შიდა ქართლის რეგიონში ფერმერები ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების დეტალებს გაეცნენ

შიდა ქართლის რეგიონში ფერმერები ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების დეტალებს გაეცნენ

access_time2020-05-23 12:30:46

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად, რეგიონებში შეხვედრებს მართავენ და ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების დეტალებს ფერმერებს აცნობენ.

შიდა   ქართლის რეგიონში  ფერმერებს მხარის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს  საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი შეხვდნენ.

ნატალია ხარატიშვილმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“  ფარგლებში შემუშავებული როგორც პირდაპირი, ასევე  სექტორული მიმართულების პროგრამებზე ისაუბრა და ფერმერებს დეტალურად გააცნო როგორც პროგრამების მნიშვნელობა, ასევე ის ტექნიკური დეტალები, რაც ფერმერებმა პროგრამით სარგებლობისთვის უნდა იცოდნენ.

როგორც მხარის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ფერმერმა ისარგებლოს იმ მხარდაჭერით, რასაც სახელმწიფო მათ სთავაზობს. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა არაერთ პროგრამას ითვალისწინებს. პროგრამებით სარგებლობის შემთხვევაში, 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერი 850-დან 1700 ლარამდე დახმარებას მიიღებს.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ პრეზენტაცია საქართველოს ყველა  რეგიონში გაიმართება.





ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ

ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ
access_time2020-06-02 10:00:01
სამოთხე დედამიწაზე-ასე უწოდებენ მოლაშქრეები ტობავარჩხილის ტბებს. დაუვიწყარ ადგილს საქართველოში, რომელის ულამაზესი, ველური და ხელშეუხები ბუნება ნებისმიერი მნახველის აღტაცებას იწვევს. რეალობად ქცეულ ზღაპარს, ყოველწლიურად უამრავი ქართველი თუ უცხოელი ტურისტი სტუმრობს. მიუხედავად იმისა, რომ ტბამდე მისაღწევად, შესაძლოა ტურისტს სამი დღე დასჭირდეს ეს ურთულესი მარშუტი ერთ-ერთი მიმზიდეველი ადგილია, ადგილი რომლის პოპულარობაც ყოველწლიურად იზრდება. ტობავარჩხილის ტბებისაკენ ერთ-ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-01 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახალი მიწოდების ჯაჭვი იქმნება, საქართველო მზად უნდა იყოს - ამერიკის სავაჭრო პალატა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მოსალოც წერილში 26 მაისს...

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა

1 ივნისი - ქართული ლარი გამყარებას განაგრძობს, სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-01 19:15:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ

 Die Zeit: პანდემიის დროს რუსები ფარულად მუშაობენ
access_time2020-06-01 20:00:35
რუსეთი პრეზიდენტის მკაცრ საკარანტინო ზომებს აქებს, თუმცა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ წესების დაცვით ცხოვრება შეუძლებელია. ამიტომაც, ადამიანები მუშაობას არალეგალურად აგრძელებენ.მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში  სილამაზის ერთ-ერთი სალონის თანამშრომლები სამსახურში ფარულად დადიან.    „ჩვენ სიფრთხილის ყველა...

„თიბისი ბანკი“ სათავო ოფისს დათქმულ ვადებში ააშენებს

„თიბისი ბანკი“ სათავო ოფისს დათქმულ ვადებში ააშენებს
access_time2020-06-02 10:45:19
„თიბისი ბანკის“ ახალი სათავო ოფისის შენობის მშენებლობის 52%-ი დასრულებულია. საუბარია, რკინა-ბეტონის სამუშაოებზე, რომელიც  სრულად 2021 წლის ზაფხულში დასრულდება. „თიბისი ბანკში“ აცხადებენ, რომ COVID-19 პანდემიამ გარკვეულწილად გავლენა იქონია მშენებლობაზე და მასალების მოწოდებაზე, თუმცა,მათი განმარტებით მშენებლობა ძირითადი პერიოდის განმავლობაში შეუჩერებლად მიმდინარეობდა. „კომერსანტის“ კითხვაზე ხომ არ გადაიწია მშენებლობის დასრულების ვადამ, საფინანსო ინსტიტუტში...


მსგავსი სიახლეები

up