„შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019“-ში საქართველოს მონაცემი გაუარესებულია - მმართველ გუნდში ანგარიშს სკეპტიკურად უყურებენ

„შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019“-ში საქართველოს მონაცემი გაუარესებულია - მმართველ გუნდში ანგარიშს სკეპტიკურად უყურებენ

access_time2019-10-21 11:00:26

„შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019-ის“ თანახმად, საქართველო 117 ქვეყანას შორის, 39-ე ადგილზეა. ეს არის მე-14 ყოველწლიური ანგარიში, რომელსაც ერთობლივად ამზადებენ ორგანიზაციები Concern Worldwide და Welthungerhilfe.

 

„ანგარიშს სანდოობის ხარისხი არ აქვს, ეს არ არის ორიგინალურ კვლევაზე დაფუძნებული ინდექსი, ეს არის გარკვული ინდიკატორების კომბინაციის შედეგად მიღებული ინდექსი“,- ასე აფასებს „შიმშილობის მსოფლიო ინდექს 2019“-ს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ანგარიში ქვეყანაში არსებულ სურათს რეალურად არ ასახავს.

 

„ტენდენციები შეიძლება საინტერესო იყოს, თუმცა, საჭიროა დეტალური ანალიზი თუ რაზეა საუბარი კვლევაში. ანგარიში ცალკეული ინდიკატორების კუთხით უფრო საინტერესოა, ვიდრე როგორც  ინდექსი, რადგან არ არის დაყრდნობილი ერთიან მეთოდოლოგიაზე, რომელიც ტარდება ყველა ქვეყანაში ერთდროულად. სწორედ ამიტომ ანგარიში არ გვაძლევს იმის საშუალებას დავადგინოთ არის თუ არა რეალობასთან ახლოს“,- განმარტავს აკაკი ზოიძე.

 

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2019 წელს 2018 წელთან შედარებით საქართველოს მონაცემი გაუარესებულია. „შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2018“-ში საქართველოს 30-ე ადგილი ეჭირა. მმართველი გუნდის წევრისთვის გაუგებარია რამ გამოიწვია ქვეყნის ინდექსის გაუარესება. „კომერსანტთან“ საუბარში აკაკი ზოიძე საერთაშორისო ორგანიზაციების Concern Worldwide და Welthungerhilfe დაბალ რეპუტაციაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მათ ანგარიშს საერთაშორისო დონეზე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

 

„ალბათ 2017 წლის UNICEF-ის მონაცემი გაითვალისწინეს, რომელიც იყო ბავშვთა სიღარიბესთან მიმართებაში. ვერ გეტყვით რატომ შეიცვალა სურათი, ეს გასაანალიზებელია, მაგრამ თვითონ ინდექსი არ არის სარწმუნო და არ გაძლევს რეალურ წარმოდგენას არც ტენდენციებზე და არც ქვეყნებს შორის შედარებაზე.  ზოგადად, 30-ე ადგილზე იქნები,39- ზე თუ 50 -ზე დიდად არ განსხვავდება, რადგან სხვადასხვა კვლევების მონაცემები აქვთ გამოყენებული.


როგორც წესი,ორგანიზაცია იყენებს უახლეს მონაცემებს, რომელიც შეიძლება იყოს 2010 წლის,  ეს არ ნიშნავს რომ 2010 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები აკურატულად ასახავს 2019 წლის მონაცემებს. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ ექვსი ინდიკატორისთვის, რომელზეც დაფუძნებულია ანგარიში, ზოგიერთი ქვეყნისთვის გამოყენებულია 2005 წლის მონაცემი, ხოლო ზოგიერთისთვის 2013 წლის მონაცემი. ამიტომ არ აქვს ერთმანეთთან შედარებას აზრი, ამიტომ არ იყენებს არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამ კონკრეტულ ინდექსს იმისათვის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 


ანგარიშის სანდოობასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს ეკონომიკის ექსპერტს ზვიად ხორგუაშვილს. მისი თქმით, ანგარიშში ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მგდომარეობაა ასახული. ხორგუაშვილის განმარტებით საქართველოში სერიოზული პრობლემებია სიღარიბის მხრივ, მათ შორის, აბსოლუტური და ფარდობითი სიღარიბის მხრივ.

 

“კვლევა რა თქმა უნდა სანდოა, მაგრამ მეთოდოლოგიაში არის ერთი ნაწილი რომელიც რაღაც მონაცემებს არაზუსტად გვიჩვენებს. კერძოდ,ინდექსში შესულია გლობალური დათბობის შესახებ კონკრეტული ცვლადები, ასევე შესულია ცვლადები გამონაბოლქვზე და ა.შ. მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველო ამ ანგარიშში ხვდება. ეს პირდაპირ აღნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ცუდი მდგომარეობაა შექმნილი. განვითარებული ქვეყნები ამ ინდექსში საერთოდ არ შეჰყავთ იქიდან გამომდინარე, რომ მათ ეს პრობლემა არ აქვთ“, აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.


