შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 3 პირი დააკავა

access_time2021-10-14 13:20:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, აჭარის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებისა და სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში 3 პირი დააკავეს.
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ქ. (მეტსახელად „დათო ტბილისკი“), 1961 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ლ. და 1978 წელს დაბადებული ი.კ. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.



„დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დ.ქ., საკუთარი და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრების სახელითა და კრიმინალური გავლენის გამოყენებით, „ქურდული გარჩევის“ გზით, დაშინებითა და მუქარით ცდილობდა პირადი, ასევე, „ქურდული სამყაროსთვის“ მატერიალური სარგებლის მიღებას. იგი გ.ლ.-ის, და ი.კ.-ის, ასევე 1997 წელს დაბადებული რ.მ.-ის დახმარებით დაუკავშირდა ბათუმში მოღვაწე ბიზნესმენს - 1977 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს და რამდენიმე ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ბიზნესმენს სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით, ოჯახის წევრების მიმართ ანგარიშსწორებით და ქონების განადგურებით დაემუქრა.



სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ვიდეო-აუდიო გადაღება განახორციელეს, რის შედეგადაც ბრალდებულების და მათი თანამზრახველის - რ.მ.-ს დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული.




პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.



რაც შეეხება რ.მ.-ს, მისი დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.



„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-3 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
access_time2021-10-21 11:55:49
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 6 მილიონი ევრო მიიღო. თანხა მთლიანად ამ სეგმენტის გაჯანსაღებასა და განვითარებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებასა და სწრაფ რეაბილიტაციას მოხმარდება.   სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში ამ სეგმენტისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობისა და ადგილობრივი საბანკო სექტორის...

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა
access_time2021-10-21 09:55:18
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ციფრული ტრანსფორმაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს ძირითადი ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა - „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის დანერგვაც კომპანიამ წარმატებით დაასრულა. „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც მანამდე არსებული ძირითადი ბიზნესპროცესების მართვის სისტემა ჩანაცვლდა, გაცილებით მოქნილი და საბანკო სფეროში აპრობირებულია...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-10-20 21:00:05
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. ინტერნეტ–გადახდების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა - როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებლის ქცევა კოვიდ პანდემიის ფონზე საბარათე ოპერაციებისა და ბარათით გადახდების მაჩვენებლები რადიკალურად შეიცვალა, რადგან პანდემიის დასაწყისში ვირუსის შემანელებელ ერთ-ერთ ფაქტორად...

აფხაზეთში მაინერების ამოღება ელექტროენერგიის მოხმარებას 5-7%-ით შეამცირებს

აფხაზეთში მაინერების ამოღება ელექტროენერგიის მოხმარებას 5-7%-ით შეამცირებს
access_time2021-10-20 19:00:27
ბოლო 2-3 წელია, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა კრიპტოვალუტის მაინინგს ებრძვის და რამდენიმე ათასი ერთეულის ამოღება ოფიციალურადაც დაადასტურა. თუმცა ქართველი ენერგეტიკოსები ამ პროცესის მიმართ უნდობლობას აშკარად ამჟღავნებენ. ენერგეტიკოს გია არაბიძეს აღსრულების მექანიზმი სუსტი ეჩვენება. თუმცა ოკუპირებულ რეგიონში მაინინგის ამოღების ფაქტების საფუძველზე ასკვნის, რომ აფხაზეთს შესაძლებლობა აქვს ენერგომოხმარება 5-7%-ის ფარგლებში შეამციროს. ,,მაინინგს აფხაზეთი ებრძვის...

ლუკოილის შეთავაზება მომხმარებლებს

ლუკოილის შეთავაზება მომხმარებლებს
access_time2021-10-20 16:55:36
ლუკოილი იმ გლობალური კომპანიების მცირე ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც უკვე ხანგრძლივი პერიოდია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელიც კარგად იცნობს. სწორედ ლუკოილი იყო პირველი ნავთობკომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ევრო 5 სტანდარტის საწვავი შემოიტანა. ხარისხის მაღალ სტანდარტთან ერთად ლუკოილ ჯორჯიას მუდმივად გამოარჩევს ხელმისაწვდომი ფასები, რაც საწვავის ფასების საერთო მატების ფონზეც კი შესამჩნევია და მომხმარებლის კეთილგანწყობას იმსახურებს.   ლუკოილ...


მსგავსი სიახლეები

up