შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.
“მოკლედ, 15 წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე საჯარო სამსახური. ასე და ამგვარად”, – წერს ის.
ჯავახაე ამ პოზიციას 2017 წლიდან იკავებდა. მანამდე, 2016 წლის ნოემბრიდან – 2017 წლის ნოემბრამდე, ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო.
Netgazeti