შეუძლებელია ინფლაციის მოთოკვა იმ პოლიტიკით, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს-პაატა ბაირახტარი

შეუძლებელია ინფლაციის მოთოკვა იმ პოლიტიკით, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს-პაატა ბაირახტარი

access_time2020-06-09 16:00:25

გასულ კვირას პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენდნენ. გვენეტაძეს დეპუტატების საკმაოდ მწვავე კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა. მათ შორის იმაზეც, თუ რატომ ვერ ახერხებს უკვე 2 წელია ეროვნული ბანკი ინფლაციის მართვას. ცხადია, კობა გვენეტაძის გამოსვლას პარლამენტს გარეთაც, ეკონომისტებსა თუ აკადემიურ წრეებშიც  მოჰყვა შეფასებები. სწორედ ეკონომისტსა დააფბასვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს ვთხოვეთ სებ-ის პრეზიდენტის გამოსვლის შეფასება. როგორც ბაირახტარი აღნიშნავს, სებ-ის პრეზიდენტის გამოსვლა დამაკმაყოფილებლად შეიძლება ჩაგვეთვალა, რომ არა ქვეყანაში არსებული ფასების საერთო დონე და ეროვნული ვალუტის მდგომარეობა.


-როგორ აფასებთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში, რამდენად დამაჯერებელი იყო იგი და რამდენად მყარი იყო მისი არგუმენტები, როდესაც არსებულ პრობლემებზე საუბრობდა?


-გააჩნია ვისთვის, ალბათ ეკონომიკაში ჩაუხედავი ადამიანისთვის დამაჯერებელი იქნებოდა ბატონი კობას გამოსვლა. თუმცა, ფაქტი ის არის, რომ სებ-ი 2 წელია ვერ ახერხებს ინფლაციის არამც თუ მოთოკვას, არამედ თარგეთირებულ ნიშნულთან მიახლოებასაც კი. ეს ვერც მოხერხდება, ვინაიდან თავად სებ-ი ამბობს, რომ ის ლარზე პასუხისმგებელი არ არის და ლარისთვის თითს თითზეც არ დააკარებს. ამის არაერთი მაგალითიც გვაქვს. ჩვენი ტიპის ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის კი ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია, იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში ვალუტის დევალვაციამ ზეწოლა არ წარმოქმნას ფასების საერთო დონეზე. ჩვენთან კი, როგორც გითხარით, სები-ი პირდაპირ აცხადებს, რომ ლარი მას არ ეხება, არადა სწორედ ცენტრალური ბანკია ლარის ემიტენტი. არა მხოლოდ სებ-ი, არამედ ლარზე პასუხისმგებლობას არ იღებს არცერთი სტრუქტურა. თუ არ ჩავთვლით ეკონომიკის მინისტრს, რომელიც მხოლოდ მაშინ საუბრობს ლარზე, როდესაც ეროვნული ვალუტა მყარდება და როცა ამას სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ. 


-მაგრამ გასულ წელს ხომ მართლაც იყო საგარეო შოკები. ამას არ შეეძლო ზეგავლენის მოხდენა ინფლაციურ პროცესებზე ?


თქვენ რუსეთის ემბარგოზე საუბრობთ. ამაზე თავად ბატონმა კობამაც გაამახვილა ყურადღება. გიდასტურებთ, ცხადია შეეძლო რუსეთის ემბარგოს ზეგავლენის მოხდენა ჩვენს ეკონომიკასა და მათ შორის ინფლაციურ პროცესებზეც. და გარკვეულწილად მოახდინა კიდეც. თუმცა, აქ ერთი მთავარი კითხვა ისმის - რამდენად შეეძლო სებ-ს ეგზოგენური ფაქტორებიდან მომდინარე შოკების შერბილება?! მე გეტყვით, რომ შეეძლო სწორი მოქმედებების შემთხვევაში.ზოგადად საბაზრო ეკონომიკებში თითქმის მუდმივად ხდება სხვადასხვა დოზის შოკები, ეს ბუნებრივია, და ცხადია არ გულისხმობს იმას, რომ მონეტარული თუ ფისკალური ხელისუფლება დაჯდეს და გულზე ხელები დაიკრიფოს, საგარეო შოკი მოქმედებს და მე რა შემიძლიაო.


-კონკრეტულად რა უნდა გაეკეთებინა სებ- მაგალითად რუსეთის ემბარგოს დროს როგორ უნდა შეემცირებინა ის შოკი რომელიც მოქმედებდა ქვეყანაზე?



