„შიკრიკი„ - ცხენოსანი კურიერები მალე რეგიონებშიც გამოჩნდებიან

„შიკრიკი„ - ცხენოსანი კურიერები მალე რეგიონებშიც გამოჩნდებიან

access_time2020-08-18 15:20:36

„შიკრიკი“ ქართული საკურიერო მომსახურეობის კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს  ტრადიციულ სკუტერებით და მანქანებით მომსახურეობასთან  ერთად,  პროდუქტის ცხენით მიტანასაც სთავაზობს მომხმარებელს.


შიკრიკის დამფუძნებლები  სანდრო ლილუაშვილი და  ირაკლი ბურჭულაძე „კომერსანტთან“ სტარტაპის შექმნის იდეაზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ. 


„თავიდან გვქონდა  Ginventor-ი - პირველი ქართული USB კაბელი.  გვქონდა  წვრილმანი და მსხვილი ტექნიკის ონლაინ მაღაზია და ვახორციელებდით შიდა საკურიერო მომსახურეობას.  ჩვენივე ამანათები, რომლებიც ონლაინ იყიდებოდა, ჩვენ თვითონ მიგვქონდა მომხმარებლამდე.  საბოლოო ჯამში,  ჩამოვყალიბდით და  გადავწყვიტეთ, რომ სხვა მომსახურებაც გვეცადა.


დავიწყეთ მეგობრების  წრეში საქმიანობა.მაგალითად, წახვედი სამსახურში და დაგრჩა დამტენი სახლში ან ვერ ასწრებ მაღაზიაში გასვლას, რეკავდი შიკრიკში და მას მოჰქონდა პროდუქტი იქ, სადაც დაგჭირდებოდა,“ - აღნიშნავს ირაკლი ბურჭულაძე. 


შიკრიკი მომხმარებელს ცხენით მომსახურეობასაც სთავაზობს, მაგრამ დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ ეს რეალურად უფრო მარკეტინგული გათვლა იყო, თუმცა ვარაუდობენ, რომ შიკრიკით მომსახურეობა შეიძლება საყვარელი ადამიანისთვის ყვავილების ან რომანტიკული წერილების გასაგზავნად გამოიყენონ. კომპანია ამ ეტაპზე საფოსტო პრინციპით მუშაობს, აქვს როგორც სწრაფი,  ასევე  „ექსპრეს-მიტანაც“. 



„ძირითადად შემთხვევაში  ჩვენ კომპანიებს  ვემსახურებით.  ამანათები მოგვაქვს ოფისში, რომლებიც ნაწილდება,  მერე  გადიან კურიერები სხვადასხვა უბნების მიმართულებით და არიგებენ.  კომპანიების გარდა გვაქვს ფიზიკური პირების მომსახურეობაც მთელი თბილისის მასშტაბით. ასევე ერთადერთი საკურიერო კომპანია ვართ, რომელიც თბილისის  შემოგარენში, წავკისში ოქროყანაში და სხვა ადგილებში ემსახურება მომხმარებელს. თბილისის მასშტაბით გვაქვს ექსპრეს მიწოდება ერთ საათის განმავლობაში“ - აღნიშნავს ირაკლი ბურჭულაზე.


პანდემიის დროს, შიკრიკი 76-მდე  კომპანიას ემსახურებოდა, ამჟამად მათი რიცხვი ასამდეა გაზრდილი. ხოლო, ყველაზე ფართო ქსელი მის მომხმარებლებს შორის სააფთიაქო ქსელი PSP-ა. 


კომპანიის  დამფუძნებელი აღნიშნავს რომ ამ ეტაპზე  აპლიკაციის წერის პროცესში არიან და სამომავლოდ ყველა იმ მაღაზიის თუ რესტორნის დამატებასაც აპირებენ, რომლებსაც  სხვა  სადისტრიბუციო კომპანიები სთავაზობენ.


„აპლიკაცია საქართველოზე იქნება მორგებული, ამ ეტაპზე ვმუშაობთ რუკაზე, რომ კურიერმა ყველა კუთხე-კუნჭულს მარტივად მიაგნოს,  რაც დროის  რესურს დაზოგავს, რის შედეგადაც არც ერთი მხარე არ შეწუხდება“ - ირაკლი ბურჭულაძე 

 

შიკრიკში ამ ეტაპზე 30-მდე ადამიანია დასაქმებული. კომპანია სამომავლოდ გაფართოებას და მომსახურეობის რეგიონებში დამატებასაც გეგმავს. 


ვაპირებთ რეგიონებში გასვლასაც , ვმუშაობთ მომხმარებელზე მორგებულ  აპლიკაციაზე,  რომელიც  მარტივი  იქნება  და  შევეცდებით, რომ  ყველაფერი მოვიცვათ. ეს გამოიწვევს ადამიანური რესურსის  ზრდას  და ვფიქრობთ რომ ახალ წლამდე 150 თანამშრომელი გვეყოლება.


რეგიონებს  რაც  შეეხება ვფიქრობთ  ბათუმი,  ქუთაისი რუსთავი და სხვა მსგავსი  დიდი  ქალაქებიც დავამატოთ.“ -  აღნიშნავს ირაკლი ბურჭულაძე  


თაკო კვაჭანტირაძე



თეგები:
შიკრიკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up