შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში გასულ წელს ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში გასულ წელს ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავა

access_time2021-01-14 11:34:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი პირი - 1988 წელს დაბადებული გ.ი. დააკავეს. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.



„დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2020 წლის ნოემბერში, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, საავტომობილო გზაზე, 1976 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს ავტომობილით განზრახ შეეჯახა, 1984 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს კი ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.




სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ძებნილი გ.ი., რამდენიმეთვიანი ინტენსიური საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულის სახით დააკავეს.



ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.









დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-25 21:00:45
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. FITCH -მა საქართველოს, ლიბერთისა და თიბისი ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა საქართველოში რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედების პასუხად, Fitch -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს „მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა.   2. NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა,...

Forbes: პანდემიის შედეგად, განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციებზე მოთხოვნა გაიზარდა

Forbes: პანდემიის შედეგად, განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციებზე მოთხოვნა გაიზარდა
access_time2021-01-25 19:45:21
2020 წელს მსოფლიომ თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ღრმა და სწრაფი კრიზისი გადაიტანა. ის ეკონომიკის ან ფინანსების სფეროდან არ მოსულა - სახელმწიფოებმა საკუთარი მოქალაქეები სახლებში საკუთარი ნებით გაუშვეს.   ამის გამო მათ მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამები აამუშავეს. ცენტრალური ბანკების ეფექტურმა და კოორდინირებულმა ქმედებებმა მარტში მთელი მსოფლიო ლიკვიდურობის კრიზისისგან გადაარჩინეს, რის წყალობითაც, 2020 წლის მე-2 კვარტალში ფინანსურმა ბაზარმა ზრდა...

დეფაქტო აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კრიტიკულად იზრდება

დეფაქტო აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კრიტიკულად იზრდება
access_time2021-01-25 18:34:24
„კომერსანტი“ გთავაზობთ EKHOKAVKAZA-ს  სტატიის ქართულ ვერსიას, სადაც გამოყენებულია ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ტოპონიმები და ტერმინები, რომელთაც რედაქცია არ იზიარებს. აფხაზეთში ბევრი იმედოვნებდა, რომ 2020 წელი კორონავირუსსაც თან გაიყოლებდა, თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა  - იანვარის პირველი დღეებში დაინფიცირების შემთხვევათა ნახტომისებრი ზრდა დაფიქსირდა.   დღე-ღამეში დაავადებულთა რაოდენობამ 170-ს გადააჭარბა, რაც...

„ფული რომელიც ჩვენ დღეს ვისესხეთ, ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაფარონ. - კოტე გაბრიჩიძე

„ფული რომელიც ჩვენ დღეს ვისესხეთ, ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაფარონ. - კოტე გაბრიჩიძე
access_time2021-01-25 17:30:11
„ეს ჩვენი არჩეული  მთავრობაა და ჩვენ უნდა მივუთითოთ.  არავინ გაჩერდება , პროტესტი იქნება  ბოლომდე, ჩვენ გუშინაც შევუერთდით მიტინგს, რომელიც  სრულიად აპოლიტიკური  იყო და შემდეგ პოლიტიკა მიაბეს.  უბრალოდ,  სტუმარმასპინძლობის ბიზნესის ორგანზებულ აქციაზე პოლიტიკოსები მოვიდნენ. ჩვენ ყველანაირად ვეტყვით იგივე ამირან გამყრელიძეს, რომ  ჯერ ბიუჯეტის შევსებაა...

FITCH -მა საქართველოს, ლიბერთისა და თიბისი ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა

FITCH -მა საქართველოს, ლიბერთისა და თიბისი ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა
access_time2021-01-25 15:21:42
საქართველოში რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედების პასუხად, Fitch -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს „მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა.   საფინანსო სექტორში რეზოლუციის კანონმდებლობის შემოღება გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ უარყოფითად ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე, კანონმდებლობის დაანონსებისას შეაფასა და განაცხადა, რომ თუკი ეს კანონი ამოქმედდებოდა 3 ბანკს: თიბისის, საქართველოს ბანკს და ლიბერთის „მხარდაჭერის რეიტინგს“ არსებული 4 დონიდან 5 დონემდე დაუწევდა.   თუმცა,...


მსგავსი სიახლეები

up