შეთანხმების ბოროტად გამოყენება; ურთიერთშეთანხმების პროცედურები; ანგარიშგების რეპორტები - ვალდებულებები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს

შეთანხმების ბოროტად გამოყენება; ურთიერთშეთანხმების პროცედურები; ანგარიშგების რეპორტები - ვალდებულებები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს

access_time2018-11-09 12:00:05


რადიო „კომერსანტისა“ და აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ ერთობლივ პროექტში, გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“, საქართველოში, საერთაშორისო დაბეგვრის საკანონმდებლო ნორმების შესახებ ისაუბრეს. გადაცემის წამყვანის, „გრანთ თორნთონის“ ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელის, პაატა შურღაიას კითხვებს, ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო დაბეგვრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიამ ხურციძე პასუხობდა.



მარიამ ხურციძის თქმით, Doing Business-ის რეიტინგში ბიზნესის სიმარტივის კუთხით საქართველოს დაწინაურების ერთ-ერთი მიზეზი გამარტივებული ადმინისტრირების პროცედურებია. „ინდექსი მრავალი კომპონენტისგან შედგება, ერთ-ერთი სწორედ გადასახადებია, 2018 წელს ბევრად უფრო გამარტივდა დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების პროცედურა. როდესაც კომპანია რეგისტრირდება, მას უკვე საჯარო რეესტრში შეუძლია დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდეს, ადრე შემოსავლების სამსახურში სჭირდებოდა მისვლა. ამ ცვლილებებით კი ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი აღნიშნული პროცედურის გატარება. ამდენად, მრავალმხრივ კომპონენტებთან ერთად, როგორც საგადასახადო, ისე ადმინისტრირების კუთხით, ინდექსში დადებითად იქნა შეფასებული საქართველო და შესაბამისი რეტინგიც დავიმსახურეთ,“- ამბობს მარიამ ხურციძე.



მარიამ ხურციძემ მიმოიხილა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ შემუშავებული დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (Base Erosion and Profit Shifting - BEPS) სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 15 სავალდებულო ღონისძიებას. პროგრამის ინიცირება დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრების მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა.



„2016 წლის თებერვალში, BEPS -ის პროექტის იმპლემენტაციის მიზნით, შეიქმნა BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმა (BEPS Inclusive Framework), რომელიც შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ ქვეყნებსა და იურისდიქციებს თანასწორუფლებიან საფუძველზე ჩაერთონ BEPS-ის პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში. ინკლუზიურ პლატფორმას საქართველო 2016 წლის ივნისში შეუერთდა. სამოქმედო გეგმა, სხვადასხვა თემებს ეხება: შიდა პოლიტიკა, შეთანხმების ბოროტად გამოყენება ; ურთიერთშეთანხმების პროცედურები; ანგარიშგების რეპორტები და ა.შ. საქართველოს, როგორც ინკლუზიური პლატფორმის წევრს ქვეყანას, გააჩნია ვალდებულება დანერგოს BEPS-ის ფარგლებში შემუშავებული ოთხი ძირითადი მე-5, მე-6, მე-13 და მე-14 სტანდარტები, რაც გულისხმობს : საზიანო საგადასახადო პრაქტიკის აღმოფხვრას ; საგადასახადო შეთანხმებების ბოროტად გამოყენების აღკვეთას; ქვეყნების მიხედვით სტანდარტიზებული ანგარიშგებას; საგადასახადო შეთანხმების ფარგლებში წარმოშობილი დავების გადაჭრის ეფექტიანობის გაუმჯობესებას; ორგანიზაციის მიერ მე-15 გეგმის შემოტანა მრავალმხრივი საგადასახადო ინსტრუმენტის შექმნას გულისხმობს, რაც ნიშნავს იმას,რომ თუ ქვეყანა მიუერთდება ამ ინსტრუმენტებს, მეტნაკლებად გამოდის,რომ მას მე-6 სტანდარტიც უკვე დაკმაყოფილებული აქვს, „ - ამბობს მარიამ ხურციძე.
მარიამ ხურციძის თქმით, კონვენცია მრავალმხრივია და რთულია დაბეგვრის კუთხით გამოყენების თვალსაზრისით, თუმცა კონვენციამ აქაც დაუშვა მინიმუმი სტანდარტი.




„კონვენციას არც ერთი ქვეყანა არ მიერთებია სრულად, მათ შორის OECD-ის ქვეყნებიც. ამ კონვენციის ამოსავალი წერტილი არის ის,რომ კომპანიები არ იყვნენ აგრესიულ საგადასახადო დაგეგმვაში ჩართული, სახელმწიფოს ეძლევა ბერკეტები,რომ უფრო მეტად გააკონტროლოს ეს სფერო და სამართლიანად აღკვეთოს დარღვევები. მინიმუმ სტანდარტებს შორისაა დავების გადაჭრა. მე-14 სამოქმედო გეგმა დავების გადაჭრის ეფექტიანი გზას ეხება, ესაა დავები, რომლებიც წარმოიშობა ორმაგი დაბეგვრიდან, ქვეყანა იღებს ვალდებულებას,რომ რაც შეიძლება დროულად, სწრაფად და ეფექტიანად იყოს აღნიშნული დავები გადაჭრილი.



