შიმშილი თუ დაინფიცირება -  შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები  შიმშილის საფრთხის წინაშე რეალურად არიან დამდგარნი

შიმშილი თუ დაინფიცირება - შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები შიმშილის საფრთხის წინაშე რეალურად არიან დამდგარნი

access_time2020-04-22 10:50:13

„პრობლემა არის ის რომ ჩვენ ვდგავართ არა მარტო საზოგადოებრივი ჯანდაცვის,არამედ ეკონომიკური კრიზისის წინაშე“, - ამის შესახებ „კომერსანტს“  EMC-ის სოციალური პროგრამის დირექტორმა კოტე ერისთავმა განუცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს შეექმნა ეკონომიკური პრობლემები, საუბარია, ასიათასობით ოჯახზე, რომლებიც შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები. EMC-ის სოციალური პროგრამის დირექტორი,აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ბიზნესის  სუბსიდირებას დაიწყებს, ეს უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ პირობით,  თუ კომპანია დასაქმებულ ადამიანებს სამუშაოს შეუნარჩუნებს.

 

„როდესაც სახელმწიფო საუბრობს ბიზნესის დახმარებაზე და წახალისებაზე, უნდა გავითვალისწინოთ ერთი რაღაც, რომ ბიზნეს მხოლოდ იმ პირობით უნდა მიეცეს დახმარება, თუ იქ დასაქმებული ადამიანები სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ და მათი ინტერესები იქნება დაცული. ბიზნესის დახმარება უნდა იყოს პირველ რიგში,ინსტრუმენტი იმისთვის, რომ დავეხმაროთ   დასაქმებულებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ  სამუშაოს, რადგან ვიცით, რომ სამსახური ბევრმა ადამიანმა დაკარგა. ხშირ შემთხვევაში ეს დამსაქმებლის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით იყო გამოწვეული. ისარგებლეს შექმნილი სიტუაციით და თანამშრომლები შრომითი კოდექსის დარღვევით გაათავისუფლეს. სამწუხაროდ, ეს ბევრ დიდ კომპანიას ეხება. რა თქმა უნდა, არიან ისეთი კომპანიებიც, რომელთაც რეალურად აქვს პრობლემები და ფიზიკურად არ შეუძლიათ ხელფასის გადახდა“, - განმარტავს კოტე ერისთავი.

 

EMC-ის სოციალური პროგრამის დირექტორი, დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით, თუმცა მისი თქმით, ეს არ არის საკმარისი და ბევრად მეტია საჭირო,  რადგან ადამიანები შეიძლება საკვების მოპოვების  საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

 

„ერთის მხრივ გვყავს ადამიანები რომლებიც მუშაობას აგრძელებენ და სახელმწიფოს სწორი ქმედებით შეიძლება ამ ადამიანებისთვის სამსახურის შენარჩუნება, ხოლო მათ ვინც შემოსავალს აღარ იღებს, იქნება ეს ფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანები თუ თვითდასამქებულები, მათთვის მხარდაჭერის პაკეტი უნდა შემუშავდეს. დაანონსებული 2 მლრდ ლარი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების გაძლიერებისკენ და მხარდაჭერისკენ უნდა იყოს მიმართული. იმის გათვალისწინებით, რომ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, სადაც უმუშევრობის და სიღარიბის დონე ძალიან მაღალია,  საქართველოში 88 პროცენტს არ აქვს არანაირი დანაზოგი, ძალიან ბევრ ადამიანს ფინანსური ვალდებულება აქვს და ახლა შემოსავლის გარეშე დარჩენილი შინამეურნეობები რეალურად არიან შიმშილის საფრთხის წინაშე დამგარი. ეს არის რეალური გამოწვევა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და შესაბამისი ზომები იქნეს მიღებული“-აღნიშნავს  ერისთავი. 

 


მისი განცხადებით, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის სხვადახვა მხარდასაჭერი პაკეტი უნდა შემუშავდეს, რომელიც გაითვალისწინებს, როგორც ფულად დახმარებას, ისე ვაუჩერების გაცემას და სხვადასხვა ტიპის დახმარებებს, რომელიც აუცილებელია რეალურად შიმშილის პირას დარჩენილი ადამიანების გადასარჩენად.

 

„გასაგებია, რომ 2 მილიარდი ლარი ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის გამოიყო, მაგრამ კონკრეტული შინაარსი ამ დრომდე არ ვიცით. როცა საუბარია  მხარდაჭერაზე, ყურადღებას ამახვილებენ  კომპანიებზე და ბიზნესის გასაჭირზე. იშვიათად გვესმის ხოლმე დასაქმებულების და უმუშევრად დარჩენილი ადამიანების პრობლემები. იშვიათად გვესმის თვითდასაქმებულების პრობლემები,რომელთაც დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული მაღალპროცენტიანი სესხების ჯარიმების გადახდა უწევთ და არავინ არ ზრუნავს იმაზე, რომ ამ ადამიანებს დაეხმაროს რესტრუქტურიზაციაში. ძალიან ბევრი მიმართულებით, ბევრი ჯგუფია უკიდურეს სიღარიბეში და სიღატაკეში დარჩენილი და რაც უფრო გაგრძელდება  კარანტინის პერიოდი მით უფრო გამძაფრდება ეს მდგომარეობა“-აცხადებს ერისთავი.

 

EMC-ის სოციალური პროგრამის დირექტორი ამბობს, რომ პოსტკარანტინულ ეტაპზე უნდა მოხდეს იმ ეკონომიკური პოლიტიკის გადააზრება, რომელიც სახელმწიფოს გააჩნდა. მისი თქმით, მთავრობა ორიენტირებული უნდა იყოს ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე და ინდუსტრიული პოლიტიკის შექმნაზე, რომელიც აქამდე არ ყოფილა.

 

„იმედია სწორ დასკვნებს გამოვიტანთ შექმნილი მდგომარეობიდან და მომავალში სწორ პოლიტიკას დავნერგავთ. კერძო ინტერესზე ორიენტირებულმა სახელმწიფომ, რომელიც აქამდე გვქონდა, შეუძლებელია მომავალში ასეთი ფორმით გააგრძელოს ფუნქციონირება. ეკონომიკა უნდა დაგეგმოს ისე, რომ დოვლათი შეიქმნას უმრავლესობის სასიკეთოდ და არა ერთეულებისთვის, როგორც ეს ხდებოდა აქამდე“, - აღნიშნავს კოტე ერისთავი.

 

 

ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up