შესყიდვების წლიური გეგმები უწყებებში ფორმალურად არის შედგენილი

შესყიდვების წლიური გეგმები უწყებებში ფორმალურად არის შედგენილი

access_time2018-07-12 13:38:23

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" 2017 წლის 15 ყველაზე მსხვილი შემსყიდველი ორგანიზაციის წლიური გეგმები გააანალიზა და დაასკვნა, რომ ასეთი გეგმები ფორმალურადაა შედგენილი და მათზე დაყრდნობით მომწოდებლისთვის შუძლებელია ტენდერებში მონაწილეობის დაგეგმვა.

 

"გამჭვირვალობა საქართველოს“ დასკვნით მნიშვნელოვანი პრობლემაა ასევე ის, რომ წლის განმავლობაში შესყიდვების გეგმებში უამრავი ცვლილება შედის.

 

"ჩვენ შევისწავლეთ 2017 წლის 15 ყველაზე მსხვილი შემსყიდველი ორგანიზაციის წლიური გეგმები და აღმოჩნდა, რომ თავდაპირველ გეგმებში შეტანილი შესყიდვების დაახლოებით 52% განიცდის კორექტირებას“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წლის განმავლობაში დაგეგმილი შესყიდვების 77%-ში (407-დან 313-ში) შეიტანა ცვლილება, რაც TI-ის დასკვნით იმასაზე მიუთითებს, რომ გეგმა ფორმალურად არსებობდა და სამინისტრო მისი მიხედვით არ ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება სხვა უწყებებს, შემოსავლების სამსახურის შესყიდვების გეგმის 76%-ში შევიდა ცვლილება, "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" შემთხვევაში- 75%-ში, ბათუმის მერიის შემთხვევაში-65%-ში და ა.შ. არასათანადოდ მომზადებული და მრავალჯერ შეცვლილი შესყიდვის გეგმები არის ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ ხშირ შემთხვევაში, ტენდერების გამოცხადება მაქსიმალურად შევიწროებულ ვადებში ხდება, რაც არშემდგარი ან/და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერების მაღალ წილში გამოიხატება. 2017 წელს გამოცხადებული ტენდერების 18% არ შედგა, ხოლო 6% უარყოფითი შედეგით დასრულდა. არშემდგარი ტენდერები მომავალში ხდება პირდაპირი შესყიდვების ერთ-ერთი მიზეზი, შესყიდვის არასასურველი ფორმაა, რადგან კორუფციის რისკი მაღალია-ნათქვამია დასკვნაში.





bm.ge





„m2 უძრავი ქონება“ და კომპანია „ცენტრ-პოინტი“ ჯერ ვერ შეთანხმდნენ

„m2 უძრავი ქონება“  და კომპანია „ცენტრ-პოინტი“ ჯერ ვერ შეთანხმდნენ
person access_time2018-07-23 15:23:00
m2 უძრავ ქონებასა“...

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს ითხოვს

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს  ითხოვს
person access_time2018-07-23 12:05:00
,,თბილისის განვითარების ფონდი“ ორბელიანის მოედნის, მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დამატებით, 11 მილიონ ლარს ითხოვს გამარტივებული შესყიდვის უფლებით. როგორც ფონდში აცხადებენ გასულ წელს გამოყოფილი თანხის ოდენობა (52 მლნ. ლარი) საკმარისი არ აღმოჩნდა.   ფონდში ასევე აცხადებენ, თავის დროზე გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის, რადგან შენობების მდგომარეობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წინასწარი შეფასებით...

აქციზის გაძვირებამ საწვავის ფასი 25 თეთრით გაზარდა

აქციზის გაძვირებამ  საწვავის ფასი 25 თეთრით გაზარდა
person access_time2018-07-23 13:33:00
„კომერსანტს“ კომპანია „ლუკოილ ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ განუცხადა, რომ ბოლო ერთ თვეში მათ საცალო ქსელში საწვავი 3 თეთრით გაძვირდა. ნავთობიმპორტიორი საწვავზე ფასის ზრდის სამ მიზეზს...

სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს - აქციას ხვალიდან რეგიონები შეურთდებიან

სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს - აქციას ხვალიდან  რეგიონები შეურთდებიან
person access_time2018-07-23 13:32:05
ტყიბულელი მეშახტეების აქცია დღეს დასრულდა, თუმცა მათი თქმით ხვალიდან პროტესტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და აქციას შეურთდებიან გაერთიანებული პროფკავშირები, ჭიათურელი მაღაროელები,ზესტაფონის ფეროს, ქსნის და რუსთავის ქარხნების თანამშრომლები.   ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე და მთავარი ინჟინერი გიზო...

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება
person access_time2018-07-23 12:03:44
• „მწვანე ზრდის ფონდის“ (GGF) მიერ პირველი ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის გაცემული კრედიტი 1.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც სოფლის მოსახლეობასა და ფერმერებს ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი სიახლეების დანერგვაში უნდა დაეხმაროს. • პროგნოზის მიხედვით, GGF-ის კრედიტით დაფინანსებული ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი ღონისძიებები წელიწადში 2,620 მვტ.სთ-ზე მეტ ენერგიას დაზოგავს და ნახშირორჟანგის ემისიას...


მსგავსი სიახლეები

up