შინდისში მრავალფუნქციური სარესტორნო კომპლექსი და სამთავრობო დელეგაციებისთვის საცერემონიო დარბაზები შენდება (ფოტოები)

შინდისში მრავალფუნქციური სარესტორნო კომპლექსი და სამთავრობო დელეგაციებისთვის საცერემონიო დარბაზები შენდება (ფოტოები)

access_time2020-06-15 10:50:39

შინდისში მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება. სარესტორნო კომპლექსს, პაბს, მასშტაბურ საბანკეტო დარბაზს და სამთავრობო დელეგაციების მისაღებ საცერემონიო დარბაზს, სააქციო საზოგადოება „დელუქს თიმ ჯორჯია“ აშენებს, პროექტის დამკვეთი კი ორგანიზაციის დირექტორი ეკა ცინცაძეა.



როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია 2007 წლის პროექტის შესაბამისად დაწყებული იყო მშენებლობა, ამოყვანილი იყო ფუნდამენტი და შენობის ცალკეული ნაწილები, თუმცა 2008 წლის ომის გამო მშენებლობა შეჩერდა. ახალი პროექტი, რომლის მშენებლობის ნებართვა კომპანიამ მიმდინარე წლის მარტში მიიღო, ზუსტად იმეორებს ძველი ფუნდამენტის კონტურებს. ფუნციურად წინა გზისპირა მხარეს განთავსებული შენობა რესტორანი, პაბი და საბანკეტო დარბაზი იქნება, ხოლო უკანა მხარეს განთავსდება საცერემონიო დარბაზი, მეათე და მეთვრამეტე საუკუნის საბანკეტო დარბაზები და ადმინისტრაციის ოთახები. სს „დელუქს თიმ ჯორჯიას“ ინფორმაციით, სარესტორნე კომპლექსი იძლევა მასშტაბური ბანკეტების და ქორწილების საშუალებას, ასევე კომპლექსი მზად იქნება მიიღოს სამთავრობო დელეგაციები. პროექტში გამოყენებულია ძვირადღირებული მოპირკეთება და ობიექტი სამი მხრიდან მთებითაა შემოსაზღვრული.



საპროექტო მიწის ნაკვეთის ფართობი 5000 კვ.მ.-ს  შეადგენს, განაშენიანების ფართობი 1225 კვ.მ, ხოლო საერთო ფართობი 3359.8 კვ.მ.-ია. პროექტის სამშენებლო მოცულობა 14168.45 კუბ.მ.-ია, ხოლო შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე 22.24 მ.




არქიტეტქურის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ შენობაში იქნება 219.7 კვ.მ, 463.8 კვ.მ, 397კვ.მ, 480 კვ.მ საბანკეტო დარბაზები; 189.6 კვ.მ. - ცერემონიების დარბაზი; 41.9 კვ.მ. - ვიპ-დარბაზი; 111.9 კვ.მ. და 8.3 კვ.მ. - პაბი, 40.8 კვ.მ. - ღვინის სადეგუსტაციო; საკვების განაწილების ოთახები, სამზარეულოები, მარანი, კაბინეტები და სხვა.



განმარტებით ბარათში წერია, რომ შენობის ფასადი მოპირკეთებული იქნება ქვით და ტრავერტინით. ფასადზე კარ-ფანჯარა შესრულებული იქნება შავი ალუმინის მინა-პაკეტით და ალუმინის ვიტრაჟებით, მოაჯირები კი ლითონის იქნება. გარდა ამისა, შენობის საძირკვლის ტიპი ფილა იქნება.




ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ სს „დელუქს თიმ ჯორჯიამ“ 2019 წლის ოქტომბერში აღნიშნული ტერიტორია შპს „გბპ“-სგან შეიძინა. თავად სს „დელუქს თიმ ჯორჯია“ 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ეკა ცინცაძეა.



ნინო თამაზაშვილი







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up