შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი მნიშვნელოვნად გაიზრდება - ლევან დავითაშვილი

შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი მნიშვნელოვნად გაიზრდება - ლევან დავითაშვილი

access_time2020-10-22 22:17:01

შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 2021-2024 წლებში 900 ჰექტრით გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაცაზე განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრის ინფორმაციით, 2021-2024 წლებში სეტყვისგან დამცავი სისტემების განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება შიდა ქართლის რეგიონში იგეგმება.

„ბუნებრივი მოვლენებით გამომდინარე რისკებიდან, კახეთისთვის განსაკუთრებით აქტუალური იყო სეტყვა, რაც 8 წლიანი მმართველობის პირობებში მნიშვნელოვანწილად გადაწყდა იმ სისტემით, რომელიც კახეთში ფუნქციონირებს და რომელსაც ოპერირებას თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფი „დელტა უწევს. ჩვენ გვაქვს სხვა რეგიონებიც, სადაც სეტყვის კუთხით გამოწვევები კვლავ დიდია. ამიტომ, შიდა ქართლის რეგიონისთვის დავამუშავეთ სისტემა, რომელიც დაკავშირებული იქნება თანამედრვე მეტეოროლოგიურ რადართან და რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდება. შედეგად, მომდევნო წლებში, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 900 ჰექტრით გაიზრდება“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, სახელმწიფო თანადაფინანსებების სახით დაეხმარება სეტყვის საწინააღმდეგო ინდივიდუალური სისტემების დამონტაჟებას.

ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის დარგის ეფექტიანი განვითარებისთვის დაგეგმილ ცალკეულ პროექტებზე ისაუბრა.

„ჩვენ გვესმის, რომ საგრანტო დახმარება კონკრეტულ მიმართულებებს სჭირდება. ეს არის აღებული მოსავლის დაბინავება, იაფი ფულადი რესურსები თუ ტექნიკური შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენ შევქმნით. ამისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი საინვესტიციო რესურსი. ჩვენ, უკვე დავიწყეთ მოსავლის ამღები ტექნიკის საგრანტო დაფინანსება, რის შედეგადაც ქვეყანაში კომბაინების პარკი გაიზარდა და ის დეფიციტი, რომელიც გვქონდა, გვახსოვს, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოგვყავდა ტექნიკა, დღეს აღარ არის. თუმცა, მომავალ წლებში, საჭიროა გაგრძელდეს თანადაფინანსება ამ მიმართულებით. ჩვენ, დარწმუნებული ვართ, რომ მრავალი ფერმერი ისარგებლებს ამ პროგრამით და ეს არ ეხება მხოლოდ მარცვლეული კულტურების ამღებ კომბაინების თანადაფინანსებას, არამედ ყველა იმ ტექნიკის, რომელიც საჭიროა მოსავლის დაბინავებისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





Glovo მიტანის სერვისის შემდეგი თაობის, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს

Glovo მიტანის სერვისის შემდეგი თაობის, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს
access_time2020-12-01 09:55:23
•             ყველა საცალო და სასურსათო პროდუქტის მიწოდება ოცდაათ წუთზე ნაკლებ დროში განხორციელდება თბილისი, 2020 წლის 26 ნოემბერი: ბარსელონაში დაარსებული ტექნოლოგიური კომპანია Glovo, ახალი ბიზნეს განყოფილების, Q-Commerce-ის დაწყებას აანონსებს. ესაა მესამე თაობის კომერცია, რაც გულისხმობს ოცდაათ წუთში ან უფრო ნაკლებ დროში ყველაფრის მიწოდებას ქალაქებში.   Glovo საცალო და...

„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?

„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები  თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?
access_time2020-12-01 10:50:13
ბრიტანელმა ექსპერტებმა გამოსცეს რეკომენდაციები, რომელშიც აღინიშნა, რომ აუცილებელია იმ პროდუქტების მიღება,რომელშიც D ვიტამინი და ომეგა 3 ჭარბობს, რათა გაძლიერდეს იმუნური სისტემა,განსაკუთრებით, ვირუსული ინფექციის დროს. ექსპერტების ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ დაბალანსებულმა,ჯანსაღმა კვების რაციონმა შეიძლება გააუმჯობესოს ორგანიზმის ამტანობა პატარებში,გაზარდოს იმუნური წინააღმდეგობა ვირუსის მიმართ და ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ...

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური
access_time2020-12-01 11:00:48
„ეს ყველაფერი ძალიან არაჯასაღად გამოიყურება. ჩემი სარესტორნო სივრცე ისედაც ერთადგილიანი იყო, სხვები კი მაქსიმალურად დაშორებული მაგიდებით.  დაცული იყო ყველა რეგულაცია ისევე, როგორც უმეტეს დაწესებულებაში, მაგრამ მაინც მოვყევი ამ პროცესებში,“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ რესტორატორმა, შეფ კონსტანტინე თედელურმა ისაუბრა. შეფ კონსტანტინეს ერთმაგიდიანი ბუტიკური რესტორანი - „შეფ კონსტანტინე თედელური“, ასევე Graph Sandwich IV და კრწანისის რეზიდენციის...

არანაირად არ ველოდით აუზების დახურვას, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადის - ვაკის საცურაო აუზი

არანაირად არ ველოდით აუზების დახურვას, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადის - ვაკის საცურაო აუზი
access_time2020-12-01 12:00:15
„არც ველოდით აუზების დახურვას, რადგან მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ წყლით კორონავირუსი არ გადადის. ეს ყველაფერი არ ყოფილა ჩვენთან გავლილი და კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა,“ - საცურაო აუზების კიდევ ორი თვით დახურვის შესაძლო შედეგებსა და მიზანშეწონილობაზე „კომერსანტს“ ვაკის საცურაო აუზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ესაუბრნენ. როგორც უკვე ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნესცენტრები და...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-30 21:00:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „არ შეიძლება ადამიანებს ცხოვრება აუკრძალო, ეს კატასტროფა და სრული სიგიჟეა, კომუნიზმია“     საქართველოში უკვე მორედ, საქართველოს მთავრობამ კარანტინი გამოცხადა, ოფიციალურად ხელისუფლებამ წერტილოვანი შეზღუდვები აამოქმედა თუმცა, მათი გადაწყვეტილებით ქვეყანა რეალურად ისევ...


მსგავსი სიახლეები

up