მთავრობის ახალი დადგენილებით, 1 ნოემბრიდან შეზღუდვა არ გავრცელდება დამატებით შვიდ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც შესრულდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორთსან.
19 ოქტომბერს მიღებული დადგენილების თანახმად, ეს რეისებია:
დოჰა (ICAO-ის კოდი OTHH);
ვარშავა (ICAO-ის კოდი EPWA);
ათენი (ICAO-ის კოდი LGAV);
ამსტერდამი (ICAO-ს კოდი EHAM);
ვენა (ICAO-ის კოდი LOWW);
ბერლინი (ICAO-ის კოდი EDDB);
მილანი (ICAO-ის კოდი LIME).
რაც შეეხება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, შეზღუდვები მოიხსნა შემდეგ რეისებზე:
კატოვიცე;
ვილნიუსი;
დორტმუნდი;
13 ივლისიდან შეზღუდვები არ ვრცელდებოდა თბილისიდან მიუნხენის, პარიზის და რიგის რეისებზე.
პირველი ოქტომბრიდან რეისები სრულდება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და რიგის საერთაშორისო აეროპორტს შორის.
www.radiotavisupleba.ge