აგვისტოს ომის შინდისელი გმირები ბანკებთან ომში დამარცხდნენ - “სამოქალაქო თავდადებითვის ორი მედალი მაქვს, მინდა ერთი „ლიბერთი ბანკს“ დავკიდო, ხოლო მეორე „საქართველოს ბანკს“

აგვისტოს ომის შინდისელი გმირები ბანკებთან ომში დამარცხდნენ - “სამოქალაქო თავდადებითვის ორი მედალი მაქვს, მინდა ერთი „ლიბერთი ბანკს“ დავკიდო, ხოლო მეორე „საქართველოს ბანკს“

access_time2019-08-08 20:00:34

2019 წელი, 8 აგვისტო, სოფელი შინდისი  - 11 წლის შემდეგაც რუსეთის საოკუპაციო ძალების კვალი აქ  ყველაზე მძაფრად იგრძნობა. რეაქტიული ცეცხლმტყორცნებით და ყუმბარებით დაცხრილულ შინდისის რკინიგზის სადგურს  ტყვიები დღემდე აქვს შემორჩენილი და არც არასდროს გაქრება. აქ დღესაც ნახავთ გმირულად დაღუპული ბიჭების ,რუსული ტყვიებით დაცხრილურ ჩაფხუტებს, მათარებს... მემორიალი, რომელიც 17 ჯარისკაცის ხსოვანს ინახავს, გავსებს ძალიან დიდი ბრაზით და ხვდები, რომ დრო ოკუპაციას ვერასდროს განკურნავს.



2008 წლის აგვისტოს ომს ძალიან ბევრი გმირი ჰყავს, მათ შორის სამოქალაქო გმირები: ახმეტა ხუციშვილი, შალვა კვინიკაძე, ილია კვინიკაძე და ნუკრი ლაგორაშვილი. ესენი არიან ადამინები, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული მოვლენის, შინდისის ბრძოლის თვითმხილველები და მონაწილეები იყვნენ. ეს ის ხალხია, რომლებმაც რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს დაჭრილი ჯარისკაცები, რომლებსაც რუსი სამხედროები პატრულირებდნენ, გვიან ღამით, ბრძოლის ველიდან სათითაოდ გამოიყვანეს, ჩუმად დამალეს სარდაფებში, მალულად გაუწიეს პირველადი დახმარება და ასე, საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს ხუთი ქართველი მეომარი.


დღეს ისინი სამოქალაქო გმირების ორდენებს  სახლში ინახავენ, შრომით დაღლილები გარდაცვლილი ჯარისკაცების საფლავებს პატრონობენ და აგვისტოს ტრაგიკულ დღეებში, წელიწადში ერთხელ, ჩასულ ხელისუფლების წარმომადგენლებს ჭირისუფლების ამპლუაში ხვდებიან შინდიდის მემორიალთან. მერე ყველა მიდის და ისინიც, როგორც უსახელო გმირები უბრუნდებიან საკუთარ ჭირ-ვარამიან ცხოვრებას. 


„კომერსანტმა“  სოფელ შინდისში ნახა, 11 წლის შემდეგ როგორც ცხოვრობენ 21 -ე საუკუნის გმირები, იქვე მოისმინა როგორი იყო მათი ცხოვრება ომამდე და ომის შემდეგ.


დანიშნულების ადგილი სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურია. რესპონდენტს მოსვლა აგვიანდება, მცირე ხნიანი ლოდინის შემდეგ მემორიალთან შუა ხნის გამხდარი კაცი მოდის,  ნელი, პატარა ნაბიჯებით. გადაღლილ სახეზე ღია მწვანე თვალები და გაბრაზება ეტყობა. სიგარეტს უკიდებს და დაგვიანებისთვის ბოდიშს იხდის. ახმეტა ხუციაშვილია ვიცანი, ის მედიის ყურადღების ეპიცენტრში არა ერთხელ მოხვედრილა. მეუბნება, რომ გორიდან ჩამოვიდა, ბანკში დიდხანს დააყოვნეს   ეგონა, რომ კრედიტი დაფარა თუმცა, აღმოჩნდა, რომ  კიდევ რამდენიმე თვე დარჩა გადასახდელი. ირკვევა, რომ აგვისტოს ომის გმირის 2008 წლის შემდეგ ხელფასი არ აუღია, ბანკი ფულს ჩარიცხვისთანავე აჭრის. კითხვის დასმა როგორც ცხოვრობთ დღეს არ დამჭირდა, თვითონვე ამბობს, რომ 2008 წლამდე ჩემი ცხოვრება გაცილებით უკეთესი იყოო.







