შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

access_time2021-01-31 10:45:04

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია "ფორმულას" და "ტვ პირველის"ეთერში  გასულ სიუჯეტებს განცხადებით გამოეხმაურა  და აღნიშნა, რომ აღნისშნულ ელევიზიებში  კვლავ ხდება პოლიციის თანამშრომელთა  დადანაშაულება.

"კომერსანტი შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "ფორმულას" და "ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტებს, სადაც კვლავ მტკიცებით ფორმაში ხდება პოლიციის თანამშრომელთა დადანაშაულება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართული დისკრედიტაცია.
ტელეკომპანია "ფორმულას" სიუჟეტში, ყოველგვარი დასაბუთებისა და მტკიცებულებების გარეშე, პოლიციას პროსტიტუციის მფარველობაში ადანაშაულებენ. სიუჟეტის ავტორი საზოგადოებას მტკიცებით ფორმაში აწვდის ინფორმაციას, ციტატა მათივე სიუჟეტიდან - „პოლიცია მფარველობს პროსტიტუციას“.
დღევანდელ რეპორტაჟში შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარის ინტერპრეტირება მოახდინეს, თითქოსდა პოლიციის მანქანას რაიმე კავშირი ჰქონდა მათ მიერ მომზადებულ რეპორტაჟთან.
მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯერ კიდევ გასულ კვირას, რეპორტაჟის გასვლის წინ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ მათ მიერ დასახელებული პირები არ არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვლავ გააგრძელეს ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება.
ასევე, მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ჰქონდა ადგილი "ტვ პირველის" მიერ მომზადებულ რეპორტაჟში, კერძოდ, მათ მტკიცებით ფორმაში დაადანაშაულეს პატრულ-ინსპექტორი ნარკოტიკული საშუალების გადატანაში, გამოაქვეყნეს მისი ფოტოსურათი  და საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ამ პირის ნარკოტიკულ საშუალებებთან კავშირის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაზეც უწყებამ რეაგირება არ მოახდინა.
ასევე, საზოგადოებას მიაწოდეს აბსურდული ვერსია, რომ პოლიციის თანამშრომელი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, გასულ კვირას დააკავა, თითქოსდა კავშირში იყო "ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტში დასახელებულ პატრულ-ინსპექტორთან.
ის, რომ მათ მიერ დასახელებული პატრულ-ინსპექტორი არ ყოფილა დაკავებული ან შეჩერებული ნარკოტიკების გადატანის გამო, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა "ტვ პირველის" ჟურნალისტს კომენტარის დროს განუმარტა. მინისტრის ამ კომენტარის შემდგომ, პრესსამსახურმა დამატებით, კიდევ ერთხელ განუმარტა რეპორტაჟის ავტორს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად რეაგირებს თითოეულ სამართალდარღვევაზე, მათ შორის მედიაში გასულ არგუმენტირებულ, დადასტურებულ ინფორმაციაზე."   ნათქვამია განცხადებაში


(NS)

თეგები:
შსს



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up