შეთანხმება „გაზპრომთან“ - ენერგეტიკის სამინისტრომ კანონი დაარღვია

შეთანხმება „გაზპრომთან“ - ენერგეტიკის სამინისტრომ კანონი დაარღვია

access_time2017-01-26 11:30:52

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ კანონი დაარღვია. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2016 წლის 18 იანვარს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ "გაზპრომთან" მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალურად მიმართა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და შემდეგი ინფორმაციის გაცემა ითხოვა:

 

საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ "გაზპრომთან" გაფორმებული იმ ხელშეკრულების (შეთანხმების) ასლი, რომლის მოქმედების ვადაც 2016 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა; 2017 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, "გაზპრომთან" წარმოებული მოლაპარაკების ამსახველი ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი; 2017 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს გავლით სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ გასაფორმებელი ახალი ხელშეკრულების თაობაზე, "გაზპრომთან" მიღწეული შეთანხმების ასლი.

 

საიას განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ იმ შეთხვევაში, თუ რომელიმე მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა საიდუმლო ინფორმაციას, სამინისტროს საია-სათვის უნდა მიეწოდებინა მოთხოვნილი ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევის დამადასტურებული ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი.


"საია-ს განცხადების პასუხად, 2017 წლის 25 იანვარს წარმოდგენილი იქნა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს #08/289 კორესპონდენცია, რომლის თანახმადაც სამინისტრომ შემდეგი განაცხადა: „მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ არის დაცული სამინისტროში, შესაბამისად, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა“.


იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია "გაზპრომთან" მოლაპარაკებებში აქტიურდ იყო ჩართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და მიღწეული შეთანხმების თაობაზე თავად მინისტრმა აცნობა საზოგადოებას, გაურკვეველია რას ეფუძნება სამინისტროს მიერ წერილობითი სახით წარმოდგენილი პასუხი.


 

სამინისტროს მოქმედება კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის კომპანია "გაზპრომთან" მიღწეული შეთანხმების საიდუმლოდ მიჩნევის რეალურ საფუძველს. ეს აძლიერებს ეჭვს, რომ სამინისტრო ცდილობს არ გასცეს ინფორმაცია, რომლის გაცემის ვალდებულებაც კანონმდებლობით აკისრია.


გარდა ზემოთ აღნიშნულისა მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ 2017 წლის 25 იანვარს წარმოდგენილი კორესპონდენციით საქართველოს კანონმდებლობის არაერთი მოთხოვნა დაარღვია. კერძოდ:

 

1.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანხმად: თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. თუმცა, ენერგეტიკის სამინისტრომ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა;

 

2. გარდა იმისა, რომ კანონმდებლობის თანახმად, სამინისტროს განცხადება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის უნდა გადაეგზავნა, ენერგეტიკის სამინისტრო ასევე ვალდებული იყო რომ განცხადების უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნის პარალელურად, აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობებინა საიასათვის. სამინისტრომ არც ეს ვალდებულება შეასრულა.

 

3. ამასთან, იმ შეთხვევაში თუ განცხადებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეუძლებელი იყო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, სამინისტრო ვალდებულები იყო, რომ განცხადება შესაბამისი დასაბუთებით საიასათვის დაებრუნებინა.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდეს ენერგეტიკის სამინისტროს, რომ დღესვე უზრუნველყოს განცხადების შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში გადაგზავნა და აღნიშნულის შესახებ წერილობითი დასაბუთება მიაწოდოს საია-ს", - ნათქვამია განცხადებაში.

 



m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

3 აპრილი - ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-04-03 19:30:08
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„აგარის შაქარი“ მუშაობას 1 ივნისიდან განაახლებს

„აგარის შაქარი“ მუშაობას  1 ივნისიდან განაახლებს
access_time2020-04-03 17:30:24
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებით და მხარდაჭერით „აგარის შაქრის ქარხანა“ კონსერვაციის რეჟიმიდან გადადის სარემონტო სამუშაოებზე და იწყებს მზადებას სრული დატვირატვით ასამუშავებლად“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ქარხნის ხელმძღვანელმა ალხან ალიზადემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქარხანა სრულად ფუნქციონირებას 1 ივნისიდან...

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“

„კლინიკები მას შემდეგ ჩაერთვებიან კორონავირუსთან ბრძოლაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“
access_time2020-04-03 16:25:10
ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები  საგრძნობლად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერისგან მიიღო დავალება, რომ უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობა შემოწმდეს. კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან საბრძოლველად ემზადება სახელმწიფო და ემზადება ჰოსპიტალური...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-03 21:30:24
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ნორმალურ მთავრობას რაღაც დონის კრიზისული გეგმა ამ დრომდე უნდა მიეღო“ კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი თვეზე მეტი გავიდა, მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება დოკუმენტს, თუ როგორ აპირებს ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შემსუბუქებას საქართველოს მთავრობა. მიუხედავად იმისა,...


მსგავსი სიახლეები

up