აზიის იმ რეგიონებში, სადაც ის ამ დროისთვის შეზღუდულად არის წარმოდგენილი.



ზოგადად კი, კოსმეტიკურ კომპანიებშიMade in Japan ტრენდი დიდი ხანია მუშაობს და ამ ქვეყანაში საკუთარ პროდუქციას აწარმოებენ ისეთი ცნობილი მსოფლიო ბრენდები, როგორებიცაა L'Oreal, Lancome და Procter & Gamble.



BPN.GE



თეგები:
Shiseido



„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა
access_time2020-01-28 20:20:26
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც უკვე 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, iPhone-ების წარმოებას აფერხებს.  Bloomberg-ის მონაცემებით,  ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამ Apple-ის საწარმოო ჯაჭვში რღვევები შეიტანა. „ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლის შემთხვევაშიც მიწოდების ჯაჭვი არ გაირღვევა, ამისთვის საკმარისია ნედლეულის, წარმოების, ტესტირებისა და მიწოდების მცირე სერიოზული შეფერხებაც კი“ - განუცხადა Bloomberg-ს ანალიტიკოსმა...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...


მსგავსი სიახლეები

up