ეკონომიკის ექპერტის განმარტებით საქართველოში შექმნილ რთულ მდგომარეობას საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების გარდა სახელმწიფო ინსტიტუტების კვლევებიც ადასტურებენ.


„საქსტატის მონაცემები, სებ–ის მონაცემები, ფინანსთა სამინისტროს მონაცემები ადასტურებს იმას, რომ საქართველოში სერიოზული პრობლემებია შიმშილობის და გაჭირვების კუთხით. რეალობას ასევე კარგად ასახავდა UNICEF–ის  კვლევა, რომელიც გაუგებარია წელს რატომ არ ქვეყნდება. ეს კითხვებს აჩენს.წინა მონაცემებით გაირკვა, რომ 100-დან 6 ბავშვი შიმშილობს, ამ კვლევის გამო ქვეყანაში პრემიერი მოხსნეს და მთავრობა შეიცვალა. შეიძლება Concern Worldwide და Welthungerhilfe არ ენდობოდნენ მაგრამ თავიანთ სტატისტიკას ხომ ენდობიან. მაგალითად, ინფლაცია რომ მიზნობრივზე ორჯერ მეტია. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ამ კვლევას არ ენდობიან, არასწორია. მთავრობის პოზიცია ყოველთვის არის ის, რომ რაც არ მოსწონთ იმას უნდობლობას უცხადებენ. ამის კარგი მაგალითია საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაცია NDI. მმართველი გუნდის წევრებს NDI რიცხვების მოშველიება რაღაც ნაწილში აწყობთ, რაღაც ნაწილში არ აწყობთ ხოლმე, ეს  ორმაგი სტანდარტის კარგი მაგალითია“, - განმარტავს ზვიად ხორგუაშვილი.

 

ექსპერტი  კომერსანტთან საუბარში ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის, საქართველოში შიმშილობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.


„არ გამოვრიცხავ იმას, რომ კვლევა სრულად ასახავდეს რეალობას იქედან გამომდინარე, რომ ბოლო წლებია სომხეთს ჩვენზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს მაშინ როცა ჩვენ რამდენიმე წლის წინ თითქოს გავუსწარით მათ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით, მაგრამ ახლა არ არის გამორიცხული რომ სიღარიბის პრობლემა ჩვენ უფრო გვქონდეს. იგივე ეხება თურქეთსაც. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქედან გამომდინარე აზერბაიჯანი სულ ჩვენზე მდიდარი იყო, ჩვენ რაც არ  უნდა მაღალი ზრდის ტემპი გვქონდეს, რაღაც დროის განმავლობაში იქ უფრო უკეთესი მდგომარეობა იქნება. საინტერესოა სომხეთის მაგალითი, რადგან ჩვენზე ღარიბები იყვნენ (ვგულისხმობ მშპ-ს ერთ სულზე) ამის მიუხედავად ჩვენზე მკვეთრი ზრდის ტემპი ჰქონდათ. სიღარიბეზე სერიოზულ გავლენას ახდენს ფასები, ამიტომ მთავარი მტერი არის ინფლაცია. ამ ქვეყნებში ინფლაციის ტემპი ისეთ პროდუქტებზე როგორიც  არის მასობრივად მოხმარებადი უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოში“, - ამბობს ექსპერტი.

 

„შიმშილობის მსოფლიო ინდექსის“ მიზანია, ფართო მასშტაბით გამოიკვლიოს შიმშილობის პრობლემები გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე. ინდექსის მიზანია, გაზარდოს შიმშილობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი ყურადღება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც შიმშილობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

 

„შიმშილობის მსოფლიო ინდექსის“ წლევანდელი ანგარიშის თანახმად, კლიმატური ცვლილებები სახიფათო მასშტაბებს აღწევს და ძირს უთხრის მსოფლიოს ყველაზე პრობლემური რეგიონების უზრუნველყოფას სურსათით.

 

ინდექსში მოცემულია ინფორმაცია 117 ქვეყნის შესახებ. „შიმშილობის მსოფლიო ინდექსი 2019“-ის თანახმად, 2000 წლის შემდეგ ამ ქვეყნებში შიმშილობის მაჩვენებლები და ტენდენციები პროგრესისკენ მიუთითებს. მაგრამ, ანგარიშის ავტორების თქმით, მსოფლიოს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი შიმშილის ნულოვანი დონის მისაღწევად 2030 წლისთვის, როგორც ამაზე მსოფლიო ლიდერები არიან შეთანხმებული.ინდექსის თანახმად, 47 ქვეყანაში შიმშილობის დონე „სერიოზული“ ან „საგანგაშოა“. ერთ ქვეყანაში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში - ვითარება „უკიდურესად საგანგაშოაა“.


ბაჩო ადამია




„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up