27 სექტემბერს საქართველოს კინოთეატრებში„შინდისი

27 სექტემბერს საქართველოს კინოთეატრებში„შინდისი" ს პრემიერა გაიმართება

access_time2019-09-19 09:15:39

ოსკარზე წარდგენილი ქართული ფილმის, „შინდისის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 27 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს კინოცენტრი ავრცელებს. ფილმის რეჟისორი დიტო ცინცაძეა, ხოლო პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი.

 

„შინდისი“ 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან, რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ისტორიას ასახავს და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარდგება.

 

imedinews.ge





მაისში ინფლაციამ 6.5% შეადგინა

მაისში ინფლაციამ 6.5% შეადგინა
access_time2020-06-03 15:35:20
2020 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.4 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ...

კახა კალაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა

კახა კალაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა
access_time2020-06-03 14:41:33
დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.როგორც კალაძე აცხადებს, ეს ინფორმაცია ტყუილია. „ტყუილია, არ არის ეს სწორი ინფორმაცია“, - განუცხადა შესაბამისი კითხვის პასუხად კალაძემ ჟურნალისტებს. ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობას ტოვებს. ipn.ge

ყოფილი გენ.პროკურორი ორი ინსტანციის მოსამართლეებს უპრეცედენტოდ არასამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს

ყოფილი გენ.პროკურორი ორი ინსტანციის მოსამართლეებს უპრეცედენტოდ არასამართლიანი  გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებს
access_time2020-06-03 13:00:40
2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც თავის მხრივ, კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, დავით ზეიკიძის ადვოკატ არჩილ კბილაშვილის მიერ 29 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციას მოჰყვა, ადვოკატი საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა. კბილაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ჩემს მიერ 29 მაისს ჩატარებულ პრეს-კონფერენციას გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მოწინააღმდეგე მხარის, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან. უწინარეს ყოვლისა,...

BAG თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს უჭერს

BAG თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს უჭერს
access_time2020-06-03 12:13:46
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მხარს უჭერს თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს - ამის შესახებ  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე საუბრობს.  მისი ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ არაერთხელ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია იმ მანკიერი პრაქტიკის შესახებ, რომელიც თან ახლავს თხევადი გაზის...

8 ივნისს მხოლოდ ის სასტუმროები იხსნებიან, ვინც საქართველოს ხელისუფლებასთან საერთო ენა გამონახა

8 ივნისს მხოლოდ ის სასტუმროები იხსნებიან, ვინც საქართველოს ხელისუფლებასთან საერთო ენა გამონახა
access_time2020-06-03 14:00:55
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარია განცხადებით, 8 ივნისიდან გაიხსნება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების შემოწმება და ამაზე კონკრეტული ნებართვა ექნება. სასტუმრო „კოლხიდას“ მფლობელი ხათუნა ლაგაზიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ორი კვირის განმავლობაში, უშედეგოდ ელოდებიან შემოწმებას, რათა გახსნის ლიცენზია მიიღონ....


მსგავსი სიახლეები

up