შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

access_time2020-10-16 19:30:00

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა - კახაბერ საბანაძემ, ვლადიმერ ბორცვაძემ და ნინო ცაციაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



„შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მზაობა, უზრუნველყოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება. მინისტრის მოადგილეებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანება გააცნეს.



ბრძანების მიხედვით, განახლებული რედაქციით დამტკიცდა საარჩევნო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია, რომლის შესრულებაც სავალდებულოა სამინისტროს სისტემის ყველა თანამშრომლისთვის. ინსტრუქცია სრულ შესაბამისობაშია საქართველოს საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებთან და აწესრიგებს არჩევნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, კერძოდ: სამინისტროს მოსამსახურეს ევალება დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი, უზრუნველყოს წესრიგის დაცვა აგიტაციისა და კამპანიის დროს, ასევე, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.




მინისტრის მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ არსებული ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად, არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები შემუშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის.



მინისტრის მოადგილეებმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს წინასაარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ ინციდენტებსა და აღნიშნულ ინციდენტებზე სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ მყისიერ რეაგირებაზე მიაწოდეს ინფორმაცია და გამოთქვეს მზაობა, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს პროაქტიულად გაუზიარონ ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობის დროს შესაძლო დარღვევებისა და პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up