“ენერგეტიკის დარგი შეიძლება ჩამოშლის გზაზე დადგეს თუ დროული ზომები არ იქნა მიღებული“ - მმართველი გუნდი ელექტროსისტემაში გამოვლენილ დარღვევებს აფასებს

“ენერგეტიკის დარგი შეიძლება ჩამოშლის გზაზე დადგეს თუ დროული ზომები არ იქნა მიღებული“ - მმართველი გუნდი ელექტროსისტემაში გამოვლენილ დარღვევებს აფასებს

access_time2019-10-09 19:00:54

„შეუძლებელია ელექტროსისტემა მუშაობდეს ზარალზე თუ მას ტარიფი სწორად აქვს დადგენილი“, - ასე აფასებს “კომერსანტთან“  „ქართული ოცნების“ დეპუტატი რევაზ არველაძე აუდიტის სამსახურის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც 2014-2017 წლებში სახელმწიფო ელექტროსისტემის ზარალი 76 მილიონ ლარს აღემატება.


აუდიტის სამსახურის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ამ თემაზე მმართველ გუნდში განცხადებები, ფაქტობრივად, არ გაკეთებულა. “კომერსანტმა“ გადაწყვიტა მოესმინა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრების პოზიცია, რომელთა უშუალო მოვალეობაცაა ანალოგიური სფეროების მუშაობაზე ზედამხედველობა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ამ საკითხთან დაკავშირებით შეფასების გაკეთებ უჭირს, რადგან იგი აუდიტის დასკვნას ჯერჯერობით არ იცნობს. ის „კომერსანტთან“ იმ სავარაუდო მიზეზებს საუბრობს, რამაც სახელმწიფო ელექტროსისტემის ზარალი გამოიწვია.


„შესაძლებელია ფინანსური ზარალი გამოწვეული იყოს ახალციხე-ზესტაფონი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობით, იმიტომ რომ თავისი ტარიფით უნდა გაესტუმრებინა პროექტის ღირებულება — 260 მლნ დოლარი. შესაძლებელია, ტარიფი დადგენილი იყო დაბალი და ეგონათ, რომ სწორად ადგენენ ტარიფს ან თურქეთმა არ წაიღო იმდენი ელექტროენერგია, რამდენიც ჩადებული იყო ტარიფში. რანაირად შეიძება რომ ესეთ კომპანიაში ზარალი იყო. გამოდის, რომ საექსპლუატაციო ხარჯები, რომელიც მათ ჰქონდათ ჩადებული სინამდვილეში არ იყო საკმარისი. თუმცა ამ ყველაფერს გეუბნებით ვარაუდის დონეზე, რადგან დასკვნა არ მინახია“,- აცხადებს რევაზ არველაძე.

 

აუდიტის დასკვნის თანახმად, სახელმწიფო ელექტროსისტემის ზარალი 2014-2-2017 წლებში 76 მილიონ ლარს აღემატებოდა, მიუხედავად ამისა, ეს არანაირად არ ასახულა კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელის ხელფასზე. სულხან ზუმბურიძე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერი იყო და მაინც ასეთ სავალოლო შედეგამდე მიიყვანა სისტემა. თქვენი აზრით, ეს მმართველი გუნდის საკადრო პოლიტიკის კიდევ ერთი შეცდომაა და უნდა დადგეს თუ არა მისი  პასუხისმგებლობის საკითხი?

 

ყველა თანამდებობას უნდა შეესაბამებოდეს ხელფასი, მე მიმაჩნია, რომ ელექტროსისტემის ხელმძღვანელი არ არის ის თანმდებობა, რომელსაც უნდა ჰქონდეს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეზე მეტი ხელფასი.

 

— იმ დარღვევების პერიოდში, რომელზეც აუდიტის სამსახური საუბრობს ,ენერგეტიკის მინისტრი იყო კახა კალაძე. თქვენი აზრით, უნდა დადგეს თუ არა ყოფილი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც?

 

კიდევ ერთხელ მინდა გაგიმეოროთ ჯერ უნდა ვნახო აუტის სამსახურის დასკვნა, ამის შემდეგ შემეძლება ამაზე გიპასუხოთ.

 


— ექპერტები ამბობენ, რომ ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორი ჩამოშლის გზაზეა, რაც მმართველი გუნდის არასწორი პოლიტიკითაა განპირობებული. როგორ აფასებთ მათ განცხადებას?


 

ვთვლი, რომ ენერგეტიკა არ არის კარგ მდგომარეობაში, ვერ ვიტყვი რომ ჩამოშლის გზაზეა, მაგრამ ამ გზაზე შეიძლება დადგეს თუ დროული ზომები არ იქნა მიღებული. პირველ რიგში საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ რეალურად ვეღარ ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურებს. ეს ხშირად განპირობებული მოსახლეობის საპროტესტო მუხტით. ამას როდესაც ხედავს ინვესტორი, რა თქმა უნდა, ინვესტირებისგან თავს იკავებენ. აქედან გამოდინარე, ინვესტიციები შემცირებულია, მაგრამ რაღაც ხო უნდ გავაკეთოთ? ეკონომიკა ხომ უნდა განვითარდეს. თუ ჩვენ მხოლოდ იმპორტზე გვექნება აქცენტი გაკეთებული ძალიან მალე ვნახავთ, რომ არც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ექნებათ იმის საშუალება, რომ ელექტროენერგია მოგვყიდოს. თუ ესე გაგრძელდა 4-5 წლის შემდეგ შეიძლება მივიდეთ იმ მდგომარეობამდე როგორიც იყო 90-იან წლებში  და დაგვჭირდეს შეზღუდვები

