„შიდაპარტიული კვლევებით კალაძეს 35% აქვს, ელისაშვილს - 25%“

„შიდაპარტიული კვლევებით კალაძეს 35% აქვს, ელისაშვილს - 25%“

access_time2017-10-04 12:48:32

არჩევნებამდე 2 კვირით ადრე პოლიტიკური პარტიების რეალური რეიტინგები ცნობილი არ არის, თუმცა სოციოლოგიური და შიდაპარტიული კვლევებით ერთგვარი მანიპულაცია უკვე დიდი ხანია დაწყებულია. ყველა კვლევით ქართული ოცნების მერობის კანდიდატი კახი კალაძე ლიდერობს, თუმცა მთავარი ინტრიგა მეორე ტურთან დაკავშირებით იკვეთება. იქნება თუ არა საერთოდ მეორე ტური და ვინ გავა მეორე ტურში, დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი თუ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი?! 

 

სოციოლოგიურ კვლევებს პერიოდულად ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ენ-დი-აი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი აი-არ-აი აქვეყნებენ. ენ-დი-აის ბოლო კვლევის მიხედვით, სადაც შეკითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, თბილისის მერობის რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს, კახა კალაძეს (ქართული ოცნება) აქვს 30%, ალეკო ელისაშვილს (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 19%, ზაალ უდუმაშვილს (ნაციონალური მოძრაობა) - 18%, ელენე ხოშტარიას (ევროპული საქართველო)- 5%, არ იცის 12%-მა და პასუხზე უარს ამბობს 4%. ასევე ცნობილი ხდება, რომ შიდა კვლევა „ოცნებამაც“ ჩაატარა, თუმცა პროცენტული მონაცემები და პოლიტიკური სურათი განსხვავებულია.



პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, ბოლო დღეებში ოცნების რეიტინგი საგრძნობლად დაეცა, ამიტომ ფიქრობს, რომ მეორე ტურის ალბათობა დიდია. „ვუყურებდი გამძინვარებულ პოლიციელებს და გამახსენდა არც თუ ისე შორეული წარსული. ზუსტად ასე იწყებოდა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ტრაგედია. ზომაგადასული ძალადობა და მეორეს მხრივ, რაღაც ბრიყვული ცინიზმი - თეთრის შავად მოჩვენების მცდელობები. მახსოვს ჯაბა ჯიშკარიანი, რომელიც საყოველთაო სიმპათიას იმსახურებდა იმის გამო თუ როგორ იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ. ვუსმენდი მას და გაოცებული დავრჩი, როდესაც ამბობდა, სტუდიიდან გასვლის შემდეგ თავგატეხილი მივდიოდი სახლშიო. ეს სიმართლე იყო, მაგრამ როდესაც ის ამ სიტყვებს ამბობდა, ზუსტად მაშინ ორი თავგატეხილი დემონსტარტი საავადმყოფოში იწვა. როგორც ვუყურებ, სუფთა ქართული ფენომენია, როდესაც სამართლიანობისათვის მებრძოლები მოდიან ხელისუფლებაში და უცებ იცვლებიან. და პოლიტიკური დალტონიზმი ემართებათ, - ამბობს პოლიტოლოგი.



სოსო ცინცაძე თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგზეც საუბრობს. „ზოგადად პოლიტიკური პარტიების ზუსტი რეიტინგები არ ვიცი, თუმცა როგორც კულუარებში გავიგე, შიდა პარტიული კვლევებით კალაძეს 35% აქვს, ელისაშვილს კი 25%. მეორე ტურის ალბათობა დიდია. კალაძისთვის კომფორტული იქნებოდა პირველივე ტურში გამარჯვება, თუმცა ვნახოთ ამ დარჩენილ ორ კვირაში რა მოხდება. იმიტომ, რომ ცოცხების თემა რომ არ ყოფილიყო 2012 წლის არჩევნებში ქართულ ოცნებას ნაციონალების დამარცხება გაუჭირდებოდა. მეორე ტურის შემთხვევაში კალაძეს შებრძოლება მოუწევს ელისაშვილთან მაშინ კი არსებობს საფრთხე, რომ ქართულ ოცნებაზე განაწყენებულმა ამომრჩეველმა ელისაშვილის მისცეს ხმა, - ამბობს ცინცაძე.




რეიტინგებზე საუბარი არასერიოზულად მიაჩნია სოცილოგს ამირან ბერძენიშვილს. იგი დარწმუნებულია რომ ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსებით ოცნება მოიგებს და, შესაძლოა, პირველივე ტურშიც. ბერძენიშვილის თქმით, როგორც ენ-დი-აის ბოლო ანგარიშშია ასახული, არაკონკურეტუნარიანი გარემოა, ამიტომ რაიმე რეიტინგებზე ლაპარაკი შეუძლებელია. „ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ქართული ოცნებამოიგებს. მათ აქვთ ყველანაირი რესურსი - ადმინისტრაციული, ფინანსური და სხვა. ამიტომ რეიტინგებზე საუბარი არასერიოზულია. ადრე ვფიქრობდი რომ მეორე ტური გაიმრათებოდა, ახლა კი მეეჭვება. ისე წარმართავენ წინასაარჩევნო კამპანიას. ხოლო თუ მაინც საჭირო გახდება მეორე ტურის ჩატარება, ვფიქრობ, ელისაშვილს უფრო მეტი შანსი აქვს გასვლის, ვიდრე ზაალ უდუმაშვილს. ელისაშვილი არ არის ასოცირებული არცერთ პარტიასთან, ამიტომ ისეთი ხალხი მისცემს ხმას, ვინც პოლიტიკაში არ არის ჩართული და მაგას პარტიებიც დაუდგებიან გვერდში, - ამბობს სოციოლოგი.

 

„რეზონანსი“

 



Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე
access_time2020-01-19 21:00:10
  რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ  მათ სურთ ფინანსური დამოუკიდებლობა.   თუ გავითვალისწინებთ, რომ პრინცმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს ტიტულზე, ამ პროცესს აქვს ორი მხარე   - ერთია, რომ უკვე ყოფილ პრინცს მკვეთრად შეუმცირდება დაფინანსება ოჯახიდან, მეორე კი - ამჟამად მას უკვე აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უფლება.   რას აირჩევენ ჰარი და...

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-19 16:00:49
სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან...


მსგავსი სიახლეები

up