„2008 წელს იმისთვის, რომ მოსავალი მოგვეყვანა კრედიტები ავიღეთ. აგვისტოში, მაშინ, როდესაც მოსავალს მოვლა უნდა, ომი დაიწყო, გარშემო ყველგან რუსები იყვნენ და მე თოხი, ბარი და მოსაწამლი აპარატი უნდა ამეღო და მემუშავა? 1 თვე მოუვლელ ბაღს წარმოიდგინეთ რა მოუვიდოდა. ეს აღებული სესხი ხომ ვალად დაგვედო, პლუს ამას ბანკებმა დაგვაჯარიმა. ისეთ მდგომარეობაში ჩამაგდეს, რომ ხშირად ვფიქრობ, ნეტა ომის დროს იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩუმად დავძვრებოდით ჯარისკაცების გადასარჩენად, მაშინ მოვმკვდარიყავი, უკეთესი იქნებოდა მეთქი. გამიშრეს სისხლი ამ ბანკებმა ...  მაშინ, რომ მოვეკალი რუსებს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდებოდა ყველაფერი. ერთი სესხის დასაფარად, მეორე ბანკიდან გამოვიტანე სესხი, მაგის შემდეგ სულ გადავადება გადმოვადებაში ვარ. მეორე წელსაც ვცადე მოსავლის მოყვანა, სად მქონდა ფული, კიდევ სესხი ავიღე იქნება აქედა გამოვიდეს რამე მეთქი მაგრამ, არაფერი არ გამოვიდა, ყველაფერი სიგლახისკენ წავიდა და დღემდე 2008 წლის ვალებს ვიხდი. მარტო მე კი არა მთელი სოფელი. ბანკებმა გვაჯარიმეს და გვაჯარიმეს, იცით რა უნამუსოდ მოგვექცნენ? ვითომ სამშობლოს ვიცავდით, ჩვენს მიწას ვიცავდით მაგრამ, ეს მიწები ბანკებმა გაგვიყიდეს. მე ქართველ გლეხს,  მიწას ქართველი ბიზნესმენი წამართმევს, ბანკირი თუ რუსი ოკუპანტი რა მნიშვნელობა აქვს. სამოქალაქო თავდადებითვის ორი მედალი მაქვს მიღებული, თუ შესაძლებლობა მომეცემა მინდა ერთი მედალი „ლიბერთი ბანკს“ დავკიდო, ხოლო მეორე „საქართველოს ბანკს“, -  ამბობს აგვისტოს ომის გმირი.



 




ახმეტა გვიყვება, რომ წელს ვაშლის ბაღებისთვის 720 ლარის წამლები იყიდა თუმცა, სეტყვამ ყველაფერი გაუნადგურა. მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა, ისევ უფულობის გამო, ამიტომ წელსაც მისი შემოსავალი არა, მაგრამ სესხის ოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.


ახმეტას გმირობის შესახებ იცის ყველამ, ყველამ სმენია რა გადაიტან 2008 წლის აგვისტოში შინდისის მოსახლეობამ.  ისიც იციან, რომ 21-ე საუკუნის საქართველოს გმირები  უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. ამის მიუხედავად, ხელისუფლებას  11 წლის განმავლობაში შინდისი მოსახლეობა მხოლოდ აგვისტოში ახსენდება.




„სამოქალაქო თავდადებისთვის, სახელმწიფო ჯილდო მაქვს მიღებული, ასევე ბლომად სიგელები და თითქმის ყველა სიგელს ორი ბოთლა ღვინო მოჰყვა. მაგარია, გორის მთავრობა თუ გინდა წინა თუ გინდა ახლანდელი, დემოკრატიულ საქართველოში თურმე მთავრობაში რომ მოდიან, თვითონ უნდა იშოვონ ფული. ვის რაში აინტერესებს 2008 წელი, 11 წელი გადის ომის ქარცეცხლიდან  და ძლივს მიხვდნენ რომ მემორიალი უნდა გაეკეთებინათ,“- გვიყვება ახმეტა.   



აგვისტოს ომის გმირი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში შინდისის გმირები არავის ახსოვდა, მერე თვითონ გაუჩნდა მემორიალის გაკეთების იდეა და მთელი სოფელი აიყოლია. 


„სადაც ახლა მემორიალი იქ ბიძაშვილის დახმარებით ჯვარი დავამაგრეთ, რათა შინდისელებს ბიჭებისთვის შენდობა გვეთქვა, შემდეგ მეორე ბიძაშვილმა რომ გაიგო ჯვარი რად გვინდოდა წავიდა და ქვა მოიტანა, ჩვენმა სოფლელმა ქვებზე ბიჭების სახელები და გვარები დააწერა და პატარა კუთხე გავაკეთეთ. ჩემთვის ყოველ თვე აგვისტოა, რადგან 11 წლის განმავლობაში მემორიალთან თითქმის ყოველდღე მივდივარ“.

