შესყიდვების სააგენტოში დასუფთავების და სანიტარული მომსახურების სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან შეხვედრა გაიმართა

შესყიდვების სააგენტოში დასუფთავების და სანიტარული მომსახურების სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან შეხვედრა გაიმართა

access_time2016-10-12 14:07:16

2016 წლის 12 ოქტომბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა რიგით მეთორმეტე შეხვედრა ბიზნესმენებთან. ამჯერად სააგენტოში შეხვედრაზე მისული იყვნენ დასუფთავების და სანიტარული მომსახურების სფეროში დასაქმებული მიმწოდებლები.

 

 

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნანობაშვილმა განაცხადა, ბიზნესმენებთან ამ ფორმატით მიმდინარე შეხვედრები ფრიად შედეგიანია.

 

 

„იყო სხვადასხვა პრობლემები, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებს აწუხებდათ, კერძოდ, მათთვის მტკივნეული იყო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში შესაბამისი თანხის დაგვიანებით გადახდის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, თანხის გადახდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა მოხდეს. გარდა ამისა, ბიზნესმენები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას პირგასამტეხლოს არაპროპორციულ ოდენობასთან დაკავშირებით, რისი გაუმართლებლად მაღალი ოდენობით დაწესებაც სააგენტოს რეკომედაციით შეიზღუდა" - განაცხადა ნანობაშვილმა.


 

 


შეხვედრაზე ბიზესის წარმომადგენლებმა მოისმინეს ის სიახლეები, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ბოლო პერიოდში დანერგა. კერძოდ, ეს ეხება ორ ეტაპიან ტენდერს, ტენდერის გამოცხადებას დაფარული მონაცემებით, რაუნდების გარეშე, „თეთრ სიაში" ბიზნესმენთა შეყვანის უფრო სამართლიანი კრიტერიუმების დაწესებას, ასევე ამხანაგობის შექმნისა და ახლდდაფუძნებული ამხანაგობით ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობის გაჩენას. ბიზნესმენებმა შეხვედრაზე კონკრეტულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 


შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის წინადადებები.

 

 


შემდეგი, მეცამეტე შეხვედრა ჩატარდება 26 ოქტომბერს. შეხვედრაზე მოწვეულები იქნებიან განათების სფეროს წარმომადგენლები, კერძოდ, გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების მიმწოდებლები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით, შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.

 




ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up