-რუსული ემბარგო, რომელიც ფრენების აკრძალვაში გამოიხატა ქვეყანას 2019 წლის ივნისის თვეში დაატყდა თავს. ამ ფაქტმა სავალუტო ბაზარზე ცხადია პანიკის ტალღა გააჩინა და ლარმაც სწრაფად დაიწყო გაუფასურება. კერძოდ, ორთვიან მონაკვეთში ეროვნული ვალუტა 25 პუნქტით ისე გაუფასურდა, რომ ცენტრალური ბანკი სავალუტო ბაზარზე არ ჩარეულა. ამ პერიოდშიც სებ-ის ჩაურევლობის მთავარ არგუმენტს ის წარმოადგენდა, რომ ლარი ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა არ იყო და სებ-ი მხოლოდ მაშინ ჩაერეოდა, როდესაც ქვეყანაში ფასების სტაბილურობას საფრთხე შეექმნებოდა. თუმცა აქ ცენტრალურ ბანკს „გამოეპარა“ ჩვენი ეკონომიკის იმპორტზე დამოკიდებული სტრუქტურა რომელიც დასაწყისშიც ვახსენე და რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სამომხმარებლო კალათის 70%-ზე მეტი იმპორტირებული პროდუქციით ივსება. ასეთ რეალობაში კი შეუძლებელია ეროვნული ვალუტის 25 პუნქტიანმა დევალვაციამ ფასების საერთო დონეზე ზეგავლენა არ მოახდინოს. მით უფრო, როდესაც უფასურდება როგორც ეფექტური, ისე ნომინალური გაცვლითი კურსები.


არსებული მონაცემები სავსებით საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი ქვეყნის ცენტრალური ბანკისთვის, რათა აქტიურად ჩარეულიყო სავალუტო ბაზარზე. მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა სებ-ისთვის.


გვენეტაძის უწყებამ მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ბაზარზე ინფლაციურმა პროცესებმა შეუქცევადი სახე მიიღო. მაგალითად, როდესაც გამოქვეყნდა 2019 წლის ივლისის მონაცემები (ივლისის მდგომარეობით დეფლაცია ფიქსირდებოდა) უკვე ჩანდა, რომ ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასები იზრდებოდა. ერთადერთი რაც საერთო სურათს აბალანსებდა, იყო ადგილობრივი წარმოების ხილი და ბოსტნეული, სწორედ ხილისა და ბოსტნეულის ხარჯზე გამოიყვანა “საქსტატმა” არა ინფლაციური, არამედ დეფლაციური სურათი. ადგილობრივი წარმოების ბაღჩეული კი, ცხადია, სეზონურია და ყველა კარგად ხვდებოდა, რომ ადგილობრივი ბაღჩეულის სეზონის შემდეგ, დაიწყებოდა ინფლაციური პროცესები. თუმცა, ამის მიუხედავად ცენტრალურმა ბანკმა, პროცესების შესარბილებლად არანაირი ზომა არ მიიღო და აგვისტოშიც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა. სწორედ ეს გახლდათ კრიტიკული შეცდომა, რომელიც მარეგულირებელმა დაუშვა.


-ამის პასუხად ბატონმა კობამ პარლამენტში განაცხადა, რომ სებ-ის დაგვიანებული მოქმედება განპირობებული იყო იმ გაურკვევლობითა და პოტენციური რისკებით, რომელიც შეიძლებოდა დამატებით წამოსულიყო ჩვენს ეკონომიკაზე. სებ-ის ნაადრევი მოქმედება კი ეკონომიკურ აქტივობას ძალიან შეანელებდა.


-მე ბატონ კობას დიდ პატივს ვცემ, ის ძალიან კარგი თეორიტიკოსია. თუმცა, როდესაც სხვადასხვა ეკონომიკურ თეორიებს განვიხილავთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ იმ ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურა, რომელ ქვეყანაზეც ვავითარებთ ამა თუ იმ ეკონომიკურ თეორიას.


ასეთ დროს გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ ნამდვილად შეიძლება მცირედი ზეგავლენა მოახდინოს ეკონომიკური ზრდის ტემპზე. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ აქ გასათვალსიწინებელია იმ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, რომელ ქვეყანაზეც ვაკეთებთ ამ დაშვებას. მარტივად, რომ ვთქვათ 3.7 მლნ ქვეყანაში სადაც თითქმის 500 000 ადამიანი სოციალურად დაუცველია, ეს ქვეყანა კი სრულად არის იმპორტდამოკიდებული, ცხადია, ამ ქვეყნისთვის და რაც მთავარია, მისი მოსახლეობის სრული უმრავლესობისთვის, გაცილებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში ფასების საერთო დონის სტაბილურობა, ვიდრე მაგალითად 0.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ვარდნა ან მატება.


სწორედ ესაა ალტერნატივები და ქვეყნები ამ ალტერნატივებს იმის მიხედვით ირჩევენ, თუ რომელია მათთვის მნიშვნელოვანი. ჩვენთან, როგორც ვხედავთ, არასწორი პრიორიტეტი იქნა არჩეული. 0.5% ან 1% -ით ეკონომიკის შენელება ან აჩქარება ინკლუზიობაზე გავლენას ვერ მოახდენს.  


სოფო ქსოვრელი 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up