შეუთანხმებელი ბრექსიტი ბრიტანულ ექსპორტს წელიწადში მინიმუმ 16 მლრდ. დოლარით დააზარალებს

შეუთანხმებელი ბრექსიტი ბრიტანულ ექსპორტს წელიწადში მინიმუმ 16 მლრდ. დოლარით დააზარალებს

access_time2019-09-04 19:00:25


გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დაითვალეს ბრიტანელი ექსპორტიორების დანაკარგები იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა გავა ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე - რაც სადღეისოდ სავსებით შესაძლებელია.


ექსპერტების გათვლა ეხება სიტუაციას, როდესაც ლონდონი ვერ გააფორმებს შეთანხმებებს თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ევროკავშირიდან გასვლამდე.


გაეროს ვაჭრობის და განვითარების კონფერენციის ექსპერტთა შეფასებით, ევროკავშირთან სრულფასოვანი შეთანხმების გარეშე ბრიტანეთი დაკარგავს ევროპულ ბაზარზე შეღავათიან წვდომას, რომელიც მას დღეს აქვს, ისე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას. შესაბამისად, ბრიტანულ კომპანიებს მოუწევთ ექსპორტის გაგრძელება უკვე გარკვეული საბაჟო ტარიფების გადახდით.


გაეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 16 მლრდ. დოლარი არის მინიმალური დანაკარგი, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ საბაჟო ტარიფების ზრდასთან, თუმცა, რეალური მაჩვენებელი იქნება გაცილებით უფრო მაღალი - საბაჟო ტარიფების გარდა, ბრიტანელ ექსპორტიორებს გაეზრდებათ სხვა ხარჯებიც. მაგალითად, ბრიტანულ ექსპორტს მკვეთრად გააძვირებს საწარმოების მიერ უცხოეთიდან შემოტანილი სათადარიგო ნაწილების და მასალების გამოყენება, ასევე დაუწესდებათ სხვადასხვა გადასახადები საზღვარზე და ა.შ.



ევროკავშირის გარდა ბრიტანულ კომპანიებს გაუჩნდებათ პრობლემები სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებში - საუბარია ქვეყნებზე, რომლებთანაც ბრიტანეთს, როგორც ევროკავშირის წევრს, აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი.


სერიოზულ დანაკარგები მოელის ბრიტანეთს ისეთ ქვეყნებთან ვაჭრობაში, როგორცაა ეგვიპტე, კანადა, მაროკო, მექსიკა, თურქეთი, იაპონია, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.


მაგალითად, გაეროს შეფასებით მხოლოდ თურქეთში ბრიტანული კომპანიების დანაკარგები გადააჭარბებს 500 მლნ. დოლარს.


დანაკარგები ამ ბაზრებზე არ შედის ექსპერტთა მიერ დასახელებულ რიცხვში - 16 მლრდ., რადგანაც ის ეხება მხოლოდ ევროკავშირს, შესაბამისად, რეალური ზარალი, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, იქნება გაცილებით მეტი.



vestifinance.ru



თეგები:
ბრექსიტი



მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up