შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, სტიქიისგან დაზარალებული ფერმერები დახმარებას იღებენ

შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, სტიქიისგან დაზარალებული ფერმერები დახმარებას იღებენ

access_time2019-08-10 11:09:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID-ის პროექტს „ზრდა საქართვლოში“ და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სტიქიისგან დაზარალებული ფერმერები დახმარებას იღებენ.



მიმდინარე წლის მაისის ბოლოს, შიდა ქართლში, ძლიერი სეტყვის შედეგად, საგანგებო ვითარება შეიქმნა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მოსავალი სრულად გაუნადგურდა.



აღნიშნულ რთულ ვითარებაში, ქართულმა მხარემ მხარდაჭერა აშშ-ის მთავრობის მხრიდან მიიღო. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა“ ფარგლებში, გორისა და ქარელის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განახლებას შეძლებს.



36 სოფელში, 8,500-ზე მეტ ფერმერს დაურიგდებათ საბანკო ბარათები, სადაც დარიცხული თანხა ქულების სახით აისახება; თანხის ფულად განაღდება შეუძლებელია.



დაზარალებული ფერმერები დახმარებას იღებენ მაქსიმუმ 5 ჰექტარის ოდენობაზე. ბარათზე დასარიცხი თანხის დაანგარიშება მოხდება ჰექტრების პროპორციულად: 0.5 ჰა-ჩათვლით - 225 ლარი, 0.5 ჰა-დან 5-ჰას ჩათვლით - 450 ლარი.




ბარათით სარგებლობა შესაძლებელია გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების განსაზღვრულ მაღაზიებში, რომელთა ჩამონათვალს ფერმერები საბანკო ბარათებთან ერთად იღებენ.


აღნიშნულ მაღაზიებში ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ სათესლე, საჩითილე და სანერგე მასალები, ასევე მცენარეთა მოვლის და დაცვის საშუალებები, რომლებიც დარეგისტრირებულია და ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე აკმაყოფილებს ამერიკის მთავრობის მიერ დადგენილ უსაფრთხოების ნორმებს.
ამავე ბარათზე დარიცხული ქულებით ფერმერებს შეუძლიათ მიიღონ სამელიორაციო მომსახურებაც.



დამატებითი ინფორმაციისათვის, მიმართეთ ადგილობრივ გამგეობებს და ა(ა)იპ „სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ რეგიონული სამსახურების ოფისებს.


(R)





მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში

მამუკა ხაზარაძე - არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში
access_time2019-09-20 21:45:06
არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.   „ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე...

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან

როგორ აგდებს ჩინეთი რუსეთს შუა აზიიდან და კავკასიიდან
access_time2019-09-20 18:30:30
გავლენიანი რუსული ინტერნეტ-გამოცემა gazeta.ru ანალიტიკოსების მოსაზრებას აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის მნიშვნელობა როგორც სავაჭრო პარტნიორის და ინვესტორის შუა აზიასა და კავკასიაში საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ეს რეგიონების, გარკვეულწილად მოსკოვს და პეკინს შორის ბრძოლის არენა გახადა.ყაზახეთი, ყირგიზეთი, და უზბეკეთი არიან საკვანძო ქვეყნები ჩინეთის ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა, რომლის მიზანიცაა ჩინური ტვირთების ნაწილის...

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა

m2-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა
access_time2019-09-20 16:05:42
20 სექტემბერს, 13:00 საათზე, დეველოპერულმა კომანია „m2 უძრავი ქონებამ“ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ პირველი ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონია გამართა. ცერემონიას ესწრებოდნენ m2-ის, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის, ადგილობრივი მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერთიფიკატები. ასევე მოხდა მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. ამიერიდან, ისინი m2-ის დიდი...

ირაკლი ლექვინაძე: „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“

ირაკლი ლექვინაძე:  „წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში“
access_time2019-09-20 16:30:57
„წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმით შრომის კოდექსში ცვლილებებს ექნება ბევრად ნეგატიური შედეგები, ვიდრე ის მოლოდინები და მიზნები, რომლებიც ჩადებულია მასში“ - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. ...

10 კომპანია, რომელმაც„ქართულ ოცნებას“ ბოლო 5 თვეში 100 ათასი ლარი შეწირა

10 კომპანია, რომელმაც„ქართულ ოცნებას“ ბოლო 5 თვეში 100 ათასი ლარი შეწირა
access_time2019-09-20 19:00:20
2019 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სამ ქალაქში (ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში) საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. როგორც ყველა არჩევნების წინ, ახლაც, მმართველი პარტიის შემწირველები ქართულ ოცნებას 10-ეულობით ათას ლარს ურიცხავენ. ბოლო 5 თვეში ქართულ ოცნებას 100 ათასი ლარი 10-მა კომპანიამ შეწირა. ...


მსგავსი სიახლეები

up