შიდა ტურიზმზე კონცენტრირება სექტორს ვერ გადაარჩენს – ტურისტული კომპანიები ფრენების აღდგენას მოითხოვენ

შიდა ტურიზმზე კონცენტრირება სექტორს ვერ გადაარჩენს – ტურისტული კომპანიები ფრენების აღდგენას მოითხოვენ

access_time2020-08-20 10:00:58

„ფრენების მორიგი გადადება, ესაა პატარა კომპანიების გაკოტრება, გამორიცხულია ვინმემ ამ ხნით გაჩერებას გაუძლოს. შიდა ტურიზმზე რისთვის უნდა ვკონცენტრირდეთ, რომ ქართველებში ლარი მოვიგოთ?  ქართველებს  რა უნდა  მივყიდოთ და რა ფასად, ხედავთ ალბათ  რაც  ღირს  ქართული  ტურები,“ -ამის შესახებ „კომერსანტს“ ტურისტული კომპანია „ინტერკო თრეველის გენერალურმა მენეჯერმა ნინო მახვილაძემ განუცხადა.


როგორც ცნობილია, საქართველოს საავიაციო სივრცის გახსნა 1 ოქტომბრამდე არ იგეგმება, ამ ყველაფრის ფონზე ტურისტებზე მიმბული ბიზნესები და საზოგადოება სოციალური ქსელის მეშვეობით ღიად გამოხატავენ აღშფოთებას. ამას მოწმობს, ორი დღის წინ  flightradar-ის რუკაზე გამოსახული საქართველოს ცარიელი საჰაერო ზონა მაშინ, როდესაც დანარჩენი მსოფლიო აქტიურად ახორციელებს რეგულარულ ფრენებს. გარდა ამისა, ტურისტული კომპანიებისთვის მოლოდინისა და გეგმების მუდმივი გადავადების რეჟიმი უფრო რთული აღმოჩნდა. როგორც „კომერსანტს“ რამდენიმე  კომპანიამ განუცხადა, ისინი ბიზნესმიმართულების შეცვლას ფიქრობენ და მოლოდინიც კი არ აქვთ, რომ 1 ოქტომბერსაც აღდგება რეგულარული ფრენები.

 

„ქართველების  გაყვანა ქვეყნიდან ისედაც ცალკე  პრობლემაა იმიტომ, რომ დაბრუნებისას კარანტინში უნდა იყვნენ. ამიტომაც ყველა ავიაკომპანია  არ  დაეთანხმება იმას,  რომ იფრინონ ჩვენთან  ერთად .  სასაცილოა, როცა ამბობენ, რომ ტურისტები შეინიშნებაო.


ფრენების  აღდგენა უნდა მოხდეს უსწრაფესად,  რასაც სახელმწიფო არ აკეთებს. ფრენის გარეშე არ არსებობს  ტურიზმი, ტურიზმზე  მიბმულია ბიზნესის 80 პროცენტი - რესტორანი, კლუბი,  გართობა.  დღეს და უახლოეს მომავალში ჩათვალეთ, რომ ტურიზმში  არაფერი მოხდება. ავიაციის გარეშე ვერ ვიტყვით,  რომ ვინმე ამ სფეროში მოღვაწეობს,  უკვე სხვა ბიზნესებზე ვფიქრობთ,“ განმარტავს „ინტერკო თრეველის“ გენერალური მენეჯერი ნინო მახვილაძე.


„ფრენების მორიგი გადადება იგივეა რაც ადამიანს განგრენის საშიშროების გამო ფეხი მოაჭრან. მთელი  რეგიონის დახურვა გამკლავებას არ ნიშნავს, მერე იტყვიან პანდემიას კარგად  გავუმკლავდითო. გამკლავება იქნება თუ ყველას ჩაკეტავ, ციხეში ჩასვამ და საჭმელი სასმელი და შემოსავალი არ ექნებათ, მაგრამ Covid 19 არ მოკლავს,“ - ასე აფასებს მიმდინარე პროცესებს  „კავკასუს თრეველის“ დამფუძნებელი საბა კიკნაძე.



მისი თქმით, კომპანიებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ გაკრვეულ აქტივობებს სექტემბრიდან დაიწყებდნენ და წლის ბოლომდე სექტორში 10 პროცენტიანი ბრუნვა მაინც იქნებოდა , თუმცა ამ ეტაპზე ეს მოლოდინები და აქტივობები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.


„ტურისტულებმა რა დახმარებაც არ უნდა მოვითხოვოთ, არარეალისტურად მიგვაჩნია, რადგან მთავრობა ახლა ვერანაირ  დასუბსიდირებას ვერ მოახერხებს, არ  გააკეთებს. მთავრობა მთლიანად არჩევნების  უზრუნველყოფაზეა გადასული და არჩევნების დროს ლამაზად გამოსვლაზე ფიქრობენ. ამისთვის კი მზად არიან, რომ ყველაფერი ჩაკეტონ, ოღონდ თქვან,  რომ Covid 19- ს კარგად გაუმკლავდნენ. ჩვენ კი, რა პირით უნდა ვთხოვთ მათ, რომ აბსოლუტურად გაღატაკებულ და შიმშილის  პირას მყოფ ხალხზე  წინ ბიზნესი დააყენოს.


ხალხი და ტურისტული კომპანიები ოქტომბრის აქტივობებსაც გეგმავდა, ხლა ოქტომბერიც აღარ გამოვა, რადგან არავინ ჩამოვა. მანამდე კი სექტემბერიც დაგეგმილი ჰქონდათ- განმარტავს საბა კიკნაძე.


როგორც ცნობილია, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის და საერთაშორისო ტურიზმის გახსნა მთავრობის მიერ, 1-ელი ივლისიდან დაანონსდა. გაწერილი გეგმის თანახმად, ავიამომოსვლის აღდგენა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად.


თუმცა, საბოლოოდ საქართველომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება უკვე მეექვსედ, 1-ელ ოქტომბრამდე გადაავადა.

 

მარიამ მორგოშია

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up