შეზღუდვები, რომლის გათვალისწინებაც ბაკურიანში მშენებლობის დაწყების დროს მოგიწევთ

შეზღუდვები, რომლის გათვალისწინებაც ბაკურიანში მშენებლობის დაწყების დროს მოგიწევთ

access_time2021-03-26 19:00:00

ბაკურიანი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია, რომელიც არცერთ სეზონზე არ კარგავს აქტუალობას, შესაბამისად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.


აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი სამშენებლო სექტორი დეველოპერულ პროექტებს მუდმივად ახორციელებს.


ბაკურიანის აქტიური ურბანული განვითარების გამო საზოგადოების ნაწილი პროტესტს გამოთქვამდა და განმარტავდა, რომ ეს პროცესი „უკონტროლო ხდებოდა“ და აზიანებდა კურორტის ეკოლოგიას. პრემიერ-მინისტრის 2019 წლის 591-ე დადგენილებით კი ვითარება შეიცვალა და მშენებლობაზე ახალი რეგულაციები დაწესდა, რომელიც მთელ რიგ შეზღუდვებს მოიცავს.


როგორც „ბიზნესპრენიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მშენებლობებზე ნებართვა აღნიშნული დადგენილების გათვალისწინებით გაიცემა და უწყება ნებისმიერი პროექტის განხილვისას სამშენებლო რეგლამენტით ხელმძღვანელობს.


„რამდენიმე წლის წინ მოქმედი ბაკურიანის განაშენიანების გეგმა აბსოლუტურად შეიცვალა და კოეფიციენტებიც საგრძნობლად შემცირდა. დღეის მდგომარეობით, დაბა ბაკურიანში საკმაოდ დაბალი კოეფიციენტები მოქმედებს, რომელიც ზონების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, სიმაღლის მაქსიმალური შეზღუდვა ზოგიერთ ზონაში არის 12.5 მეტრი, ზოგიერთ ზონაში კი - 16. არის კიდევ უფრო დაბალი სიმაღლის შეზღუდვა“, - განგვიმარტეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.



მათივე თქმით, მუნიციპალიტეტს ჰყავს გარემოს დაცვის კომისია, რომელიც ხეების მოჭრას და გარემოსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს არეგულირებს.


ბაკურიანში მშენებლობა შეზღუდულია რეკრეაციულ ზონებში. სიმაღლეზე დაშვება კი მაქსიმუმ 3-4 სართულიან შენობებზეა მანსარდით. დეველოპერები, რომლებიც ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის სურთ, ვალდებულები არიან, ყველა დადგენილი ნორმა გაითვალისწინონ.


სამშენებლო კომპანიაში „ტერასა ჯგუფი“, რომელიც ბაკურიანის ტერიტორიაზე მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს, განმარტეს, რომ არსებული რეგულაციების მიხედვით, შეუძლებელია ბაკურიანის ტყეს რაიმე საშიშროება დაემუქროს, „რაც ძალიან კარგია კურორტის, ჰავის და ჰაერის შენარჩუნებისათვის“.


„ბაკურიანში აპარტამენტებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, განსაკუთრებით ახლა, როცა ტარდება ოლიმპიადები და კურორტი მასშტაბური სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის ემზადება. აღნიშნულ მოთხოვნას სამშენებლო სექტორიც პასუხობს. ამავდროულად, არსებულ რეგულაციების გათვალისწინებით, ჩვენ ვალდებულები ვართ, სრულად მოვერგოთ ბაკურიანის ლანდშაფტს და ვიზრუნოთ გარემოზე. შესაბამისად, მოთხოვნიდან გამომდინარე ვახორციელებთ პროექტს, რომლის 50% ანუ 5 000 კვ.მ-მდე სივრცე მწვანე ზონას ეთმობა. ჩვენი პროექტის მიმდებარედ ტყე კი რა თქმა უნდა, ხელუხლებლად არის შენარჩუნებული“, - განმარტეს „ტერასა ჯგუფში“.


დაბა ბაკურიანში მშენებლობაზე დამტკიცებული რეგლამენტის თანახმად, ყველა დეველოპერს თუ ფიზიკურ პირს მოუწევს, არსებულ რეგულაციებს მოერგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუშაოების განხორციელების უფლება არ ექნება.



BPN.GE




თეგები:
შეზღუდვები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up