შიდა ფრენებზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია

შიდა ფრენებზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია

access_time2018-07-12 15:06:05

საქმე ეხება მომავალი 4 წლის განმავლობაში შიდა ავიარეისების სუბსიდირებას, რაზეც უწყებამ 49,67 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ტენდერის შედეგად კი უნდა შერჩეულიყო ის კომპანია, რომელიც უწყების მიერ განსაზღვრულ მიმართულებებზე, მის მიერვე დადგენილი გრაფიკითა და პირობებით მგზავრთა საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანას მოემსახურებოდა.


 

ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას უნდა უზრუნველყო მგზავრთა გადაყვანა ერთი არანაკლებ 15-ადგილიანი და ერთი არანაკლებ 30-ადგილიანი საჰაერო ხომალდით. სულ კი 4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით 2248 რეისი, საშუალო ზომის საჰაერო ხომალდით კი 2487 რეისი უნდა შეასრულოს.


 

ატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეისები უნდა შესრულებულიყო მესტია - ქუთაისი - მესტია; ნატახტარი-მესტია - ნატახტარი; ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი და თბილისი - ბათუმი - თბილისის მიმართულებით. ავიაბილეთების რეალიზაცია კი შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ფასით უნდა განხორციელებულიყო.



 

აღსანიშნავია, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე შიდა რეისებს ასრულებს ავიაკომპანია „აკ -ეარ ჯორჯია“. მანამდე შიდა ფრენებს რამდენიმე კომპანია ახორციელებდა.

 

 


Bpn.ge






საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up