 

ნინო წილოსანი- ქართული ოცნება

 


 

სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობის კუთხით გვჭირდება რეფორმა და თანამედროვე კორპორაციული მიდგომები. რაც გულისხმობს იმას, რომ  მსგავსი საწარმოები უნდა იმართებოდეს გამჭვირვალედ, შესაბამისად, ნათელი უნდა იყოს ანაზღაურების თუ ბონუსის სისტემები. შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო საწარმო არის წაგებიანი და ამას არ მოჰყვება ადეკვატური რეაგირება, რა თქმა უნდა,  მენეჯმენტის მიმართ არსებობს კითხვები. ჩვენ ვახორციელებთ თემატურ მოკვლევას ეკონომიკის კომიტეტში, სადაც ასევე მონაწილეობდა აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი. მათ დეტალურად გაგვიზიარეს თავიანთი რეკომენდაციები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე გვექნება კომპეტენტური და კვალიფიციური დასკვნა რა უნდა შეიცვალოს სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებაში, რათა არ დავდგეთ იგივე პრობლემის წინაშე, რაც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შემთხევაში აუდიტის დასკვნაში გამოიკვეთა.

 

— სახელმწიფო ელექტროსისტემის თემამ აშკარად გამოაჩინა მმართველი გუნდში მენეჯერების შერჩევის პრობლემა. ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდბობის პირმა, ფაქტობრივად, სისტემა გააკოტრა. თუ გრძობთ პირადად თქვენ ,როგორ პარლამენტარი პასუხისმგებლობას და ამასთან, თვლით თუ არა, რომ პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილოს კახა კალაძემაც, რომელიც იმ პერიოდში ენერგეტიკის მინისტრი იყო? 

 

გამომდინარე იქედან, რომ ზარალის დეტალები არ არის ჩემთვის ცნობილი და საწარმოს ანგარიშგებაში არ ვარ ჩახედული ძალიან არასერიოზული იქნება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება საუბარი. ზარალი შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო როგორ ობიექტური ასევე სუბიექტური მიზეზებით. თუ სახელმწიფო საწარმოების მიმართ კორპორაციულ მიდგომას ავიღებთ და ეს სწორი პრაქტიკაა, კომპანიას შესაძლებელია ჰყავდეს მაღალანაზღაურებადი მენეჯერი, მაგრამ ეს მენეჯერი თავის ანაზღაურებას უნდა ამართლებდეს, როგორც ოპერირების ნაწილში ასევე ზოგადად კომპანიის მართვის კუთხით.


რაც შეეხება კახა კალაძეს,  ზარალთან მიმართებაში ზოგადად ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი არ მგონია სერიოზული იყოს. კიდე ერთხელ ვიტყვი იმას, რომ ზარალი ობიექტური მიზეზებით შეიძლება იყოს განპირობებული. თუ ამ დასკვნაში რაიმე დარღევის ნიშნებია, დარწმუნებული ვარ აუდიტის სამსახური გადააგზავნიდა შესაბამის სტრუქტურებში.


 

— ეს ყველაფერი ხომ არ მიანიშნებს იმას, რომ ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორი ჩამოშლის გზაზეა, რაც მმართველი გუნდის არასწორი პოლიტიკითაა განპირობებული?


 ასეთ შემთხვევებში ექსპერტების დრამატიზმი ცოტა გადამეტებული მგონია. უამრავი ნაბიჯი იქნა გადადგმული ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ჩვენი რესურსის მაქსიმალურად გამოყენებისთვის. რადგან ეს თემა არ არის ჩემი უშუალო მიმართულება, გამიჭირდება კონკრეტულ დეტალებზე გესაუბროთ.

 

— საქართველო საფინანსო ინსტიტუტებიდან 180 მლნ ევროს სესხულობს, რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს მოაწერს ხელი და ამ თანხიდან დიდი ნაწილი კვლავ ენერგეტიკის სფეროს განვითარებას უნდა მოხმარდეს. აძლევთ გარანტიას მოსახლეობას, რომ ეს თანხები ისევე არ გაიფლანგება, როგორც სახელმწიფო ელექტრო სისტემაში მოხდა?

 

თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ის თანხები, რომელსაც სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციები აძლევენ სახელმწიფოს მაქსიმალურად კონტროლდება და ეს თანხები აუცილებლად მოხმარდება სექტორის კეთილდღეობას. თუმცა, რა თქმა უნდა, ერთეულ შემთხვევებში შეიძლება საქმე გვქონდეს არაეფექტურ ხარჯვასთან, რაც ასევე შეიძლება იყოს იმის საფუძველი, რომ კონკრეტული რეაგირებები მოვახდინოთ მართვის სისტემებში.  


ბაჩო ადამია

 

 





ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს
access_time2019-12-09 21:00:20
ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე სოციალურ ქსელში  წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. „კომერსანტი“სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:   "ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...   მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ...

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა
access_time2019-12-09 20:00:53
ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად. მთავრობების...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...


მსგავსი სიახლეები

up