შეუსრულებელი საარჩევნო დაპირებები ტრანსპორტის დარგში

შეუსრულებელი საარჩევნო დაპირებები ტრანსპორტის დარგში

access_time2021-10-02 09:00:00

არჩევნების წინა დღეს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ტრანსპორტის დარგში თბილისში შეუსრულებელი დაპირებების სიას აქვეყნებს:

ცენტრის პრეზიდენტი, პაატა ცაგარეიშვილი, "კომერსანტთან" საუბარში განმარტავს, რომ თბილისისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ურბანული ტრანსპორტის მობილურუბის გაზრდაა.
ტრანსპორტის სფეროში თბილისში დაანონსებულ და შეუსრულებელ დაპირებებს თუ გავანალიზებთ, აღმოვაჩენთ, რომ საქალაქო ტრანსპოტის მობილურობის გაზრდისკენ მიმართული "ფინანსურად ტევადი" დაპირებების შესრულება თბილისის ახლანდელმა მერმა ვერ შეძლო.
"რას ნიშნავს "ფინანსურად ტევადი" პროეტი? ეს ისეთი პროექტია, რომელთა განხორციელებისათვის საინვესტიციო მოცულობა მაღალია, ასევე განგრძობადია პროექტის განხორციელების ვადა, მაგრამ მისი სავარაუდო ეფექტი მაღალია ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ. როდესაც განგრძობად ვადაზეა საუბარი, როცა ეფექტი "ფინანსურად ტევადმა" ინფრასტრუქტურულმა პროექტმა, შესაძლოა მხოლოდ 10 -15 წლის შემდგომ მოგვცეს, ბუნებრივია უმჯობესია "აერიდო", ისეთი პროექტების განხორციელებას, მაგალითისათვის - შემოვლითი რკინიგზა, მეტროპოლიტენის სივრცითი გაფართოება, თბილისის მჭიდროთ დასახლებულ ფერდობებზე საბაგირო ხაზებით დაკავშირება, "მჩატე" სარელსო ტრანსპორტის განვითარება, მტკვარზე განივი სახიდე კავშირების მოწყობა, სატრანსპორტო კვანძებზე დაყრდნობით, ქალაქის პოლიცენტრიული განვითარება და ა.შ. (ყველა ჩამოთვლილი "ფინანსურად ტევადი" პროექტები ქალაქის მუბილურობის გაზრდისკენაა მიმართული), მაგრამ როგორც ავღნიშნე ფინასურ ეფექტს გრძელვადიან ჭრილში იძლევა. ბევრად მარტივია, აქცენტების გადატანა და კონცენტრირება ისეთ ღონისძიებებზე რომლებიც მცირე ინვესტიციით, მოკლე ვადაში იძლევიან მყისეულ (ვიზუალურ) "მიზერულ" ეფექტს, მაგალითისათვის - ბასლიანების მოხაზვა, საავტობუსო პარკის განახლება, მეტროს ვაგონების კაპიტალური შეკეთება, ტაქსების რეფორმა, ჭკვიანი შუქნიშნების ამოქმედება და.ა.შ მაგრამ, ასეთი პროეტქბისათვის ფინანსური უკუგება ჯეროვნად დაბალია, ვიდრე "ფინასურად ტევავი" ინფრასტრუქტურული პროექტებისა," - გვეუბნება ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ მომავალი მერი, მოსახლეობამ კონკრეტული კრიტერიუმის "ფინანსურად ტევადი" პროექტების განხორციელებით შესრულების შესაძლებლობით უნდა აირჩიოს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up