ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაციის ხელმძღვანელისმოვალეობის შემსრულებელი მედეაჯანიაშვილი სარესტორნო ბიზნესისწარმომადგენლებს შეხვდა.
ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრასკერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთადბიზნესომბუდსმენის მოვალეობისშემსრულებელი ნინო კვეტენაძე, შრომისპირობების ინსპექტირების დეპარტამენტისუფროსი ბექა ფერაძე და სურსათის ეროვნულისააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილბასილაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო კერძო სექტორისგან უკუკავშირის მიღება, ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხორეგულაციების გადახედვას, გამარტივებას. საუბარი შეეხო კვების ობიექტების შიდასივრცეების ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიების გატარებას: დისტანციის დაცვას, დარბაზში მაგიდებისა და დასაჯდომიადგილების განლაგებას, სტუმრებისრაოდენობას, დროებითი დამცავი ბარიერებისგამოყენებას და ა.შ.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ონლაინ შეხვედრის ბოლოს „აწარმოესაქართველოში" სააგენტოს დირექტორისმოადგილის მოვალეობის შემსრულებელმაირაკლი გაბრიაძემ სარესტორნო ბიზნესისწარმომადგენლებისთვის -"აწარმოესაქართველოს" ახალი პროგრამისპრეზენტაცია გამართა, რაც სესხებზეშეღავათებს გულისხმობს.
რეგულაციების ეტაპობრივად შემსუბუქების დაუსაფრთხო ტურიზმის აღდგენასთანდაკავშირებით კერძო სექტორისწარმომადგენლებთან შეხვედრებიგაგრძელდება.