შევა თუ არა უორენ ბაფეტი „ტრილიონერთა კლუბში“?

შევა თუ არა უორენ ბაფეტი „ტრილიონერთა კლუბში“?

access_time2020-08-16 19:02:51



დღეისთვის უორენ ბაფეტის კომპანიის Berkshire Hathaway-ს საბაზრო ღირებულება 498 მლრდ. დოლარია. ეს უზარმაზარი ციფრია, თუმცა, ის გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 4 ტრილიონერი კომპანიის კაპიტალიზაცია - Apple, Microsoft, Alphabet და Amazon


რითია გამოწვეული ამხელა სხვაობა მაშინ, როდესაც პირადად ბაფეტი მილიარდერთა რეიტინგებში მოწინავე ადგილებს მუდმივად იკავებს? რა აკლია Berkshire Hathaway-ს?



ბაფეტმა კომპანიის საკონტროლო პაკეტი 57 წლის წინ იყიდა. იმ დროს ეს იყო გაკოტრების პირას მისული ტექსტილის კომპანია, დღეს კი - გიგანტური ჰოლდინგია, რომელიც სხვადასხვა დარგების კომპანიებს ფლობს - დაზღვევიდან საავიაციო სათადარიგო ნაწილების წარმოებამდე.



Berkshire Hathaway არის კონგლომერატი 60 შვილობილი კომპანიით, რომელსაც ინვესტორებისთვის წლიურ 20%-ზე მეტი მოგება მოაქვს.

ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილია ინვესტიციები საჯარო კომპანიებში. ბაფეტის საინვესტიციო პორტფელში ნებისმიერი ცვლილება ინვესტორებს შორის აქტიურად განიხილება.


თუმცა, ბოლო წლებში მას სულ უფრო აქტიურად აკრიტიკებენ პასიურობის გამო - კერძოდ, მან Berkshire Hathaway-ის ანგარიშებზე დაგროვილ 137 მლრდ, დოლარს დანიშნულება ვერ მოუძებნა.


ჰოლდინგის კვარტალური ანგარიშის თანახმად, სწორედ ახალი ინვესტიციების წყალობით კომპანიამ 2020 წლის მე-2 კვარტალში კარგ შედეგებს მიაღწია - სუფთა მოგება 14,1-დაბ 26, მლრდ.-მდე გაიზარდა - თანაც ეს - პანდემიის დროს, რომელმაც ჰოლდინგის ზრდა ვერ შეაჩერა.




ვარდნისგან ბაფეტის კომპანია, სხვა ფაქტორებთან ერთად სადაზღვევო კომპანია
Geico და სარკინიგზო კომპანიამ BNSF-მა იხსნეს - განაცხადა Edward Jones -ის ანალიტიკოსმა ჯიმ შანახანმა.



Berkshire Hathaway-ს საინვესტიციო პორთფელი თებერვალ-მარტში დაფიქსირებული ვარდნის შემდეგ ნელა-ნელა იზრდება - პირველი კვარტლის ბოლო მისი ღირებულება 175,5 მლრდ. დოლარი იყო, მეორე კვარტლის ბოლოს კი - 210 მლრდ.-მე გაიზარდა.



ჰოლდინგის პორტფელის 46% ტექნოლოგიური გიგანტის Apple-ის აქციებზე მოდის, რომლების 2-ჯერ გაძვირდა, ასევე გაორმაგდა Amazon-ის ფასიანი ქაღალდები, რომლებსაც Berkshire Hathaway 500 მლნ. ცალის ოდენობით ფლობს.



ასევე იზრდება უორენ ბაფეტის მეორე ფავორიტის - Bank of America -ს აქციები - მარტიდან ზრდამ 45% შეადგინა. ასევე 26% JPMorgan-ის, 30%-ით კი - US Bankorp-ის ფასიანი ქაღალდები გაძვირდა.



ჰოლდინგი ასევე შედარებით ნაკლებად შესამჩნევი კომპანიების წილებს ფლობს - ისეთებში, როგორც ლუქს-კლასის ავეჯის კომპანია Restoration Hardware და ბრაზილიური საგადამხდელო სისტემა StoneCo. თუმცა, მაისის შემდეგ მათი აქციები სხვებზე ძლიერად გაიზარდა - 287% და 179%-ით შესაბამისად.



ივლისში ბაფეტმა საინვესტიციო აქტიურობა განაახლა და შეისყიდა რამდენიმე კომპანიის აქციები, რამაც ინვესტორების კმაყოფილება და Berkshire Hathaway-ის ფასიანი ქაღალდების მორიგი გაძვირება გამოიწვია.



ბოლო 24 წლის მანძილზე ჰოლდინგის აქციები თითქმის 10-ჯერ გაძვირდა.


ამჟამად ანალიტიკოსები Berkshire Hathaway-ს აქციების 3%-იან ზრდას ელიან.



ფინანსისტის მეტიუ ფრენკელის თქმით, ინვესტორებს პირველ რიგში ბაფეტის ახალი იდეები დააინტერესებს.



„თუ Berkshire Hathaway თავის უზარმაზარ შესაძლებლობებს ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებში ჩადებს, ჰოლდინგის აქციების ღირებულება ავარდება. მაშინ შესაძლოა კომპანიის კაპიტალიზაცია 1 ტრლნ.-მდე მართლაც გაიზარდოს“ - მიიჩნევს ის.



თუმცა, ეს ადვილი და სწრაფი პროცესი არ იქნება - საუკეთესო სცენარის განვითარების პირობებშიც კი Berkshire Hathaway-ს ტრილიონერთა კლუბში შესვლას მინიმუმ 8 წელი დასჭირდება.


თეგები:
ბაფეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up