აქამდე იყო ისეთი პრინციპი, რომ გადასახადის გადამხდელს პრობლემის არსებობის შემთხვევაში თავის სახელმწიფოსთვის უნდა მიემართა, ამ ცვლილებით კი, მას შეუძლია არამარტო თავის ქვეყანას, არამედ საქართველოს საგადასახადო ორგანოს მიმართოს.“



მე-5 სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს პრეფერენციული საგადასახადო რეჟიმების აღმოფხვრას. არსებული სტანდარტის გათვალისწინებით საქართველოში უკვე შეფასდა პრეფერენცირებული რეჟიმები და შემოწმდა ისინი. მარიამ ხურციძის თქმით, არცერთი არ შეიცავს საზიანო ნიშნებს.



„ რაც შეეხება მე-13 სამოქმედო გეგმას, იგი ითვალისწინებს ქვეყნების მიხედვით სტანდარტიზებული ანგარიშგებას, ინფორმაციის გაცვლას. მაგალითად, თუ 750 მილიონიანი მულტინაციონალური კომპანია არის ქვეყანაში დაფუძნებული, ქვეყანას აქვს ვალდებულება, რომ გაცვალოს ინფორმაცია სხვა ქვეყანასთან და ჩვენც ასევე, ნაცვალგების საფუძველზე მივიღებთ ინფორმაცია სხვა ქვეყნისგან,“ - ამბობს განაცხადა მარიამ ხურციძე.


კომერსანტი





კრემლი დონბასში რუსული პასპორტების დარიგებას იწყებს - რა იქნება ხვალ?

კრემლი დონბასში რუსული პასპორტების დარიგებას იწყებს - რა იქნება ხვალ?
access_time2019-04-25 20:30:24
24 აპრილს ვლადიმერ პუტინმა  ხელი მოაწერა ბრძანებას დონეცკის და ლუგანსკის არაღიარებული რესპუბლიკების მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გამარტივებული წესებით დარიგების თაობაზე. დადგენილებაში ნათქვამია, რომ განაცხადების განხილვის პროცედურა  3 თვემდე შემცირდა და წესები იქნება გაცილებით უფრო მარტივი, ვიდრე ჩვეულებრივად - მოქალაქეობის მისაღებად არ იქნება აუცილებელი სპეციალური გამოცდის ჩაბარება და რუსეთში 5 წლის მანძილზე...

გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ

გერმანული Deutsche Bank და Commerzbank გაერთიანებაზე ვერ შეთანხმდნენ
access_time2019-04-25 19:30:07
გერმანიის ორი უმსხვილესი ბანკი გაერთიანდებაზე ვერ შეთანხმდა. როგორც Deutsche Bank-ის და Commerzbank-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ უკვე დაასრულეს შესაძლო გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები. როგორც კომპანიების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში წერია, ანალიზის შედეგად მხარეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს გაერთიანება ბანკებს სარგებელს არ მოუტანდა. შედეგად ორივე ბანკმა გადაწყვიტა დაესრულებინათ დისკუსიები. გერმანიის ხელისუფლება, რომელიც...

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა - უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ

კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში განაშენიანების ახალი, სამი პროექტი წარადგინა -  უარის შემთხვევაში პასუხს გასაჩივრებთ
access_time2019-04-25 16:30:20
კუს ტბის ადმინისტრაციამ მერიაში ტერიტორიის განაშენიანების ახალი გეგმა წარადგინა. სივრცის მოწყობის გენერალური გეგმა, რომელიც დედაქალაქის მთავრობაში თითქმის ერთი წლის  წინ შევიდა, დღემდე გაჩერებულია. როგორც კომერსანტს კუს ტბის გენერალურმა დირექტორმა ნინო ბადაგაძემ განუცხადა, დღემდე უცნობია, რა მიზეზით არის გაჩერებული წინა, მასშტაბური  პროექტი. ამჟამად კი  მერიას  ცალ-ცალკე, სამი დამოუკიდებელი პროექტი...

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება

არქიმანდრიტი კირიონი - რაც ხალხი აღელდა, საგარეომ და შსს-მ გამოიღვიძა, დამპირდნენ, რომ ხვალისთვის დავით გარეჯში პრობლემა მოგვარდება
access_time2019-04-25 15:31:13
სულ გვაწყნარებენ, გეგონება ჩვენ გიჟები ვართ,  და ეგენი ჭკვიანები და მშვიდები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა განუცხადა, რითაც ემოციური ქმედებებისა და განცხადებების თავშეკავებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწოდებას უპასუხა. არქიმანდრიტი ამბობს, რომ მას ჰქონდა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და დაპირდნენ, რომ ხვალისთვის პრობლემა, რომელიც დავით გარეჯშია შექმნილი, მოგვარდება. „უცხო სახელმწიფო რომ ჩაკეტავს ჩვენს...

მონღოლეთში ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)

მონღოლეთში  ქართული სახლის გახსნა იგეგმება - რა პოტენციალი აქვს და რატომ უნდა დაინტერესდნენ ქართველი ბიზნესმენები მონღოლური ბაზრით (ინტერვიუ მონღოლეთში სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელთან)
access_time2019-04-25 17:30:28
უკვე ერთი წელია საქართველო მონღოლეთთან სავაჭრო ურთიერთობით და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვით...


მსგავსი სიახლეები

up