შიდა ქართლის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

შიდა ქართლის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

access_time2022-05-21 09:24:24

ვალერიან მჭედლიძემ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტი დატოვა.

როგორც მჭედლიძემ თავად განაცხადა, მუშაობას კვლავ საჯარო სამსახურში, გარემოს დაცვის მიმართულებით გააგრძელებს.

საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები არ გაკეთებულა.

ვალერიან მჭედლიძე რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორის პოზიციაზე ერთი წლის წინ, 2021 წლის მაისში დაინიშნა.


ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტს, მანამდე კი, მხარის რწმუნებულის მოვალეობას პირველი მოადგილე, სიმონ გულედანი შეასრულებს.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"




ევროკომისია საგანგებო გეგმაზე მუშაობს - „რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხებისა და სრული შეწყვეტისთვისაც კი უნდა მოვემზადოთ“

ევროკომისია საგანგებო გეგმაზე მუშაობს - „რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხებისა და სრული შეწყვეტისთვისაც კი უნდა მოვემზადოთ“
access_time2022-07-06 17:43:29
„ბუნებრივი აირის მიწოდების შემდგომი შეფერხებისა და რუსული ბუნებრივი აირის სრული შეწყვეტისთვისაც კი უნდა მოვემზადოთ, - აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ლაიენმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკასთან დაკავშირებით ევროკომისია საგანგებო გეგმაზე მუშაობს, რომელსაც ივლისის თვის შუა რიცხვებისთვის...

6 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

6 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2022-07-06 17:30:27
ეროვნული ბანკის მიერ 6 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.28 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9038 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.95%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.9105 იყო. თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.25 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 1.24%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი...

დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ

დავით ნარმანია - ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ
access_time2022-07-06 15:00:00
ჩვენ ამ ეტაპზე, რუსეთიდან ელექტროენერგიას პრაქტიკულად არ ვიღებთ, ვინაიდან ბოლო თვეების განმავლობაში კარგი გამომუშავება გვაქვს და პირიქით, ელექტროენერგია თურქეთში ექსპორტზე გადიოდა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, ელექტროენერგიის ექსპორტი ძირითადად, მაის-ივნისის პერიოდში...

საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - რომელი სესხები უფრო გაძვირდა?

საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - რომელი სესხები უფრო გაძვირდა?
access_time2022-07-06 16:00:00
2022 წლის მაისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 18.1%-ით გაიზარდა და 43.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიმოხილვაშია აღნიშნული. სებ-ის ინფორმაციით, სესხების ზრდა მეტწილად ლარით დაკრედიტების ზრდამ განაპირობა. ლარით დაკრედიტება წლიურად 21.8%-ით გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 9.9 პპ წვლილი...

„ვენდისში“ კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია

„ვენდისში“ კრიპტოვალუტით გადახდა უკვე შესაძლებელია
access_time2022-07-06 12:55:27
„ვენდის“ საქართველოს წარმომადგენლობა ერთგულ მომხმარებელს უკვე კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობას აძლევს. ამერიკული რესტორნების ქსელში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ვენდის“ რესტორანი პირველი ობიექტია, სადაც კრიპტომფლობელები ნებისმიერ მენიუს 5 ტიპის კრიპტოვალუტით შეიძენენ. უახლოეს დროში გადახდა კრიპტო ელექტრონული საფულედან „ვენდისა“ და „დანკინის“ სრულ ქსელში იქნება შესაძლებელი ეროვნული ვალუტის ექვივალენტი საუკეთესო კურსით. ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ პირველი საცალო ქსელია...


მსგავსი სიახლეები

up