 

ახმეტას გმირობის ამბავს ძალიან მალე მთელი მსოფლიო გაიგებს. რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი „შინდისი“,  ამერიკის კინო-აკადემიის  უცხოური სრულმეტრაჟიანი ფილმების ნომინაციაში მოსახვედრად და ოსკარის მისაღებად იბრძოლებს. ფილმში მოყოლილია  როგორც დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების, ასვე ახმეტა ხუციშვილის გმირული ისტორია, თუმცა ამაზე თავად ახმეტამ არაფერი იცის..



„მაშინ არ მიფიქრია რას ვაკეთებდი, ახლა უფრო მეშინია ვიდრე მაშინ, ვერ ვხვდებოდი რას ვაკეთებდი. გული რასაც გვკარნახობდა იმას ვაკეთებდით თორე ბრძანება არავის მოუცია გადადი და ბიჭები წამოიყვანეთო. ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს, ჩემი გაჭირვება მაქვს, ყველაფერი ჩემს თავზე დატრიალდა. ომის შემდეგ მეუღლეს თირკმელები გაუჩერდა, შემდეგ დიალეზზე მყავდა, ორი წლის შემდეგ საწოლად ჩავარდა და 3 წლის უკან დამეღუპა. ამერიკაში ვის აინტერესებს ვინაა ახმეტა. მე ამის შესახებ არ ვიცოდი, მაგრამ გეტყვით, რომ ჩემზე კარგი საქმეები აქვთ გაკეთებული ჩემს სოფლელებს, უბრალოდ მე იმიტომ გამოვჩნდი, რომ ამ ბიჭების სახელი მინდოდა სამუდამოდ დარჩენილიყო ისტორიაში,“- ამბობს ახმეტა ხუციშვილი.

 

2008 წლის აგვისტოს ომის გმირია ნუკრი ლაგორაშვილიც. საკუთარ გმირობაზე ახმეტას მსგავსად არც მას სურს საუბარი. ამბობს, რომ რაც სწორად მიაჩნდა იმას აკეთებდა, მაშინ ვერც ნუკრი და ვერ ახმეტა ვერ იფიქრებდნენ, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდებოდნენ.

 

ცხოვრება ომის შემდეგ ეკონომიკურად დალხენილი არც ნუკრი ლაგორაშვილისთვის ყოფილა. აგვისტოს ომის გმირი გვიყვება, რომ სოფელში ყველას თითქმის იდენტური სიტუაცია აქვს. სესხები, გაყიდული მიწები, განადგურებული მოსავალი და გაჭირვებაში მარტო დარჩენილი ისტორიული სოფელი.

 

„2008 წელს ტანკების სიარულით და ბომბების ჩამოვარდნით სოფელში ყველაფერი განადგურდა, მას შემდეგ ჩვენი ცხოვრება უკან-უკან მიდის. მიწები მაქვს ხილ-ბოსტანი მომყავს, უფრო მეტს ვწვალობთ, უფრო მეტს ვშრომობთ მაგრამ ყველაფერი ტყუილია. ახმეტას მსგავსად მეც ვალებში ვარ ჩავარდნილი. პროდუქციის ფასი გაიზრდა, საწვავის ფასი გაზრდილია, გლეხი უკვე ვეღარ წვდება ამდენ ხარჯს. მოიყვან მოსავალს არ აქვს ფასი, არ მოიყვან და მშიერი დარჩები. აღარ ვიცით უკვე რა უნდა გავაკეთოთ“, -გვიყვება ნუკრი ლაგორაშვილი.




 


დაჭრილ ჯარისკაცებს გადარჩენაში კიდევ ერთი ადგილობრივი გმირი შალვა კვინიკაძე ეხმარებოდა. სამხედრო, რომელიც აგვისტოს ომის დროს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო შვებულებაში იყო და სახლში უნდა წოლილიყო, პირდაპირ სამხედრო პოლიგონზე აღმოჩნდა. შალვა კვინიკაძე დღეს სამხედრო ფორმას აღარ ატარებს ის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო საზღვარგარეთაა წასული და ოჯახის გადასარჩენად იქ მუშაობს.

 

სოფელ შინდისი მოსახლეობას  თითქოს ყველაფერი საერთოა აქვთ. საერთოა მათი ტრაგედია, საერთოა მათი პრობლემები, საერთოა მათი ღირებულებები და როგორც აღმოჩნდა, საერთოა მათი ოცნებებიც.


ახმეტას და ნუკრის ოცნება აგვისტოს ომიდან 11 წლის შემდეგ ქვეყნაში მშვიდობაა, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი 11 წელია რთულ ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობენ ამბობებენ, რომ მშვიდობის ფასი ქვეყანაზე არაფერია.

 

 

 ბაჩო ადამია






მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა

 მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა
access_time2019-08-23 19:00:32
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა. ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს  ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ...

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...


მსგავსი სიახლეები

up