შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

access_time2021-10-01 15:50:00

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია 2021 წლის ორი ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ“ – ამის შესახებ ნათქვამის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


„შინაგან საქმეთა მინისტრის 31 აგვისტოს ბრძანების შესაბამისად ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ მყისიერ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას. ამასთან, არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვის უზრუნველსაყოფად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭიროების მიხედვით ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება;



შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა; 900-მდე პოლიციელმა გაიარა სწავლება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით;



პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის სწრაფი და კოორდინირებული გაცვლის მიზნით, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ასევე სახალხო დამცველის აპარატთან საკონტაქტოდ გამოყოფილია სხვადასხვა დეპარტამენტის კონკრეტული თანამშრომლები, რომელთა შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდათ შესაბამის ორგანიზაციებს.



გარდა ამისა, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ, შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების შესახებ.



წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რომელიც უკავშირდება ან შესაძლოა უკავშირდებოდეს მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებში, დღეის მდგომარეობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 27 საქმეზე.



საქმეების ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია და გამოძიება სისხლის სამართლის 10 საქმეზე მიმდინარეობს წინაასარჩევნო პროცესში როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე.



სისხლის სამართლის 2 საქმე მიმდინარეობს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების კუთვნილი ქონების შესაძლო ქურდობის ფაქტებზე.




სისხლის სამართლის 9 საქმეზეა დაწყებული გამოძიება როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე.



ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ დმანისში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. მომხდარზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.



გამოძიება ასევე დაწყებულია ქარელში, მედიის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებულ ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით შესაძლო დაზიანების ფაქტზე.



აქტიურად გრძელდება გამოძიება ცაგერის მუნიციპალიტეტში პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ავტომანქანის მიმართულებით სროლის ფაქტთან დაკავშირებით. საქმეზე გამოკითხულია მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.



2021 წლის 13 სექტემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 169 -ე მუხლით დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერების სამსახურიდან იძულებით შესაძლო გათავისუფლების ფაქტზე.



მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დღეის მდგომარეობით, უკვე გამოკითხულია 6 პირი, უახლოეს დღეებში დაგეგმილია 23 პირის მოწმის სახით გამოკითხვა. სამწუხაროდ, 6 პირი გაურკვეველი მიზეზით თავს იკავებს ჩვენების მიცემის მიზნით პოლიციაში გამოცხადებისგან.



გარდა ამისა, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ასევე დაიწყო გამოძიება ამავე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების შესაძლო იძულების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით დღეის მდგომარეობით, გამოძიებას ინფორმაცია უკვე მიაწოდა 30-მდე პირმა. გარდა ამისა, აქტიურად გრძელდება მოწმეთა საგამოძიებო ორგანოში გამოძახება.



სამწუხაროდ, 12 პირი დღემდე გაურკვეველი მიზეზით თავს იკავებს ჩვენების მიცემის მიზნით პოლიციაში გამოცხადებისგან.



შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტზე ოპერატიულად ახდენს რეაგირებას და მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით აქტიურად უზრუნველყოფს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარებას.



დამატებით საზოგადოების ინფორმირების მიზნით, განვმარტავთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შედეგად აიკრძალა კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.



გარდა ამისა, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, კერძოდ ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით.



მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს თუ ორგანიზაციას განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.



არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობისას მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე“ – ნათქვამია განცხადებაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up