შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად ტურისტების რაოდენობა იზრდება - როგორ აფასებს სასტუმრო ბიზნესი საკოორდინაციო საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებას

შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად ტურისტების რაოდენობა იზრდება - როგორ აფასებს სასტუმრო ბიზნესი საკოორდინაციო საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებას

access_time2021-06-18 20:20:00

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას უცხოქვეყნის 10 წლამდე ასაკის მოქალაქეებისათვის PCR ტესტის მოთხოვნისგან გათავისუფლების შესახებ სასტუმროების მენეჯერები დადებითად აფასებენ. 


ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქებით უცხოეთიდან საქართველოში განსაკუთრებით საოჯახო ტურები გაიზრდება.


„გუშინდელი დაანონსებული გადაწყვეტილება დადებით სურათს ორ კვირაში შექმნის. ეს სიახლე და ცვლილება ჩვენ ივლისის დასაწყისში დაგვეწევა, რაც ნიშნავს, რომ ეს კიდევ უფრო გაამყარებს ზაფხულის ტურისტული სეზონის სტაბილურობას.


რაც შეეხება ბავშვებისთვის ტესტირებას მოთხოვნის მოხსნას, ეს საშუალებას მოგვცემს ვიზიტორებმა უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ საოჯახო მოგზაურობაზე, რაც მინიმუმ 2, 3 ადამიანით ზრდის ვიზიტორთა რაოდენობას ქვეყანაში და პროპორციულად ზრდის შემოსავლებს, რომელსაც ისინი შემოიტანენ როგორც სასტუმროებში, ასევე რესტორნებსა და ა.შ. ამიტომ შეზღუდვის მოხსნის შედეგად წარმოქმნილი მოლოდინი რა თქმა უნდა დადებითად აისახება ტურიზმის ბაზარზე.“-აცხადებს მაია მახათაძე სასტუმრო „ადამოს“ მმართველი.


მაია მახათაძის განცხადებით, რეგულაციების შემსუბუქების, მათ შორის სახმელეთო საზღვრების გახსნის შემდეგ იზრდება ჯავშნების რაოდენობა.



„სასტუმროს ნომრები დაჯავშნილია, ჯავშნები გრძელ ვადაზე არ კეთდება, რადგან მოგზაურობა ჯერჯერობით დამოკიდებულია ავიარეისის სიმყარეზე, PCR ტესტის პასუხზე გამომგზავრებამდე, ამიტომ გრძელი ვადით გარანტირებულად არ იჯავშნება, ჯავშნების რაოდენობა უფრო მატულობს გამომგზავრებამდე, თარიღთან ახლოს. რა თქმა უნდა ეს კარგი სიურპრიზიც არის, რადგან სასტუმროში ვიცით, რომ გარდა გრძელვადიანი ჯავშნებისა საკმაოდ აქტიურია ბოლო წუთის ჯავშნები, რომელიც 10, 15%-ს შეადგენს. ეს მუდმივად ცოცხალი პროცესია, რაც სტუმარმასპინძლობის ბიზნესს განვითარებაში გვეხმარება.“-აცხადებს მაია მახათაძე.


რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ გაზრდილ ტურისტულ ნაკადზე საუბრობს სასტუმრო Best Western-ის წარმომადგენელი ქეთი მიქაშავიძე.


„რაც უფრო მსუბუქდება რეგულაციები მით უფრო ვხედავთ ტურიზმის ზრდის ტენდენციას. შესაბამისად ყოველი შემდეგი ნაბიჯი რომელიც გადადგმულია იმ მიზნით რომ ტურისტს გავუადვილოთ ქვეყანაში შემოსვლა, რა თქმა უნდა ავტომატურად იწვევს ტურისტების რაოდენობის გაზრდას.


შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოთხოვნა იზრდება სასტუმროებზე, განსაკუთრებით კი რეგიონებში. შიდა ტურიზმიც ამოძრავდა, ასევე ყოველკვირეულად იზრდება უცხოელ ტურისტთა ჯავშნები. განსაკუთრებით სწრაფად გაიზარდა ტურისტთა რაოდენობა ყაზახეთიდან და ამას ხელი შეუწყო ახალმა ავიარეისებმა. დიდი მოთხოვნაა ჩვენს სასტუმროებზე იმ ქვეყნებიდან სადაც საქართველოს პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვს.“-განაცხადა ქეთი მიქაშავიძემ.


ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.




თეგები:
ტურისტებ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up