შეთანხმება ბრექსიტზე - რა იცვლება და რა რჩება უცვლელი?

შეთანხმება ბრექსიტზე - რა იცვლება და რა რჩება უცვლელი?

access_time2020-12-28 19:00:47

24 დეკემბერს ბრიტანეთმა და ევროკავშირმა მრავალწლიანი დებატების შემდეგ, სავაჭრო ხელშეკრულების პირობებზე ბოლოს და ბოლოს შეთანხმებას მიღწიეს. დოკუმენტი განსაზღვრავს ლონდონის და ბრიუსელის თანამშრომლობას გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ ანუ, 2021 წლის 1 იანვრიდან. მანამდე სამეფო ფორმალურად ევროგაერთიანებიდან უკვე გასულად ითვლებოდა, თუმცა, კავშირის ფარგლებში არსებული ყველა შეღავათებით კვლავაც სარგებლობდა.


შეთანხმება ხელმოწერილ იქნა ბოლო მომენტში, როდესაც დიპლომატებთან ერთად მოლაპარაკებებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ევროკომისიის თავჯდომარე ურსულა ფონ კლიაინენი შეუერთდნენ.


ლონდონი ფორმალურად ევროკავშირიდან 2020 წლის 31 იანვარს გავიდა, თუმცა, გაერთიანების კანონები და რეგულაციები 31 დეკემბრამდე მოქმედებს. გარდამავალი პერიოდი იმისთვის იყო საჭირო, რომ მხარეები თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ.


24 დეკემბერს მიღებული წესები უკვე მუდმივმოქმედი იქნება.


რა შეიცვლება დოკუმენტის ძალაში შესავლის შემდეგ და რა დარჩება უცვლელი?


ეკონომიკა


ბრიტანეთს და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობა შენარჩუნდება და ბრიტანული პროდუქცია ევროკავშირში ტარიფების გადახდის გარეშე კვლავ შევა.


ლონდონი ერთიან საბაჟო ზონას დატოვებს და ევროკავშირთან მის საზღვარზე საბაჟო კონტროლი აღდგება.


ბრიტანეთის ფინანსური ინსტიტუტები ევროკავშირში საშეღავათო პირობებით ვერ იმუშავებენ.



ევროპულ ბაზარზე საქმიანობა მომსახურეობის სფეროში მომუშავე ბრიტანული კომპანიებისთვის შეიზღუდება. მაგალითად, ეს სატელევიზიო დასტრიმინგ-კომპანიებს შეეხება, რომლებსაც ევროკავშირში მუშაობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ ისინი ბიზნესის ნაწილს გაერთიანების რომელიმე ქვეყანაში გადაიტანენ.


ბრიტანეთში მიღებული პროფესიული სერტიფიკატები და დიპლომები ევროკავშირის მიერ ავტომატურად აღიარებული არ იქნება.


ბრიტანეთი საკუთარი წარმოების მხარდაჭერის შესაძლებლობას მიიღებს.


მიგრაცია 


გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდება. ევროკავშირის და ბრიტანეთის მოქალაქეებს სამუშაოდ და სასწავლებლად ვიზების მიღება მოუწევთ. უვიზო გადაადგილება მხოლოდ მოკლევადიან - 90 დღემდე ვიზიტებზე შენარჩუნდება.


თევზჭერა


უახლოესი 5 წლის მანძილზე ევროკავშირის კვოტა ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში თევზჭერაზე 25%-ით შემცირდება. სადღეისოდ სამეფოს წყლებში ევროპელები 650 მლნ. ევროს, მხოლოდ თავად ბრიტანელები 850 მლნ. ევროს თევზს იჭერენ.


ექსპერტების აზრით, შეთანხმების მთავარი მიღწევა ისაა, რომ მან ორივე მხარეს „ხისტი ბრექსიტი“ თავიდან ააცილა. პირველ რიგში ამ გარიგებით მოგებული ბრიტანეთი დარჩა, რომელმაც ევროკავშირის ფარგლებში არსებული შეღავათების ნაწილის შენარჩუნება მოახერხა.


ბანკ Barclays-ის ანალიტიკურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების გარეშე ბრექსიტის შემთხვევაში, საექსპორტო ბრიტანული საქონლის დიდ ნაწილზე შემოღებულ იქნებოდა 40%-ანი ტარიფები.


„ბიზნესს შეთანხმების გარეშე ბრექსიტთან დაკავშირებით ძალიან ნეგატიური მოლოდინები ჰქონდა, რადგანაც ეს ვაჭრობაში შეფერხებებს და საზღვარზე ქაოსს გამოიწვევდა. ეს კი ბრიტანეთში დეფიციტის და ფასების ზრდის მიზეზი გახდებოდა“ - მიიჩნევენ ბანკს ექსპერტები.


თუმცა, მხარეებს მოლაპარაკებების გაგრძელება მოუწევთ, რადგანაც ზოგიერთი სფერო, მაგალითად ფინანსები, არსებული გარიგებით მხოლოდ ნაწილობრივ რეგულირდება.


ევროპული რეფორმების ცენტრის დირექტორის ჩარლზ გრანტის თქმით, მიღწეული შეთანხმება ლონდონისთვის სერიოზული მიღწევაა, მაგრამ ევროკავშირიდან გასვლას თავისი ფასი მაინც ექნება. ბრიტანეთიდან ევროკავშირში ექსპორტი გართულდება, სამეფოს მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში შესასვლელად დამატებით პროცედურების გასვლა დასჭირდებათ და ა.შ.


rbc.ru

თენგიზ აბლოთია



თეგები:
ბრექსიტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up