შეუძლია თუ არა უკრაინას რუსულ გაზზე უარის თქმა?

შეუძლია თუ არა უკრაინას რუსულ გაზზე უარის თქმა?

access_time2021-07-01 20:00:05

აზერბაიჯანი, შესაძლოა, უკრაინისთვის გაზის მიმწოდებელი გახდეს, განაცხადეს ქვეყნის გაზის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორ-კომპანიაში.

 

ეს მოსაზრება უკრაინულ-აზერბაიჯანული სამუშაო ჯგუფის სხდომაზე გამოითქვა, თუმცა, საბოლოო ჯამში, კითხვები პასუხებზე ბევრად მეტია.

 

2020 წლის ბოლოს აზერბაიჯანმა ახალი მილსადენის TANAP-ის, შემდეგ კი ტრანსადრიატიკული გაზსადენის მეშვეობით ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. შესაძლოა, ამ სქემაში უკრაინაც მოხვდეს. აზერბაიჯანული გაზის მიღება უკრაინაში შესაძლებელია ტრანსბალკანური მილსადენით, რომელიც სსრკ-ის დროს თურქეთში უკრაინის და იუგოსლავიის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტს ახორციელებდა.

 

დღეს ამ მარშრუტის გამოყენება საპირისპირო მიმართულებითაც შეიძლება - გაზი აზერბაიჯანიდან თურქეთში, შემდეგ თურქეთიდან ბალკანეთის გავლით უკრაინამდე მივა. 1 წლის წინ კიევმა ამ მარშრუტის საცდელი გაშვება განახორციელა, რამაც მისი შესაძლებლობები ნათლად დაადასტურა.

 

თუმცა, ერთია სატრანსპორტო სისტემის შესაძლებლობები, მეორე კი - საკმარისი რესურების არსებობაა.

 

„აზერბაიჯანს უკრაინისთვის საჭირო რაოდენობის გაზი არ გააჩნია. მეტიც, მათ ევროპასთან დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულებისთვის საჭირო გაზის მოცულობები არა აქვთ. შეგვიძლია კი ჩვენ ტრანსბალკანური მილსადენით გაზის მიღება? რა თქმა უნდა შეგვიძლია. რუსული გაზის“, - განაცხადა უკრაინის ენერგეტიკული ასოციაციის ექსპერტმა ვალენტინ ზემლიანსკიმ.

 

სკეპტიკურად აფასებს უკრაინისთვის კასპიური გაზის მიღების პერსპექტივას უკრაინელი ექსპერტი გენადი რიაბცევიც.


 

„ქვეყნებს, რომლებმაც ინვესტიციები TAP-TANAP-ში ჩადეს, ძირითადად გათვლა  საკუთარი ბაზრის დაკმაყოფილებაზე ჰქონდათ და არა ტრანზიტზე. შესაბამისად. ახალ გაზსადენში თავისუფალი ადგილი თითქმის არ არის. ამიტომაც არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ აზერბაიჯანი ჩვენ გაზს მოგვაწვდის - ამისთვის ბაქომ ყველა დანარჩენ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე უარი უნდა განაცხადოს“, - მიიჩნევს რიაბცევი.

 

კიდევ ვისი იმედი შეიძლება ჰქონდეს უკრაინას?

 

2006 წლამდე ქვეყანა გაზს არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ თურქმენეთიდან იღებდა - წელიწადში 30 მლრდ კუბურ მეტრს.

 

თუმცა, ამ მარშრუტს ერთი დიდი ნაკლი აქვს - ის რუსეთის ტერიტორიაზე გადის, შესაბამისად, მოსკოვს მასზე ზემოქმედების ყველანაირი საშუალება აქვს  - ასეც მოხდა - რუს შუამავლებთან ფინანსური შეუთანხმებლობის გამო თურქმენული გაზის მიწოდება შეწყდა, და უკრაინა რუსულ საწვავზე მთლიანად გადაერთო.

 

 თეორიულად შესაძლებელია თურქმენული გაზის თურქეთის ტერიტორიის გავლით მიღება, თუმცა, ამ შესაძლებლობას კასპიის ზღვაზე ახალი მილსადენის აშენებაა საჭირო

 

„გარდა ამისა, თურქმენეთსაც არასაკმარისი რესურსის პრობლემა აქვს - თურქმენული გაზის დიდი ნაწილი ჩინეთში მიდის, ნაწილი რუსეთს მიაქვს. კიდევ ერთი საკითხია ფასი - წარმოიდგინეთ თურქმენეთიდან თურქეთის გავლით უკრაინამდე რამხელა მანძილია. ეს გაზი რუსულზე ბევრად უფრო ძვირი იქნება“, - თვლის ზემლიანსკი.

 

თანაც, თურქმენეთს გაზის საკითხებში მოსკოვთან სპეციალური შეთანხმება აქვს, ასე რომ, თურქმენული გაზი უკრაინაში ვერანაირად ვერ მოხდება მინიმუმ  25 წელი.

 

„საბოლოო ჯამში, რეალობა ისაა, რომ ჩვენ რუსეთის გარდა გაზის სხვა წყარო არ გაგვაჩნია - გეოგრაფიას ვერ შეეკამათები და ჩვენ ლოგიკური გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინას თავადაც გაზის საკმაოდ დიდი მარაგები აქვს. საბადოებს დამუშავებას ინვესტიციები და სპეციალისტების მომზადება სჭირდება. უკრაინას ამ ეტაპზე მხოლოდ საკუთარი გაზი და ენერგოეფექტურობის ზრდა უშველის“   - თვლის ზემლიანსკი.

 

წყარო: obozrevatel.com

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up