შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა

შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა

access_time2019-03-06 13:03:19

შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, კომისიაში დამატებით ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები.„შეწყალება, სასამართლო სისტემა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნა სწორედ ისეთი საკითხებია, რომლებიც დღეს საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს.


შეწყალების ის პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა, ვიდრე იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას. ამნისტია ზოგად კრიტერიუმებზე დაფუძნებული სრულიად სხვა სამართლებრივი ფორმაა, რომელიც მოიცავს სასჯელისგან გასათავისუფლებელ პირთა ფართო წრეს.პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არც პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შემცვლელია და არც სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი.


შეწყალების დისკრეციული უფლება ნიშნავს პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმის შერჩევას, სადაც უპირატესობა ჰუმანურ პრინციპებს ენიჭება.ამ პრინციპების ზედმიწევნით დაცვა ნიშნავს იმას, რომ შეწყალების აქტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. ეს ასევე შეამცირებს რისკებს საზოგადოებისთვის, რომლებიც ყოველთვის თან ახლდა მასობრივ შეწყალებას.



გათვალისწინებულია შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა. კომისიაში დამატებით ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები.იგი განიხილავს იმ განცხადებებს, რომლებიც დააკმაყოფილებს ახალ კრიტერიუმებს და მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს. საბოლოო გადაწყვეტილება კი რჩება პრეზიდენტის პრეროგატივად.


გადაწყვეტილების მიღებისას ვერ იქნება გათვალისწინებული პირადი, სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური ხასიათის ჩარევები.შეწყალება გამორიცხავს იმასაც, რომ საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანებს განემარტოს რომელიმე კონკრეტულ საქმეზე შეწყალების მიღების, ან მასზე უარის თქმის, საფუძველი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ipn.ge






საპარლამენტო უმრავლესობის 6 დეპუტატი გიორგი გახარიას ახალ გუნდს უერთდება

საპარლამენტო უმრავლესობის 6 დეპუტატი გიორგი გახარიას ახალ გუნდს უერთდება
access_time2021-04-14 12:09:18
„ქართული ოცნების“ დეპუტატები - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ.   ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადება პარლამენტში გააკეთეს.   „თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ვართ გიორგი გახარიას გუნდი. ვართ თანამოაზრეები და გვაერთიანებს ღირებულებები. გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე. ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და...

მთავრობის წვლილი წამლების გაძვირებაში - ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა 

მთავრობის წვლილი წამლების გაძვირებაში - ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა 
access_time2021-04-14 10:00:02
მედიკამენტების ფასები საქართველოს მოსახლობის ყველაზე დიდი, მოუგვარებელი პრობლემაა, პრობლემა რომლის შესახებაც იცის ყველამ. საკითხზე წლებია საუბრობს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციური პარტიებიც და თვითონ ფარმაცევტული კომპანიებიც, თუმცა ფაქტი ერთია, საუბართან ერთად ფასები მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. 2011 წლიდან საქსტატის მონაცემებით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასი 105 პროცენტით, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 60 პროცენტით, ხოლო ანტიბიოტიკები 78 პროცენტით გაიზარდა. როგორც...

„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა

„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა
access_time2021-04-13 18:30:53
„სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წლიდან გაუმჯობესდება, 2022 წელს 7.98%_მდე დაიწევს, 2024 წლიდან კი 6%_ს ჩამოცდება და 2026 წლისთვის 5.56%_მდე შემცირდება. ერთ სულ მოსახლეზე მშპ აშშ დოლარში 2021-2026 წლებში 60%_ით გაიზრდება და ერთ სულზე 6782 აშშ დოლარი გახდება“ - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ „კომერსანტთან“ განაცხადა. მიხეილ დუნდუას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის...

13 აპრილი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

13 აპრილი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-04-13 18:00:28
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 13 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 15 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 68 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი 16 პუნქტით გაუფასურდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 13 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 14 აპრილისთვისაა) ეროვნული...

საქართველოს მთავრობა ლონდონის ბირჟაზე ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსებაზე განცხადებას აკეთებს

საქართველოს მთავრობა ლონდონის ბირჟაზე ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსებაზე განცხადებას აკეთებს
access_time2021-04-13 16:10:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, შერჩეულ საერთაშორისო და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებთან (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard, TBC Capital და Galt & Taggart), იურიდიულ მრჩევლებთან (Backer & McKenzie და BLC) და საერთაშორისო ფისკალურ აგენტთან (Citi) ერთად, დაასრულა ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. „ტრანზაქცია დღეს ოფიციალურად გამოცხადდა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე. 13 და 14...


მსგავსი სიახლეები

up