შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოში აშშ-ის ელჩმა სასაზღვრო სექტორი „ჯუთას“ ახალი შენობა გახსნეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოში აშშ-ის ელჩმა სასაზღვრო სექტორი „ჯუთას“ ახალი შენობა გახსნეს

access_time2020-10-08 18:00:00

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო სექტორი „ჯუთას“ ახალი შენობა გახსნეს. ამის შესახებ „კომერსანტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.



გახსნის ცერემონიალს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები დაესწრნენ.



ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც აშშ-ის მთავრობას შეაქვს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, როგორც სახმელეთო საზღვრის, ასევე, სანაპირო დაცვის განვითარებაში. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა მესაზღვრეებს გაწეული სამსახურისთვის და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.



„ყაზბეგის მიმართულებაზე, ჯუთას მონაკვეთზე ახალი სასაზღვრო სექტორი გაიხსნა, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ქალბატონ ელჩს, რომელიც ჩამობრძანდა, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო „DTRA-ს“ ოფისს, რომლებმაც ეს ახალი სექტორი ააშენეს და აღჭურვეს მთლიანად. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა მესაზღვრეებს, რომლებიც ამ მკაცრ პირობებში მუშაობენ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევუმსუბუქოთ ეს სამუშაო ჩვენს მესაზღვრეებს. სასაზღვრო სექტორების დაახლოებით 20 პროცენტი დარჩა ასაშენებელი და განვაახლებთ ყველაფერს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.




სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყაზბეგის სამმართველოს სექტორი „ჯუთას“ თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელიც ზღვის დონიდან 2300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში აშენდა და საქართველო-რუსეთის საზღვრის 18-კილომეტრიან მონაკვეთს მოემსახურება. შენობა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით.



მშენებლობის პროექტი აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით განხორციელდა.



„ეს არის საქართველოს ძალისხმევა, შეერთებული შტატების მხარდაჭერით მოახდინოს სასაზღვრო ობიექტების მოდერნიზება, რათა გაუმჯობესდეს ტექნიკა, რომელიც მიეწოდება მესაზღვრეებს და გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, რაც მესაზღვრეებს საშუალებას მისცემს, დარჩნენ საზღვარზე მთელი წლის განმავლობაში. ეს შენობა არის თანამედროვე ხელოვნების ნიმუში და მე ძალიან ვამაყობ, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად შეძლო ამის გაკეთება. ეს არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო მზად არის ნატოსთან ურთიერთქმედებისთვის და საკუთარი შესაძლებლობების გაზრდისთვის, რათა დაიცვას საკუთარი საზღვრები, ზღვიდან - სანაპირო დაცვის მეშვეობით, ხოლო მთაში - აქ მყოფი მესაზღვრეების დახმარებით. საქართველო ინვესტიციას დებს საკუთარი საზღვრების დაცვის შესაძლებლობების გაზრდაში და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვართ ამ პროცესის ნაწილი“, - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა.



სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კოკა მელქაძემ უმასპინძლეს, სექტორის ახალი შენობა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს.



შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ხელშეწყობისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის აშშ-ის არმიის უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის უფროსის მოადგილე, მაიორი ლარონ ბაიბი შინაგან საქმეთა სამინისტროს II ხარისხის მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვა. ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, მედალიონით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დაჯილდოვდნენ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი, მერი სუზერმანი და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პრევენციის პროგრამის მენეჯერი, მარკ სალივანი.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up