შიდა ტურიზმზე იმედებს არ ვამყარებთ – Quadrum-ის მესამე სასტუმროს მშენებლობა პანდემიის გამო გადაიდო

შიდა ტურიზმზე იმედებს არ ვამყარებთ – Quadrum-ის მესამე სასტუმროს მშენებლობა პანდემიის გამო გადაიდო

access_time2020-06-26 11:30:52

გუდაურში მდებარე 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს Quadrum Ski and Yoga Resort-ის მესამე სასტუმროს მშენებლობა პანდემიის გამო გადაიდო. ამის შესახებ „კომერსანტთან“ სასტუმროს ხელმძღვანელმა ირაკლი ერისთავმა ისაუბრა.


„გუდაურში წელს ახალი კორპუსი  გავხსენით, სადაც საცურაო აუზი, სპა და სავარჯიშო დარბაზია განთავსებული, თუმცა პანდემიამ მოგვისწრო და ორივე სასტუმროს დაკეტვა მოგვიწია. პანდემიამ ჩვენი სამომავლო გაფართოების გეგმებიც შეცვალა. ვაპირებდით, რომ გუდაურში, სადაც მიწა გვაქვს, კიდევ უფრო გავფართოებულიყავით და მესამე სასტუმრო აგვეშენებინა, მაგრამ კორონავირუსმა ეს გეგმები ალბათ დიდი ხნით გადადო. ამ ეტაპზე არსებულ სასტუმროებზე ვართ ორიენტირებულები, რადგან წელს ან თუნდაც მომავალ წელს არსებულ სასტუმროებშიც კი არ ვიცით როგორი დატვირთვა გვექნება. ორივე კორპუსს  სავარაუდოდ ივლისში გავხსნით, მაგრამ ზაფხულზე დიდ იმედებს არ ვამყარებთ, თუმცა ვიმედოვნებთ რომ ზამთარი მაინც იქნება უფრო მშვიდი და ტურისტებით დატვირთული“, - განაცხადა ირაკლი ერისთავმა.


Quadrum-ის ხელმძღვანელმა არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ჯავშნები საერთოდ არ არის. მისი თქმით, იქედან გამომდინარე, რომ სასტუმრო უცხოელ დამსვენებლებზეა ორიენტირებული, შიდა ტურიზმზე დიდ იმედებს არ ამყარებს.



„ჯერჯერობით დახურულები ვართ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასტუმროს გახსნისთვის აუცილებელი რეკომენდაციების შესრულება, შემდეგ შეგვამოწმებენ და ვიმედოვნებთ რომ ივლისიდან უკვე გავიხსნებით. ჯავშნები საერთოდ არ არის, გვქონდა წინასწარი ჯავშნები, რა თქმა უნდა უცხოელი ტურისტებისგან, რადგან ჩვენ ძირითადად მათზე ვართ ორიენტირებულები, თუმცა ფრენების არარსებობის გამო ყველა ჯავშანი გაუქმდა. შიდა ტურიზმზე დიდ იმედებს არ ვამყარებთ, ერთადერთი ის დაგვრჩენია რომ საზღვრების გახსნას დაველოდოთ, თან არამარტო საქართველოში არამედ სხვა ქვეყნებშიც. შიდა ტურიზმის იმედი იმიტომ არ გვაქვს, რომ თუ გადავხედავთ წინა წლების სტატისტიკას ქართველები დამსვენებლების მაქსიმუმ 10% იყო. ჩვენი ძირითადი სტუმრები რუსი და უკრაინელი ტურისტები არიან, მათგან ჯავშნები ბოლო პერიოდშიც შემოდიოდა, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე, როცა ხედავენ რომ საზღვრების გახსნის რეალური თარიღი ამ დრომდე არ არის ცნობილი, რა თქმა უნდა აუქმებენ. ამ ეტაპზე მხოლოდ დეკემბერი-იანვრისთვის გვაქვს ჯავშნები, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით“, - განმარტა ირაკლი ერისთავმა.


გუდაურში Quadrum Ski & Yoga Resort-ის პირველი სასტუმრო 2017 წლის მარტში, ხოლო მეორე სასტუმრო 2020 წლის იანვარში გაიხსნა. სასტუმრო ხის კონტეინერებისგან არის დამზადებული.

 

ნინო თამაზაშვილი



თეგები:
Quadrum



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up