ღვინის კომპანია შილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს მფლობელი გახდა

ღვინის კომპანია შილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს მფლობელი გახდა

access_time2019-06-24 10:10:51



ქართული ღვინის კომპანია შილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის ჯილდოს მფლობელი გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჯილდოს ნომინაციაში მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა მიიღეს.


შილდა 2016 წელს ჩაერთო ენერგოეფექტური დანადგარების დანერგვის პროგრამაში ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით და სწორედ ამ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული. ცერემონია ევროკომისიაში გაიმართა.



კახეთში, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში უკვე მეხუთე წელია ღვინის საწარმო შილდა ფუნქციონირებს. ქარხანა ყოველ სეზონზე 2000 ტონა ყურძენს იბარებს და წელიწადში 25 სახეობის დაახლოებით 1,4 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს.


კომპანიამ ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვის შედეგად ერთეულ წარმოებულ პროდუქციაზე ელექტროენერგიის მოხმარება 50-60%-ით შეამცირა. შედეგად - წელიწადში 63 ათასი ევროს (72 ათასი აშშ. დოლარის) დაზოგვა შეძლო.



შილდას წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება დადებითად აისახა ღვინის ხარისხსა და გარემოზე.


ევროკავშირის მხარდაჭერის მქონე პროგრამის, ენერგოკრედიტის ფარგლებში კომპანიამ კომერციული ბანკისგან სესხი მიიღო, რათა ენერგოეფექტური ტექნიკა შეეძინა.


ევროკავშირის გრანტის სახით ენერგოკრედიტის პროგრამისგან მიიღო ქეშბექი (ენერგოეფექტურ დანადგარებში გადახდილი თანხის 10%), რამაც პროგრამა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადა.


შილდას დირექტორი მერაბ მიქაშავიძე ამბობს, რომ კომპანიამ ახალი აღჭურვილობით მოგება უკვე ნახა - ჩვენი მადუღარი ცისტერნის ენერგომოხმარება დაახლოებით კილოვატ-ნახევარია. წინამორბედი დანადგარები კი, რომლითაც საქართველოში არსებული მეღვინეობის ქარხნების დაახლოებით 70%-ია აღჭურვილი, 15 კილოვატს მოიხმარს - ანუ ამავე ოპერაციის შესასრულებლად 10-ჯერ მეტი ენერგია სჭირდება.


ქარხნის ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი, ნიკა ჭიჭაძე ეთანხმება მას და განმარტავს, რომ ენერგოეფექტური სამაცივრე დანადგარები კომპანიას დიდ შეღავათს უწევს, რადგან, თუ ძველი ტიპის მაცივარი საათში დაახლოებით 500 კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმარდა, კომპანიის საკუთრებაში არსებული მაცივრები 200 კვტ-ს მოიხმარს.


ჭიჭაძე აღნიშნავს, რომ დღეს საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ნათურებიც კი ენერგოეფექტურია: შილდაში ვარვარების ნათურის ნაცვლად ლედ ტიპის სანათებს იყენებენ. მისივე თქმით, თუ სპირალიანი ნათურა საათში 1 კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმარს, ლედ სანათი 200 ვატს მოიხმარს, რაც 5-ჯერ ამცირებს ხარჯს. გარდა ამისა, ლედ სანათი უფრო მდგრადია არასტაბილური ძაბვისას და უფრო დიდხანს მუშაობს.


ენერგოკრედიტის პროგრამა EU4Energy ინიციატივის ნაწილი იყო, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროკავშირი და ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო აფინანსებდა. პროგრამის მიზანი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მდგრადი ენერგოპროექტების მხარდაჭერა იყო, პროგრამის ფარგლებში სესხი მცირე და საშუალო ბიზნესზე, ასევე მოქალაქეებზე გაიცემოდა, თუკი წარმოდგენილი პროექტი ენერგოეფექტურობის გაზრდისკენ იქნებოდა მიმართული.


სტატია მომზადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით EU4Energy ინიციატივის ფარგლებში.


წყარო: euneighbours.eu






საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები
access_time2019-11-15 17:30:21
რამდენიმე დღის წინ კლინიკა „გულის“ დამფუძნებელმა ანზორ მელიამ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები იმ რეფორმის გადავადებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდება. როგორც მელიამ განგვიცხადა, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის...

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს
access_time2019-11-15 14:30:45
„დღეის მდგომარეობით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ვალი 45 პროცენტია. 41 პროცენტიდან ზრდა კურსის ვარდნამ გამოიწვია“, – ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა,პარლამენტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის წარდგენისას გააკეთა. მისი თქმით, ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, საქართველოს მსგავსად ვალის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეს: „რამდენად საგანგაშოა ამჟამად არსებული ვალის ნიშნული? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ნიშნული არ არის...

„არცერთ სტრუქტურას პასუხი არ აქვს“ -ცნობილი ექიმი მე-6 დღეა ტყვეობაშია

„არცერთ სტრუქტურას პასუხი არ აქვს“ -ცნობილი ექიმი  მე-6 დღეა  ტყვეობაშია
access_time2019-11-15 16:00:13
საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ტრავმატოლოგის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა, თუმცა,ხელისუფლებამ ამ ფაქტის შესახებ  გატაცებიდან მხოლოდ, ოთხი დღის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია და კონკრეტულად ვერც ის თქვა, რა კეთდება იმისათვის,რომ გაფრინდაშვილი  ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლდეს. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული  ახალგორის  სასამართლომ, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი...

არჩილ თალაკვაძე: არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი

არჩილ თალაკვაძე: არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი
access_time2019-11-15 15:09:56
„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო თავის დროზე. სწორედ ჩვენი გუნდის ძალისხმევით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ 2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება“-ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ რამდეიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  „ასევე „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა, რასაც, როგორც ვნახეთ, სამწუხაროდ, დეპუტატთა...


მსგავსი სიახლეები

up