შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

access_time2020-10-29 13:27:19

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ მართებული ინფორმაცია მედიასაშუალებებში გავრცელებულ, ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალასთან დაკავშირებით“ – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.



„21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის - ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ რამდენიმე ტელევიზიის მიერ საზოგადოებისთვის მიზანმიმართულად მიწოდებულ იქნა არასწორი ინფორმაცია.


ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.



თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის - ბადრი ესებუას ზუგდიდის ქუჩებში თითქოს თავისუფლად გადაადგილება და ამ ინფორმაციის მიზანმიმართული გაყალბება ემსახურება საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას.


პოლიცია, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს“ – ნათქვამია განცხადებაში.






დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-30 21:00:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“     საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ...

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“

ხელისუფლება გარემოვაჭრეებს „ეღადავება“
access_time2020-11-30 19:46:50
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე გარემოვაჭრეებს ურჩევს, მუშაობა შეზღუდვების დროს ონლაინ გააგრძელონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქუჩაში მომუშავე მეყვავილეების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა.   მათ შეუძლიათ, დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეზღუდული, - თქვა ჯანდაცვის უწყების...

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-11-30 19:43:42
ტესტირების შედეგად  საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ იფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით მინისტრი  ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.   ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა  მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?

როგორ ცხოვრობს ყარაბაღი ომის შემდეგ?
access_time2020-11-30 20:00:36
ომი ყარაბაღში 10 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე დასრულდა. სომხეთში გაქცეული ადგილობრივები კი ნელა-ნელა სახლებში ბრუნდებიან. ომამდე მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა 140 000, ხოლო რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტის - 50 000-ს შეადგენდა. მათი დიდი ნაწილი ომის პირველივე დღეებში სომხეთში გადაიხვეწა, დღეს კი ვითარება საპირისპიროა, ყარაბაღელები სახლებში...

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა

IMF-მა უკრაინას ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა
access_time2020-11-30 19:00:59
ის, რომ უკრაინას შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების მორიგ ტრანში ვერ მიეღო, წარმოუდგენელი და დაუჯერებელი სულაც არ ყოფილა. და აი ეს დღე მოვიდა, თუ რამე არ შეიცვალა და სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება, ქვეყანა საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს.   შესაბამისად, მთავრობა ბიუჯეტის შესრულების მხრივ საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდება. უზარმაზარი დეფიციტი ასევე უზარმაზარ პრობლემებს შექმნის. პირველ რიგში ეს ე.წ. „დაუცველ ხარჯებს“ შეეხება, მათი შესრულება უკვე დაუწყო,...


მსგავსი სიახლეები

up