შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით 24 იანვარს თბილისში რამდენიმე აქცია გაიმართება

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით 24 იანვარს თბილისში რამდენიმე აქცია გაიმართება

access_time2021-01-23 19:00:59

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები აქციით აპროტესტებენ. შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, ხვალ 24 იანვარს რამდენიმე აქცია არის დაგეგმილი.

14:00 საათზე აქცია იგეგმება კანცელარიასთან. აქციის ორგანიზატორები სხვადასხვა მიმართულებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ.

ისინი აქციაზე შემდეგ მოთხოვნებს გააჟღერებენ:

  • ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას;

  • სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებას;

  • ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება და მოიხსნას, საჭიროების მიხედვით, ყველა შეზღუდვა;

  • საზოაგდოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვის მოხსნა;

  • სახელოვნებო სივრცეების ფუნქციონირების აღდგენას;

  • კომენდანტის საათის შემსუბუქების მოთხოვნა და ა.შ.

საპროტესტო აქციას უერთდება პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე. ის ამბობს, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა ადამიანებს ცხოვრება დაუნგრია. მისივე თქმით, ხელისუფლება დათმობებზე წასვლას არ აპირებს, ამიტომ შეზღუდვების მოხსნისთვის საზოგადოერბივი პროტესტია საჭირო.

ჯაფარიძე აქციებს მომდევნო დღეებშიც აანონსებს:

"არის პროტესტი გათვლილი, მათ შორის ადამიანის რაოდენობაზე, ძალის დემონსტრირება, სხვა შემთხვევაში, ამ წუთში, ოცნება არ გრძნობს წნეხს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, რომ რამე დათმონ და ისინი არაფერს არ დათმობენ.

არ ვიცი სხვა პარტიები რას აკეთებენ, მაგრამ ჩვენ გადართული ვართ იმაზე, რომ გავაპროტესტოთ ის რეგულაციები, რომლებმაც ადამიანებს ცხოვრება დაუნგრია და ვითომ კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის არის გამიზნული, მათ შორის ამ დღეებშიც გვექნება ბევრი აქცია ამასთან დაკავშირებით",-ამბობს ზურა ჯაფარიძე.

აქციას ასევე შეუერთდება ლელო საქართველოსთვის. პარტიის წარმომადგენელი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ დაწესებული შეზღუდვები აზრს მოკლებულია და ის მთავრობის მხრიდან ვირუსის არაეფექტურ მართვას გამოხატავს.


"ვხედავთ, რომ საქართველო არის 100-ზე მეტ სახელმწიფოს შორის მე-8 ადგილზე თავისი დრაკონული შეზღუდვების მიხედვით. მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს, არც საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით, არც რომელიმე სხვა არგუმენტით. ეს არის უბრალოდ არაეფექტური მართვის გამოხატულება. ხელისუფლება ვერ მართავს კრიზისს და ამიტომ აქვს შემოღებული ე.წ საბანი რეგულაცია, უხეში, მარტივი, საღ აზრს მოკლებული რეგულაცია, რომელიც უნდა რომ ყველაზე გავრცელდეს თანაბრად, რადგან ეს ხელისუფლება ვერ მართავს კრიზისს და ფიქრობს, რომ ჩაკეტვა არის გამოსავალი",-ამბობს გრიგოლ გეგელია.

24 იანვარს, ასევე მთავრობის კანცელარიასთან, 15:00 საათზე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია არის დაგეგმილი.

16:00 საათზე კი მზიურის პარკში სახელწოდებით "მშობლები ვითხოვთ გეგმას" აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები სასწავლო დაწესებულებებში სწავლის განახლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ იზოლაცია ბავშვებზე ცუდ გავლენას ახდენს.

"ხვალ იმართება მშობლების აქცია, რომელსაც ქვია "მშობლები ვითხოვთ გეგმას". ჩვენ ვითხოვთ ამ გეგმას ბავშვებისთვის, რადგან ვხედავთ, რა გავლენა აქვს ასეთ ხანგრძლივ იზოლაციას ბავშვებზე.

ჩვენ ვეღარ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას იზოლაციაში. ჩვენ არ ვითხოვთ რომ სკოლა ხვალ გაიხსანას და ვაცნობიერებთ ყველა რისკს, რომელიც მობილობის გაზრდას უკავშირდება, მაგრამ არ შეიძლება რომ 700 000-ზე მეტი მოსწავლის ხმა არ ისმოდეს",-ამბობს აქციის ერთერთი ორგანიზატორი ანა წურწუმია. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით ორშაბათს, 25 იანვარს კანცელარიასთან აქციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანეები.

შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით დაგეგმლილ აქციებს მოძრაობა სირცხვილიაც უერთდება.

გუშინ, 22 იანვარს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობამ თებერვლიდან ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეზღუდვების გახანგრძლივება დააანონსა, კერძოდ, რამდენიმე ქალაქში აღდგება ტრანსპორტი და სწავლა სკოლებში, თუმცა დიდ ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქში ტრანსპორტი და სკოლები მარტამდე არ აღდგება. 


Formulanews.ge




საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მარიანა მორგოშია დაინიშნა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მარიანა მორგოშია დაინიშნა
access_time2021-06-25 09:50:13
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ახალ მოადგილეს, მარიანა მორგოშიას მრავალპროფილური, საჯარო და კერძო სექტორებში მუშაობის 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. აღნიშნული გამოცდილება მოიცავს ჯანდაცვის მენეჯმენტის, პროექტების მართვის, საბანკო და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს. მარიანა ასევე სრულად ფლობს ინფორმაციას წარმოების სექტორში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე და ბიზნეს ასოციაციაში იგი ამ მიმართულებითაც აქტიურად იმუშავებს. მარიანა...

საქართველომ უკრაინულ „ALTKOM“-ს 6,78 მლნ ევროს საერთაშორისო დავა მოუგო

საქართველომ უკრაინულ  „ALTKOM“-ს 6,78 მლნ ევროს საერთაშორისო დავა მოუგო
access_time2021-06-25 10:00:53
მრავალწლიანი საერთაშორისო დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. საქმე ეხება სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ავტომაგისტრალის მშენებლობას, რა დროსაც უკრაინულმა კონტრაქტორმა კომპანია „Road Building ALTKOM“-მა დაახლოებით 25 მილიონი ევრო ავანსის სახით აიღო, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შეასრულა და ქვეყანა დატოვა.   „ALTKOM“-ს მიერ ვალდებულებების დარღვევის გამო გაფორმებული ხელშეკრულება 2017 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეწყვიტა. რის შემდეგაც...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-24 21:00:30
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. კოვიდრეგულაციების დარღვევებზე დაკისრებული ჯარიმები გაუქმდა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწტვეტილებით, 245 000 ფიზიკურ და 344 პირს კოვიდჯარიმები ჯამში 76 მლნ ლარი ჩამოეწერება.   2. „ქართული ოცნების“ მხრიდან მეტ პოპულიზმს ვნახავთ“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი კოვიდჯარიმების...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან მიმართ გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან მიმართ გამყარდა
access_time2021-06-24 18:00:11
ლარი გამყარებას განაგრძობს. 24 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა ძირითად საერთაშორისო ასევე თურქულ ლირასთან და აზერბაიჯანულ მანათთან მიმართებაში გამყარდა. სომხურ დრამთან და რუსულ რუბლთან კი გაუფასურდა. 0.79 თეთრიანი გამყარების შემდეგ 25 ივნისს, დოლარის ოფიციალური კურსი 3.1470 იქნება. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კი მიმდინარე კურსი 3.1450-ა, იმდენივე, რამდენიც დილით ვაჭრობის დასაწყისში. ევროსთან მიმართ ლარი 1.04 თეთრით გამყარდა და კურსი...

ვითიბიში ლარის ანაბრის გახსნა უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვასთან

ვითიბიში ლარის ანაბრის გახსნა უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვასთან
access_time2021-06-24 16:55:59
ვითიბი მომხმარებელს ლარში გახსნილ ანაბრებზე საუკეთესო პირობებს სთვაზობს. დღეიდან,  ნებისმიერი მსურველი, რომელიც ვითიბიში გახსნის ანაბარს ლარში,  ყველაზე მაღალ - 12.75% წლიურ სარგებელს (12.03% ეფექტური) მიიღებს, ხოლო, ვადიანი ანაბრის დარღვევის შემთხვევაში, მიიღებს ყველაზე მაღალ, წლიურ 9%-ს, რითიც დააზღვევს ლარის შესაძლო გაუფასურებით გამოწვეულ სავალუტო რისკს.   „ჩვენ...


მსგავსი სიახლეები

up