შინდისში რესტორანი და სასტუმრო „შატო დე ვერე“ წლის ბოლომდე გაიხსნება (ფოტოები)

შინდისში რესტორანი და სასტუმრო „შატო დე ვერე“ წლის ბოლომდე გაიხსნება (ფოტოები)

access_time2021-03-23 13:30:01

შინდისში მრავალფუნქციური კომპლექსი „შატო დე ვერე“ შენდება. სარესტორნო კომპლექსს, პაბს, ამფითიატრს, მასშტაბურ საბანკეტო დარბაზს და სამთავრობო დელეგაციების მისაღებ საცერემონიო დარბაზს, სააქციო საზოგადოებადელუქს თიმ ჯორჯიააშენებს.


„შატო დე ვერეს“ გენერალური დირექტორი ლაშა ხუციშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე რესტორანი გაიხსნება, ხოლო წლის ბოლოსთვის 45 ნომრიანი სასტუმრო.


„შატო დე ვერეს“ მშენებლობა ორ ეტაპად მიმდინარეობს, პირველ ეტაპზე დასრულდება რესტორანი, ხოლო შემდეგ სასტუმროს მშენებლობა. რესტორნის გახსნას 2 თვეში ვგეგმავთ, ხოლო სასტუმროს დაახლოებით წლის ბოლოსთვის დავასრულებთ. პანდემიის გამო გახსნა დროში გაიწელა, რადგან წინა წელს ვგეგმავდით.


რაც შეეხება ინვესტორებს და საინვესტიციო ღირებულებას, ამ ეტაპზე კონკრეტულად დასახელება არ შემიძლია, თუმცა ქართველი ინვესტორები არიან“, - აღნიშნავს ლაშა ხუციშვილი.



ფუნციურად წინა გზისპირა მხარეს განთავსებული შენობა რესტორანი, პაბი და საბანკეტო დარბაზი იქნება, ხოლო უკანა მხარეს განთავსდება საცერემონიო დარბაზი, მეათე და მეთვრამეტე საუკუნის საბანკეტო დარბაზები და ადმინისტრაციის ოთახები. სარესტორნე კომპლექსი იძლევა მასშტაბური ბანკეტების და ქორწილების საშუალებას, ასევე კომპლექსი მზად იქნება მიიღოს სამთავრობო დელეგაციები.


„რესტორანში 5 განსხვავებული ზონა იქნება, ქართული დარბაზი, ირლანდიური პაბი, პანორამის სივრცე, ევროპული დარბაზი და ამფითიატრი. ასევე კოშკის ნაწილში იქნება 2 კუპე. ერთდროულად ხუთივე ზონაში 900 ადმიანის მიღება შეგვეძლება.


რაც შეეხება სასტუმროს ის 45 ნომრიანია, ყველანაირი ტიპის ნომრებით აღჭურვილი, მათ შორის საპრეზიდენტო ნომერიც განთავსდება. ასევე იქნება სპა ზონა, საკონფერენციო დარბაზი და ყველა აუცილებელი სივრცე.


შატოს ტერიტორიაზე იქნება მარანი და არყის გამოსახდელი ზონა. გვექნება ძალიან ბევრი ქართული და უცხოური ღვინოები, გვსურს გავაფართოვოთ საოჯახო მეღვინეობები, ასევე დავიწყებთ საკუთარი ღვინის წარმოებასაც. პაბში კი ირლანდიური მაღალი ხარისხის იმპორტირებული ლუდი იქნება. ჩვენი მთავარი სიამაყე კი ამფითიატრია, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდია, ის დაახლოებით 500 ადამიანამდე დაიტევს“, - ამბობს ლაშა ხუციშვილი.


აღსანიშნავია, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთის ფართობი 5000 კვ..-  შეადგენს, განაშენიანების ფართობი 1225 კვ., ხოლო საერთო ფართობი 3359.8 კვ..-ია. პროექტის სამშენებლო მოცულობა 14168.45 კუბ..-ია, ხოლო შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე 22.24 . შენობაში კი იქნება 219.7 კვ., 463.8 კვ., 397კვ., 480 კვ. საბანკეტო დარბაზები; 189.6 კვ.. - ცერემონიების დარბაზი; 41.9 კვ.. - ვიპ-დარბაზი; 111.9 კვ.. და 8.3 კვ.. - პაბი, 40.8 კვ.. - ღვინის სადეგუსტაციო; საკვების განაწილების ოთახები, სამზარეულოები, მარანი, კაბინეტები და სხვა.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up