შეზღუდვის მიუხედავად, ბანკები სადაზღვევო პოლისების შეძენისას საკომისიოს მაინც იღებენ - IU

შეზღუდვის მიუხედავად, ბანკები სადაზღვევო პოლისების შეძენისას საკომისიოს მაინც იღებენ - IU

access_time2020-09-14 17:30:11

არაპროფილური აქტივების ფლობის საკითხი საფინანსო სექტორში დღის წესრიგიდიან არ მოხსნილა, - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ „დაზღვევის კავშირის“ თანათავმჯდომარე ვასილ ახრახაძე.


მისი ინფორმაციით, არაპროფილური აქტივების შეზღუდვის დარეგულირებისკენ პირველი ნაბიჯი გასული წლის 1-ელი ნოემბრიდან მეტ-ნაკლებად გადაიდგა, როცა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა ახალი დადგენილება, რითიც საბანკო არხებით გაყიდული სადაზღვევო პოლისებიდან საკომისიოს მიღება შეიზღუდა.


ახრახაძის განცხადებით, ეს რეგულაცია საკმარისი არ არის, რადგან ბანკებმა სხვა გამოსავალი მოძებნეს და დაზღვევის პოლისებში ფიქსირდებიან არა როგორც დამზღვევები, არამედ როგორც ბენეფიციარები. შესაბამისად, საკომისიოს მაინც იღებენ.


„დადგენილებაში ბანკი არ წერია, განმარტებულია, რომ დამზღვევი და სადაზღვევო აგენტი, ანუ საკომისიოს მიმღები არ შეიძლება ერთი და იგივე პირი იყოს. კანონმდებლობით, დამზღვევი არის პირი ან ორგანიზაცია, რომელიც იხდის სადაზღვევო პრემიას და არ შეიძლება ამავე დროს იყოს საკომისიოს მიმღები, ანუ სადაზღვევო აგენტი. ამას ადრე ბანკები დაუფარავად აკეთებდნენ, როდესაც კლიენტს ახდევინებდნენ თანხას იმ უზრუნველყოფის დასაზღვევად, როდესაც კრედიტი უნდა გაცემულიყო. ტარიფსაც თვითონ უდგენდნენ და შემდგომ მიღებული შემოსავლიდან საკომისიოს ოდენობასაც თვითონ უდგენდნენ. ეს კი კლიენტმა არ იცოდა,“ - აცხადებს ახრახაძე.



მისი ინფორმაციით, დღეს საკითხის კარგად დარეგულირებისთვის დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ისევ მუშაობს.


„ვირუსის შემთხვევაში, როდესაც შეხვედრები შეზღუდულია, მათ შორის კლიენტებთან, ბანკები და ბანკებთან ასოცირებული სადაზღვევო კომპანიები უფრო მეტად მომგებიან სიტუაციაში არიან. ისინი პროგრამულადაც ინტეგრირებულები არიან აფილირებულ სადაზღვევო კომპანიასთან და ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე სთავზობენ კლიენტს მხოლოდ ერთ სადაზღვევო კომპანიას. შესაბამისად, ამ სიტუაციაში კიდევ უფრო რთულია რაიმე ალტერნატივის მოძიება კლიენტისთვის.


ამიტომ მსესხებელი იძულებული ხდება დათანხმდეს შექმნილ სიტუაციაში იმ ერთადერთ შემოთავაზებას, რომელსაც ბანკი, საკრედიტო ოფიცერი მას სთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა უფრო დამძიმებულია, რითიც ხეირობს ისევ და ისევ ბანკი და მასთან დაკავშირებული სადაზღვევო კომპანია,“ - აცხადებს ვასილ ახრახაძე.


მისი ინფორმაციით, ჯობდა საკითხი დროულად გადაწყვეტილიყო, რადგან შექმნილ სიტუაციაში ფაქტია, რომ ის კომპანიები, ვის უკანაც ბანკი არ დგას და ბაზარზე დამოუკიდებელ სადაზღვევო კომპანიებად ოპერირებენ, კლიენტს სთავაზობენ უფრო მეტ თავისუფალ არჩევანს, უფრო მეტად არიან ვირუსის პერიოდში შესაძლებლობას მოკლებულნი რომ კლიენტთან პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ. შესაბამისად, მათთვის, ნებისმიერი კლიენტი, რომელიც ბანკში კრედიტის ასაღებადაა მისული, დაკარგული კლიენტია.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up